უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

29 იანვარი, 2018 12:35
font-size

იუსტიციის სახლს გათავისუფლებული თანამშრომლისთვის 55 000-ლარიანი ანაზღაურების გადახდა დაეკისრა

სააპელაციო სასამართლომ იუსტიციის სახლს გათავისუფლებული თანამშრომლისთვის, ქეთევან კობახიძისთვის 55 000-ლარიანი ანაზღაურების გადახდა დააკისრა.

კობახიძის უფლებებს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ იურისტები, ოლიკო შერმადინი და თეონა ზაქარაშვილი იცავდნენ. ორგანიზაციის ინფორმაციით, მოსარჩელემ 3-წლიანი დავა მოუგო საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სსიპ. იუსტიციის სახლს.

„ქეთევან კობახიძე 2013 წლის 14 იანვრიდან კონკურსის წესით დაინიშნა სსიპ. იუსტიციის სახლის იურიდიული სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. ხოლო 2014 წლის 2 ივნისს იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის ბრძანებით ადმინისტრაციული გადაცდომის მოტივით გაათავისუფლეს თანამდებობიდან. თბილისის საქალაქო სასამართლომ ქეთევან კობახიძის სარჩელი არ დააკმაყოფილა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ გააუქმა, რადგან ქალბატონი ქეთევანის გათავისუფლება უკანონოდ მიიჩნია“, - ნათქვამია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ განცხადებაში.

ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

26 სექტემბერი, 2025 , 12:32

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა,

კანონში პირდაპირ წერია, რომ ის ბრალი, რაც ლევან ხაბეიშვილს წაუყენეს, არის შეთითხნილი და პოლიტიკურად მოტივირებული - ადვოკატი

24 სექტემბერი, 2025 , 13:06

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ადვოკატის, ლაშა ტყეშელაძის განცხადებით, კანონში პირდაპირ წერია, რომ ის ბრალი, რაც ლევან ხაბეიშვილს წაუყენეს, არის შ

უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - პროკურატურა

23 სექტემბერი, 2025 , 18:29

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს მოქალაქე დამნ

პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია ორი პირი

22 სექტემბერი, 2025 , 12:57

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო

ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტის არალეგალურად წარმოების ბრალდებით დაკავებულ 7 პირს, მათ შორის გიორგი კანდელაკს და გორის საკრებულოს წევრ ბორის გოგიჩაიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

19 სექტემბერი, 2025 , 17:24

ორგანიზებული ჯგუფის მიერ ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტის არალეგალურად წარმოების ბრალდებით დაკავებულ 7 პირს, მათ შორის, ყოფილ მოკრივეს, ბიზნესმენ გიორგი კანდელაკს და გორის საკრებულოს წევრს, 67 წლის ბორის გოგიჩაიშვილს

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ექვსი პირი დააკავა

19 სექტემბერი, 2025 , 13:17

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს  საპატრულო პოლიციის ისანი-სამგორის, ვაკე-საბურთალოსა და ძველი თბილისის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიე