პოლიტიკა


იუსტიციის მინისტრის მოადგილე ევროკავშირის პროექტის პრეზენტაციაში მონაწილეობს
იუსტიციის მინისტრის მოადგილე პროექტის − „ევროკავშირის საქმიანობა ნარკოტიკებისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ“ − პრეზენტაციაში მონაწილეობს.
იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ალექსანდრე ბარამიძე ღონისძიების მონაწილეებს მიესალმა და ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ფარგლებში გაწეული საქმიანობის ანგარიში წარუდგინა.
ალექსანდრე ბარამიძის განცხადებით, ნარკომანიასთან ბრძოლის დაბალანსებული სტრატეგიის შემუშავება, ეფექტიანი იმპლემენტაცია და ევროკავშირთან თანამშრომლობის გაძლიერება გათვალისწინებული იყო სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით, რომლის მოთხოვნებიც საქართველომ სრულად დააკმაყოფილა. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა ადამიანის უფლებების დაცვისა და პატივისცემის მნიშვნელობას ნარკომანიასთან ბრძოლის პროცესში და აღნიშნა, რომ ნარკომანიასთან ბრძოლის სტრატეგია და 2016-2018 წლების სამოქმედო გეგმა სწორედ ამ მიდგომას ეფუძნება.
ალექსანდრე ბარამიძემ ისაუბრა, აგრეთვე, საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტზე, რომელიც გამორიცხავს მარიხუანისა და მცენარე კანაფის მოხმარებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას და ამცირებს ჯარიმის ოდენობას.
მინისტრის მოადგილემ სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ნარკოვითარების მონიტორინგის ეროვნული ცენტრის შექმნის საკითხზე. მისი თქმით, უკვე შემუშავდა ცენტრის დებულების პროექტი, სტრუქტურა და ცენტრის წევრთა არჩევის წესი, რომელიც სამუშაო ჯგუფის სხდომაზე უახლოეს მომავალში განიხილება.
იუსტიციის სამინისტროს ცნობით, პროექტი „ევროკავშირის საქმიანობა ნარკოტიკებისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ“ ოთხწლიანია და მისი ბიუჯეტი 12 მილიონ ევროს შეადგენს. პროექტი მოიცავს სამართალდამცავ ორგანოთა გაძლიერებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის კომპონენტებს. პროგრამის ეფექტიანი განხორციელებისათვის ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საბჭოს ფარგლებში შეიქმნება ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც კოორდინაციას გაუწევს ევროკავშირის კონტრაქტორ ორგანიზაციასა და საბჭოს წევრი უწყებების თანამშრომლობას.
პროექტის პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ქვეყანაში აკრედიტებული საელჩოებისა და საერთაშორისო მისიების ხელმძღვანელები.
საკვანძო სიტყვები:
მამუკა ხაზარაძემ და გიორგი გახარიამ შეხვედრა გამართეს
26 სექტემბერი, 2025 , 18:57

„გერმანიამ უნდა აიღოს ინიციატივა, რომ საქართველო გადარჩეს როგორც სახელმწიფო“ - თინა ბოკუჩავამ და ლევან სანიკიძემ ბუნდესტაგში შეხვედრები გამართეს
26 სექტემბერი, 2025 , 12:27
პირველად ისტორიაში, სიღარიბის მაჩვენებელმა 9.4% შეადგინა, გამოწვევები რჩება, მაგრამ არსებული ტემპებით შეგვიძლია, ვისაუბროთ საშუალოვადიან პერსპექტივაში მთლიანად აღმოფხვრაზე - ირაკლი კობახიძე
26 სექტემბერი, 2025 , 12:17

ლარის კურსის სტაბილურობის კუთხით იყო უარყოფითი პროგნოზები, თუმცა იანვრის შემდეგ ლარის კურსი 15 თეთრით არის გამყარებული დოლართან მიმართებით - ირაკლი კობახიძე
26 სექტემბერი, 2025 , 12:14
აშშ-ის პრეზიდენტს განვუცხადე, რომ დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს, რაზეც მიპასუხა, რომ მიხედავს ამ საკითხს და დამიკავშირდება - მიხეილ ყაველაშვილი
26 სექტემბერი, 2025 , 12:11
ვაფრთხილებ ყველას, 4 ოქტომბერს ძალადობის ერთი ფაქტიც თუ იქნება, პასუხისმგებლობა გაზიარებული ექნება ევროკავშირის იმ ინსტიტუტების წარმომადგენლებს, რომლებიც ასე იხუტებენ გულში ამ მოძალადეებს - შალვა პაპუაშვილი
25 სექტემბერი, 2025 , 15:27