უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

23 მაისი, 2017 18:30
font-size

იუსტიციის მინისტრი თურქ კოლეგას შეხვდა

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თურქეთის იუსტიციის მინისტრ ბექირ ბოზდაღს შეხვდა. იუსტიციის მინისტრებმა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თანამშრომლობასა და სტრატეგიულ პარტნიორობაზე ისაუბრეს.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, თეა წულუკიანმა ხაზი გაუსვა წარმატებულ პარტნიორობას დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლისა და მართლმსაჯულების სფეროში, მათ შორის, სამართლებრივი ურთიერთდახმარების კუთხით.

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა საქართველოში სამართლის სფეროში გატარებული რეფორმების შესახებაც ისაუბრა. ხაზი გაუსვა მართლმსაჯულებისა და პროკურატურის სისტემების რეფორმას, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში განხორციელებულ ცვლილებებს.

საქართველოსა და თურქეთის იუსტიციის მინისტრებმა უწყებებს შორის ფართო თანამშრომლობის შესახებ განაცხადეს. ორი ქვეყნის იუსტიციის მინისტრებმა უწყებებს შორის ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტს მოაწერეს ხელი, რომლის თანახმად, 2017-2019 წლებში მხარეები იღებენ ვალდებულებას:

გააღრმაონ თანამშრომლობა სამოქალაქო და სისხლის სამართლის საკითხებზე სამართლებრივი ურთიერთდახმარების სფეროში, მათ შორის, ექსტრადიციისა და სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით მსჯავრდებულთა გადაცემის საკითხებთან მიმართებით;

ითანამშრომლონ სამართლის უზენაესობისა და მართლმსაჯულების სფეროში შემავალ ისეთ საკითხებზე, რომლებიც დაკავშირებულია ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის, მათ შორის, ტრეფიკინგის, წინააღმდეგ ბრძოლასთან; მართლმსაჯულების სფეროში განხორციელებული რეფორმების, დანაშაულის პრევენციის, მათ შორის, არასრულწლოვანთა და ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის, მიმართულებით განხორციელებული რეფორმებისა და სახელმწიფო სერვისების მიწოდებასთან დაკავშირებით გამოცდილების გაზიარებასთან; სამართლებრივი და საკანონმდებლო საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გაცვლასთან;

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სასწავლო ცენტრსა და თურქეთის რესპუბლიკის იუსტიციის აკადემიას შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით ორგანიზება გაუწიონ ორი ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებების მკვლევართა ორმხრივ ვიზიტებს, ხელი შეუწყონ მათ შორის გამოცდილების გაზიარებას მათ კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით, თანამშრომელთათვის მოკლევადიანი პროფესიული გადამზადების მიზნით;

ორგანიზება გაუწიონ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის იუსტიციის სამინისტროს დეპარტამენტებს შორის თანამშრომლობას.

კიდევ ერთი მემორანდუმი, რომელსაც ხელს საქართველოს იუსტიციის მინისტრი აწერს, თურქეთის რესპუბლიკის სატრანსპორტო, საზღვაო საქმეთა და კავშირგაბმულობის სამინისტროსთან გაფორმდა. ურთიერთგაგების მემორანდუმი კიბერუსაფრთხოების შესახებ, კიბერსივრცეში გამოწვეული საფრთხეების აღმოფხვრის მიზნით ფართო თანამშრომლობას ითვალისწინებს.

მემორანდუმის ფარგლებში ქართული და თურქული მხარე იღებენ ვალდებულებებს: გაცვალონ უახლესი ცნობები არსებული ვითარების, ცოდნისა და მონაცემების ან მნიშვნელოვანი შემთხვევების შესახებ; გამოიყენონ ორმხრივი შეხვედრებისა და სხვა სახის ღონისძიებების გამართვის შესაძლებლობა ინფორმაციისა და იდეების ერთმანეთისთვის პირისპირ გაზიარების მიზნით; გაცვალონ ინფორმაცია ეროვნული უსაფრთხოების საგანმანათლებლო და უსაფრთხოების თემაზე ცნობიერების ამაღლების პროგრამების შესახებ; შეიმუშაონ და განახორციელონ ერთობლივი კიბერუსაფრთხოების სავარჯიშოები; გააღრმაონ ურთიერთთანამშრომლობის საკითხები კერძო სექტორს, აკადემიურ და კვლევით ინსტიტუტებს შორის.

თურქეთის რესპუბლიკის მაღალი დონის დელეგაციას საქართველოში პრემიერ-მინისტრი ბინალი ილდირიმი ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო საქმეთა, იუსტიციის, ეკონომიკის, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების, სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მეცხოველეობის, საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის, სატრანსპორტო, საზღვაო საქმეთა და კავშირგაბმულობის მინისტრები.

მამუკა ხაზარაძემ და გიორგი გახარიამ შეხვედრა გამართეს

26 სექტემბერი, 2025 , 18:57

პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო - ლელოს“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერებმა, მამუკა ხაზარაძემ და გიორგი გახარიამ შეხვედრა გამართეს. შეხვედრა ევროპის ერთ-ერ

„გერმანიამ უნდა აიღოს ინიციატივა, რომ საქართველო გადარჩეს როგორც სახელმწიფო“ - თინა ბოკუჩავამ და ლევან სანიკიძემ ბუნდესტაგში შეხვედრები გამართეს

26 სექტემბერი, 2025 , 12:27

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და პარტიის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან სანიკიძე ოფიციალური ვიზიტით ბერლინში იმყოფებიან, სადაც მაღალი დონის შეხვედრები გამართეს.  პარტიის პრესსამს

პირველად ისტორიაში, სიღარიბის მაჩვენებელმა 9.4% შეადგინა, გამოწვევები რჩება, მაგრამ არსებული ტემპებით შეგვიძლია, ვისაუბროთ საშუალოვადიან პერსპექტივაში მთლიანად აღმოფხვრაზე - ირაკლი კობახიძე

26 სექტემბერი, 2025 , 12:17

პირველად ისტორიაში, 90-იანი წლების შემდეგ, დაფიქსირდა სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი, რომელმაც შარშან 9.4% შეადგინა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე სი

ლარის კურსის სტაბილურობის კუთხით იყო უარყოფითი პროგნოზები, თუმცა იანვრის შემდეგ ლარის კურსი 15 თეთრით არის გამყარებული დოლართან მიმართებით - ირაკლი კობახიძე

26 სექტემბერი, 2025 , 12:14

ლარის კურსის სტაბილურობის კუთხით იყო უარყოფითი პროგნოზები, ე.წ. ექსპერტები ძალიან აქტიურობდნენ ამ მიმართულებით, მათ ჰქონდათ იმედი, რომ 3,10 ლარს გადააჭარბებდა დოლართან მიმართებით კურსი, თუმცა როგორც ხედავთ, იანვრის შემდე

აშშ-ის პრეზიდენტს განვუცხადე, რომ დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს, რაზეც მიპასუხა, რომ მიხედავს ამ საკითხს და დამიკავშირდება - მიხეილ ყაველაშვილი

26 სექტემბერი, 2025 , 12:11

აშშ-ის პრეზიდენტს განვუცხადე, რომ დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან ნიუ იორკში, ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა. მიხეილ ყაველაშვილის გაცხადებით, აშშ

ვაფრთხილებ ყველას, 4 ოქტომბერს ძალადობის ერთი ფაქტიც თუ იქნება, პასუხისმგებლობა გაზიარებული ექნება ევროკავშირის იმ ინსტიტუტების წარმომადგენლებს, რომლებიც ასე იხუტებენ გულში ამ მოძალადეებს - შალვა პაპუაშვილი

25 სექტემბერი, 2025 , 15:27

4 ოქტომბერს არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. მოგეხსენებათ, ეს მნიშვნელოვანია და წესით, ყველა კეთილსინდისიერი უცხოელიც, რომელსაც ასე უყვარს ქართველი ხალხი და დღე-ღამე, როგორც ჩანს, ჩვენზე ფიქრობს და კომენტარებ