უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

20 თებერვალი, 2020 13:00
font-size

ისრაელის ტექნოლოგიურ კომპანიას საქართველოში კიდევ ერთი სიახლე შემოაქვს

ისრაელ-საქართველოს ტექნოლოგიური კომპანიის - Olmait-ის თაოსნობით, 21 თებერვალ თბილისში ჩატარდება ისრაელელი სპეციალისტის ლექცია, თემაზე: დაავადებათა მოდელირება Scipy-ის და PyMC-ის დახმარებით.

მას ხელოვნური ინტელექტის ისრაელელი სპეციალისტი და მკვლევარი დინ ლანგსამი წაიკითხავს. ლექციაა 19.00 საათზე დაიწყება და მას აბაშიძის ტერმინალი უმასპინძლებს (ი. აბაშიძის 34/36). ლექციაზე მიწვეულია საქართველოში ისრაელის ელჩი რან გიდორი.

კომპანიის - Olmait-ის საქმიანობას და 21 თებერვლისთვის დაგეგმილ ღონისძიებას მხარს უჭერს საქართველო-ისრაელის ბიზნესპალატა.

დინ ლანგსამი ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე მზარდი კომპანიის SentinelOne-ის წარმომადგენელია. იგი მუშაობს მონაცემთა მეცნიერებაში, Python-ის სამეცნიერო პროგრამირებაზე, მონაცემთა ვიზუალიზაციაზე. დინ ლანგსამი pandas-ის ენთუზიასტია და ეხმარება dovpanda-ს, ქმნის ხარისხიან და ლაკონურ კოდებს pandas-სთვის.

სალექციო თემასთან დაკავშირებით ტექნოლოგიურ კომპანიაში აღნიშნავენ, რომ დაავადებების აღმოფხვრისკენ მიმართული პროგრამები უნდა ემყარებოდეს ინტერპრეტაციულ მოდელებს. ამ მოდელების სწრაფად გადაჭრა რთულდება, რომ აღარაფერი ვთქვათ დაკარგულ პარამეტრებზე. Scipy და PyMC ამ რთულ სამუშაოში გვეხმარებიან.

2018 წელს ისრაელში წითელას დაავადებამ იფეთქა. ეს იყო 1960 წელს წითელას ვაქცინაის შექმნის შემდეგ ყველაზე მასშტაბური შემთხვევა. ამჟამად ვაქცინაციის პოლიტიკა განისაზღვრება არა მხოლოდ ლაბორატორიული ტესტებით, არამედ ამ ტესტებს ემატება კომპიუტერზე დაფუძნებული ეპიდემიოლოგიური სიმულაციების მასალები, რომლებიც პროგნოზირებენ სხვადასხვა ვაქცინაციის სტრატეგიის მოქმედებას მთელ მოსახლეობაზე.

მოსახლეობის დონეზე დაავადების აღმოფხვრის პოლიტიკა უნდა ეფუძნებოდეს ინტერპრეტაციულ მოდელებს. ეს მოდელები ხდება რთული გადასაწყვეტი, რომ აღარაფერი ვთქვათ დაკარგულ პარამეტრებზე. Scipy- ს, როგორც გადამწყვეტის, და PyMC– ის გამოყენებით Bayesian inference– სთვის, ჩვენ შეგვიძლია გავარკვიოთ პარამეტრების განაწილება დაკარგული ბუნებრივი პარამეტრებისთვის, როგორიცაა დაავადების „ძალა“ ან რამდენად ინფექციურია ის.

კომპანია Olmait-ის დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის ნიცან ვაისმანის (Nizan Weisman) თქმით, Olmait-ის მიზანია მსოფლიო ხელოვნურ ინტელექტში ადგილობრივი გამოცდილების განვითარება, რათა ქართულმა ტექნოლოგიურმა კომპანიებმა შეძლონ მსოფლიო ტექნოლოგიურ ლანდშაფტში მონაწილეობა. ამის ფარგლებში, კომპანია Olmait-ს ისრაელიდან საკუთარი ხარჯით ჩამოყავს ექსპერტები, რომლებიც ხელოვნური ინტელექტის თემაზე კითხულობენ ლექციებს.

დაარსების დღიდან, ბოლო 9 თვის განმავლობაში მოხერხდა ამერიკული და ისრაელის ტექნოლოგიური კომპანიებისთვის რამდენიმე პროექტის მომზადება და ეს მასშტაბები დღითიდღე იზრდება.

ისრაელ-საქართველოს ტექნოლოგიური კომპანიის - Olmait-ის მიერ მომზადებული ქართველი სპეციალისტები უკვე თანამშრომლობენ მსოფლიოს სხვადასხვა ტექნოლოგიურ კომპანიასთან.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი