უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

28 ივნისი, 2018 16:20
font-size

იუსტიციის საბჭო ქცეულია ინსტრუმენტად გარკვეული ჯგუფების ხელში, რომ შენარჩუნდეს მძიმე ვითარება მართლმსაჯულების მიმართულებით - ანა ნაცვლიშვილი

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი გამოეხმაურა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ერთობლივ კვლევას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2017 წლის საქმიანობის შესახებ. ნაცვლიშვილმა აღნიშნა, რომ კვლევა მნიშვნელოვანია, რადგან იქ აღებულ საანგარიშო პერიოდში შეიცვალა კანონმდებლობა და განახლდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემადგენლობა.

ნაცვლიშვილის შეფასებით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო იმის მაგივრად, რომ ზრუნავდეს მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობაზე, იქცა ინსტრუმენტად გარკვეული ჯგუფების ხელში.

„როგორც ანგარიში აჩვენებს, პრობლემები დიდწილად კვლავ რჩება და იგივე პრობლემები გრძელდება სასამართლო სისტემაში. ეს ნიშნავს იმას, რომ თვითონ სისტემა არის პრობლემური და ცალკეული საკანონმდებლო ცვლილებები და საბჭოს განახლება ვერ ახდენს ზეგავლენას იმ სისტემაზე, რომლითაც იმართება მართლმსაჯულების სისტემა. იუსტიციის საბჭო არის არა ფორმატი, რომელიც ზრუნავს მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობაზე, პროგრესსა და წინსვლაზე, არამედ ის ქცეულია ინსტრუმენტად გარკვეული ჯგუფების ხელში, რომ შენარჩუნდეს და გამყარდეს მძიმე ვითარება მართლმსაჯულების მიმართულებით. დღეს შეხვედრაზე ორმხრივი სურვილი გამოითქვა გარკვეული საკითხების გადასაწყვეტად კონსტრუქციული დიალოგის, თუმცა არანაირ დიალოგს არ ექნება მნიშვნელობა, თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან ფუნდამენტურ საკითხზე - რა არის პრობლემა, რომელიც დღეს დგას მართლმსაჯულების წინაშე. სრულიად სხვაგვარად ხედავს ამ მძიმე ვითარებას იუსტიციის უმაღლესი საბჭო და სრულიად სხვაგვარად ხედავს არასამთავრობო სექტორი და ამ ქვეყნის მოქალაქეების უდიდესი ნაწილი. ამ პირობებში დიალოგი იქნება ფუჭი, თუ ვერ შევთანხმდით, რა არის ის დაავადება, რომელსაც უნდა ვუმკურნალოთ“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

საია-მ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის მეექვსე, 2017 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინეს.

მამუკა ხაზარაძემ და გიორგი გახარიამ შეხვედრა გამართეს

26 სექტემბერი, 2025 , 18:57

პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო - ლელოს“ და პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერებმა, მამუკა ხაზარაძემ და გიორგი გახარიამ შეხვედრა გამართეს. შეხვედრა ევროპის ერთ-ერ

„გერმანიამ უნდა აიღოს ინიციატივა, რომ საქართველო გადარჩეს როგორც სახელმწიფო“ - თინა ბოკუჩავამ და ლევან სანიკიძემ ბუნდესტაგში შეხვედრები გამართეს

26 სექტემბერი, 2025 , 12:27

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა და პარტიის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან სანიკიძე ოფიციალური ვიზიტით ბერლინში იმყოფებიან, სადაც მაღალი დონის შეხვედრები გამართეს.  პარტიის პრესსამს

პირველად ისტორიაში, სიღარიბის მაჩვენებელმა 9.4% შეადგინა, გამოწვევები რჩება, მაგრამ არსებული ტემპებით შეგვიძლია, ვისაუბროთ საშუალოვადიან პერსპექტივაში მთლიანად აღმოფხვრაზე - ირაკლი კობახიძე

26 სექტემბერი, 2025 , 12:17

პირველად ისტორიაში, 90-იანი წლების შემდეგ, დაფიქსირდა სიღარიბის ერთნიშნა მაჩვენებელი, რომელმაც შარშან 9.4% შეადგინა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ბიზნეს ასოციაციის კონფერენციაზე სი

ლარის კურსის სტაბილურობის კუთხით იყო უარყოფითი პროგნოზები, თუმცა იანვრის შემდეგ ლარის კურსი 15 თეთრით არის გამყარებული დოლართან მიმართებით - ირაკლი კობახიძე

26 სექტემბერი, 2025 , 12:14

ლარის კურსის სტაბილურობის კუთხით იყო უარყოფითი პროგნოზები, ე.წ. ექსპერტები ძალიან აქტიურობდნენ ამ მიმართულებით, მათ ჰქონდათ იმედი, რომ 3,10 ლარს გადააჭარბებდა დოლართან მიმართებით კურსი, თუმცა როგორც ხედავთ, იანვრის შემდე

აშშ-ის პრეზიდენტს განვუცხადე, რომ დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს, რაზეც მიპასუხა, რომ მიხედავს ამ საკითხს და დამიკავშირდება - მიხეილ ყაველაშვილი

26 სექტემბერი, 2025 , 12:11

აშშ-ის პრეზიდენტს განვუცხადე, რომ დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან ნიუ იორკში, ვიზიტის შეჯამებისას განაცხადა. მიხეილ ყაველაშვილის გაცხადებით, აშშ

ვაფრთხილებ ყველას, 4 ოქტომბერს ძალადობის ერთი ფაქტიც თუ იქნება, პასუხისმგებლობა გაზიარებული ექნება ევროკავშირის იმ ინსტიტუტების წარმომადგენლებს, რომლებიც ასე იხუტებენ გულში ამ მოძალადეებს - შალვა პაპუაშვილი

25 სექტემბერი, 2025 , 15:27

4 ოქტომბერს არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. მოგეხსენებათ, ეს მნიშვნელოვანია და წესით, ყველა კეთილსინდისიერი უცხოელიც, რომელსაც ასე უყვარს ქართველი ხალხი და დღე-ღამე, როგორც ჩანს, ჩვენზე ფიქრობს და კომენტარებ