არქივი
კომენტარი
იუსტიციის მინისტრის გადადგომაზე არასამთავრობო სექტორის მოთხოვნა სრულიად უსაფუძვლოა - გიორგი კახიანი
იუსტიციის მინისტრის გადადგომაზე არასამთავრობო სექტორის მოთხოვნა სრულიად უსაფუძვლოა, – ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიორგი კახიანი არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნას იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ.
კახიანის თქმით, მსგავსი რიტორიკა შესაძლოა, ოპოზიციურ პარტიებს ახასიათებდეს, თუმცა სამოქალაქო სექტორს ასეთი პოლიტიკური განაცხადი არ შეეფერება.
„არაერთხელ განვაცხადეთ, რომ იუსტიციის მინისტრის გადადგომის მოთხოვნა სრულიად უსაფუძვლოდ მიგვაჩნია. გვახსოვს, როგორ ხდებოდა ძველი ხელისუფლების პირობებში მთავარი პროკურორების თანამდებობებზე გამწესება. კერძოდ, მაშინ როდესაც ძალიან მარტივად იუსტიციის მინისტრი წარუდგენდა პრემიერ-მინისტრს კანდიდატურას და პრემიერ-მინისტრი მთავარ პროკურორს ნიშნავდა თანამდებობაზე.
ეს პროცედურა ჩვენ ჩავანაცვლეთ ძალიან გამჭვირვალე, მრავალსაფეხურიანი პროცედურით, რა პროცესშიც არის ჩართული, როგორც აკადემიური, ასევე არასამთავრობო სექტორი. ამ პროცესში ჩართული არიან თავად პროკურორები, ბუნებრივია, თავად ისინი იღებენ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას, ვინ უნდა იყოს მთავარი პროკურორი.
ამ პროცესში ჩართულნი არიან ასევე მოსამართლეები, მთავრობა, საქართველოს პარლამენტი – ამაზე გამჭვირვალე პროცესი და ამაზე უფრო მრავალსაფეხურიანი პროცესი არ ვიცი, რა შეიძლება არსებობდეს სხვა სახელმწიფოებში“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.
მისი აზრით, მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესის მიმართ, რომელიც საკმაოდ გამჭვირვალედ მიმდინარეობს, კითხვები არ უნდა არსებობდეს.
„ვფიქრობ, ამ პროცესის მიმართ არანაირი კითხვები არ შეიძლება არსებობდეს და ბუნებრივია, როდესაც თავად პროცესი და პროცედურა არის სწორად გაწერილი, ამ პროცესის შედეგად შერჩეული კანდიდატიც იქნება ღირსეული. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, მათი მოთხოვნა მინისტრის გადადგომის თაობაზე მიგვაჩნია უსაფუძვლოდ“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.
საკვანძო სიტყვები:
ვინც არ უნდა იყოს ხვალ საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი, დარწმუნებული ვარ, მზიას მიენიჭება ბრწყინვალების ორდენი, მადლობა მზია, მაგალითად რომ მოგვევლინეთ - სალომე ზურაბიშვილი
18 ნოემბერი, 2025 , 15:42
ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელი სტატუსის აღიარებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა - სალომე სამადაშვილი
17 ნოემბერი, 2025 , 13:58
პრაქტიკულად, ნაპოვნია თვითმფრინავის ყველა დიდი ნაწილი და ყველა ცხედარი, კოორდინირებული მოქმედებებით სამძებრო სამუშაოებში მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა შევძელით - ირაკლი ჩიქოვანი
13 ნოემბერი, 2025 , 15:26
სიგიჟეა რასაც გიორგი გახარიას ედავებიან და დანაშაულს არ აღიარებს - ბერდია სიჭინავა
13 ნოემბერი, 2025 , 14:56
სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ან სახელმწიფო ქონების გაცვლა მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული პირობებით იქნება შესაძლებელი - ნინო ენუქიძე
12 ნოემბერი, 2025 , 14:52
თურქული თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა 20 ადამიანი, ნაპოვნია 18 დაღუპული, ორის სამძებრო სამუშაოები გრძელდება - გეკა გელაძე
12 ნოემბერი, 2025 , 13:31

