უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

28 მარტი, 2018 16:20
font-size

იციკ მოშე: ისრაელში მაღალი დონის ქართული კულტურის წარმოჩენა ურთიერთობებში ახალ ხიდებს შექმნის

„ისრაელის სახლის“ ინიციატივით, საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი ისრაელის ქნესეთის დელეგაცია თბილისში შეხვედრებს მართავს. დღეს დელეგაცია, რომელსაც ქნესეთის ვიცე-სპიკერი, საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ხილიკ ბარი მეთაურობს, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორს, დავით ლორთქიფანიძეს შეხვდა. საუბარი შეეხო ისრაელის მუზეუმებთან ეროვნული მუზეუმის თანამშრომლობის პერსპექტივებს., აგრეთვე, „ისრაელის სახლის“ ინიციატივებს, რომელიც ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით, იერუსალიმის მუზეუმში ქართული ღვინის გამოფენის ჩატარებას ითვალისწინებს.

დელეგაცია საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში „ისრაელის სახლისა“ და სარას ფონდის ინიციატივით გახსნილ ებრაულ ბიბლიოთეკასაც ეწვია. „ისრაელის სახლის“ ინიციატივით, დაგეგმილია, აგრეთვე, ისრაელში ქართული ბიბლიოთეკის გახსნაც.

დღესვე ქნესეთის დელეგაცია შეხვდა საქართველოს ებრაული ორგანიზაციებისა და სინაგოგების ხელმძღვანელებს, დაგეგმილია ხილიკ ბარის სიტყვით გამოსვლა მწერალთა სახლში, სადაც პოეტ ჯემალ აჯიაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება. დღესვე, საღამოს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ისრაელთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი თამარ ჩუგოშვილი სტუმრებს ვახშამზე უმასპინძლებს. მხარეები არაფორმალურ გარემოში მომავალი თანამშრომლობის საკითხებზეც იმსჯელებენ.

ხვალ, 29 მარტს, ქნესეთის დელეგაცია თბილისის დიდ სინაგოგასა და დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმს ეწვევა.

„ისრაელის სახლის“ დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის, იციკ მოშეს განცხადებით, ისრაელის დელეგაციამ ამ ვიზიტისას ყურადღება გაამახვილა კულტურულ ურთიერთობების საკითხზეც.

„ისრაელში მაღალი ქართული კულტურის წარმოჩენა და ქართული საზოგადოებისთვის, ასევე, მაღალი დონის ისრაელური კულტურის გაცნობა შექმნის ახალ ხიდს ორმხრივ კავშირებში. ჩვენი ინიციატივები სწორედ ამას ემსახურება“, - აცხადებს იციკ მოშე.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი