მსოფლიო
იულია სკრიპალმა რუსეთის საელჩოს დახმარებაზე უარი თქვა
ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში ქიმიური ნივთიერებით მოწამლულმა იულია სკრიპალმა რუსეთის საელჩოს დახმარებაზე უარი თქვა.
„ამჟამად არ მსურს, ვისარგებლო მათი დახმარებით, თუმცა თუ აზრს შევიცვლი, ვიცი, როგორ დავუკავშირდე“, - წერია იულია სკრიპალის განცხდაებაში, რომელიც პოლიციამ გამოაქვეყნა.
იულია სკრიპალის თქმით, მამამისი, ყოფილი რუსი ორმაგი აგენტი სერგეი სკრიპალი „ჯერ კიდევ სერიოზულად ავადაა“. მან აღნიშნა, რომ აქვს წვდომა მეგობრებთან და ოჯახთან. იულის ასკრიპალის თქმით, ის არაა საკმარისად მოძლიერებული ინტერვიუს მისაცემად.
თავის მხრივ, რუსეთის საელჩო ეჭვობს, ეკუთვნის თუ არა წერილი უშუალოდ იულია სკრიპალს.
ორი დღის წინ იულია სკრიპალი სოლსბერის რაიონული საავადმყოფოდან გაწერეს და უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.
რაც შეეხება 66 წლის სერგეი სკრიპალს, ის გონზე მოვიდა წინა კვირას და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა „სწრაფად უმჯობესდება“.
ГРУ-ის ყოფილი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი 4 მარტს მოწამლეს ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში. გარდა ამისა დაშავდა 20-მდე სამოქალაქო პირი და პოლიციელი. როგორც დადგინდა, სკრიპალის მოსაწამლად რუსეთში გამზადებული ნერვო-პარალეპტიკური გაზი სახელწოდებით ნოვიჩოკი გამოიყენეს.
ბრიტანეთის კონტრტერორისტული პოლიციის დასკვნით, მამა-შვილი სახლის ზღურბლზე მოიწამლნენ, რადგან სკრიპალის სახლის შესასვლელი კარი ნერვო-პარალეპტიკური ნივთიერებით იყო გაჟღენთილი. ნივთიერების ყველაზე მაღალი კონცენტრაცია სწორედ შესასვლელ კართან დაფიქსირდა.
მომხდარში ლონდონი რუსეთს ადანაშაულებს, რის გამოც ლონდონმა მოსკოვთან ყველა დონის ურთიერთობები გაწყვიტა და ქვეყნიდან რუსი დიპლომატები გააძევა.
ბრიტანეთის სოლიდარობის ნიშნად რუსი დიპლომატები გააძევა აშშ-მ, მას შეუერთდნენ გერმანია, უკრაინა, დანია, საფრანგეთი, ჩეხეთი, ლატვია, ესტონეთი, ლიტვა, იტალია, კანადა, ჰოლანდია, რუმინეთი, ფინეთი, ესპანეთი, საქართველო და ა.შ. სულ დასავლეთი 100-ზე მეტმა რუსმა დიპლომატმა დატოვა.