უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

29 დეკემბერი, 2016 18:40
font-size

იუსტიციის სამინისტრო პარლამენტის მიერ მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის პროექტის დამტკიცებას მიესალმება


საკანონმდებლო ორგანომ მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ტალღის ფარგლებში მომზადებული ცვლილებები პლენარულ სხდომაზე საბოლოოდ დაამტკიცა.
ცვლილებების ავტორი - საქართველოს იუტიციის სამინისტრო მადლობას უხდის პარლამენტს ნაყოფიერი თანამშრომლობისა და მართლმსაჯულების რეფორმის ფარგლებში მომზადებული საკანონმდებლო პაკეტის მხარდაჭერისათვის, რამაც შესაძლებელი გახადა ახალი მოწვევის პარლამენტში ცვლილებების დროულად განხილვა და მიღება.

როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის მესამე ეტაპზე აქცენტი კეთდება თითოეული მოსამართლის დამოუკიდებლობის გარანტიებსა და სასამართლოს საქმიანობის მენეჯმენტში მის ჩართულობაზე.

რეფორმის მიხედვით, შეიცვლება სასამართლოში საქმეების გადანაწილების წესი − მოსამართლეთა შორის საქმეები განაწილდება ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით, საქმეთა შემთხვევითი განაწილების პრინციპის დაცვით, რაც მთლიანად გამორიცხავს საქმეთა განაწილებისას კორუფციის ან საქმეთა რაიმე სპეციალური ნიშნით განაწილების რისკს. კანონმდებლები და რეფორმის პროექტის ავტორი შეთანხმდნენ, რომ მოცემული ელექტრონული სისტემა საპილოტე რეჟიმში რუსთავის საქალაქოს სასამართლოში დაინერგება, ხოლო სრულად მომდევნო წლის ბოლომდე უნდა ამუშავდეს.
გარდა ამისა, მესამე ტალღის ფარგლებში მომზადებული ცვლილებები შემდეგ პრინციპებსაც ეყრდნობა:

საკანონმდებლო დონეზე განისაზღვრება მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის კრიტერიუმები და მათი მახასიათებლები;

მოსამართლეობის ყველა კანდიდატისთვის თანამდებობაზე კონკურსის წესით განწესებისას შეიქმნება სამართლიანი და თანაბარი პირობები. მოსამართლეები შეირჩევიან მკაფიოდ განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე. მოსამართლეობის კანდიდატებს უფლება ექნებათ, გაასაჩივრონ მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება;

დაიხვეწება დისციპლინური სამართალწარმოების პროცედურები და დადგინდება მტკიცების სტანდარტი;

სასამართლოს თავმჯდომარეს აღარ ექნება მოსამართლის წინააღმდეგ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების უფლებამოსილება. ეს უფლება ენიჭება დამოუკიდებელ ინსპექტორს, რომელიც დისციპლინური სამართალწარმოების პროცესში ახალ ინსტიტუტს წარმოადგენს (გაზიარებულ იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ინიციატივა);

სასამართლოთა თავმჯდომარეები ვალდებული იქნებიან, პირადად განიხილონ საქმეები;

სასამართლოთა თავმჯდომარეებს შეეზღუდებათ ადმინისტრაციული ფუნქციები − თავმჯდომარე საერთო ზედამხედველობას გაუწევს სასამართლოს აპარატის მუშაობას, სასამართლოს აპარატის უშუალო ორგანიზაციულ ხელმძღვანელობას კი განახორციელებს სასამართლოს მენეჯერი;

დაცული იქნება მოსამართლის შეუცვლელობის პრინციპი − აიკრძალება მისი თანხმობის გარეშე მისთვის პოზიციის შეცვლა ან თვითნებურად მივლინებაში გაგზავნა;

მოსამართლეს უფლება ექნება, სურვილის შემთხვევაში, გაასაჯაროოს მის მიმართ წარმოებული დისციპლინური საქმისწარმოება, რაც დამატებით გარანტიას ქმნის მოსამართლის უფლებების დაცვისათვის;

გაიზრდება უზენაესი სასამართლოს როლი მართლმსაჯულების პროცესში. ფართოვდება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლები როგორც სისხლის, ისე ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეებთან მიმართებით, მათ შორის, იმ კუთხით, რომ საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დასაშვებად ცნოს საჩივარი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, თუ იგი წინააღმდეგობაშია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალთან. თუმცა, შენარჩუნებულია ის მიდგომა, რომ უზენაესი სასამართლო მხოლოდ მნიშვნელოვან საქმეებს განიხილავს.

მოსამართლის თანამდებობაზე გამწესების 3 წლიანი გამოსაცდელი ვადა არ გავრცელდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და საქართველოს უზენაესი სასამართლოს როგორც მოქმედ, ისე ყოფილ წევრებზე, თუ მათ აქვთ საქართველოს საკონსტიტუციო ან უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება;

უფრო მეტად გამჭვირვალე იქნება იუსტიციის უმაღლესი საბჭო − მას ეკისრება ვალდებულება, საკუთარ საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია განათავსოს ვებგვერდზე;

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში შეიქმნება სასამართლო მენეჯმენტის დეპარტამენტი, რომელიც, ერთი მხრივ, ზედამხედველობას გაუწევს საერთო სასამართლოების ადმინისტრირებას და საერთო სასამართლოების დეპარტამენტს, ხოლო, მეორე მხრივ, შეისწავლის საერთო სასამართლოებში საქმეთა ნაკადის მართვასთან დაკავშირებულ ინფორმაციას (გაზიარებულ იქნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ინიციატივა);

შეიქმნება იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელთა უფლებრივი მდგომარეობის დაცვის დამატებითი გარანტიები; გაიზრდება მათი ინფორმირებულობისა და საკუთარ პერსონალურ მონაცემებზე წვდომის ხარისხი; დაიხვეწება მსმენელის შეფასების პროცედურა და გაიზრდება იუსტიციის უმაღლესი სკოლის საქმიანობის გამჭვირვალობის ხარისხი;

კანონით განისაზღვრება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობა. მეორე მოსმენის რეჟიმში უზენაესი სასამართლოს წევრთა რაოდენობა განისაზღვრა არანაკლებ 16 მოსამართლით, საჭიროების შემთხვევაში კი, უზენაესი სასამართლოს პლენუმი მიიღებს გადაწყვეტილებას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდის შესახებ;

ღია სხდომაზე საქმის არსებითი განხილვის შედეგად მიღებული სასამართლოს გადაწყვეტილება მთლიანად, აგრეთვე, დახურულ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი კანონმდებლობით დადგენილი წესით სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნდება;

უფრო მკაფიოდ ჩამოყალიბდება მოსამართლის საქმიანობაში ჩაურევლობის გარანტიები და განისაზღვრება, რომ არავის აქვს უფლება, მიუთითოს მოსამართლეს, რა გადაწყვეტილება მიიღოს კონკრეტულ საქმეზე.

ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

26 სექტემბერი, 2025 , 12:32

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა,

კანონში პირდაპირ წერია, რომ ის ბრალი, რაც ლევან ხაბეიშვილს წაუყენეს, არის შეთითხნილი და პოლიტიკურად მოტივირებული - ადვოკატი

24 სექტემბერი, 2025 , 13:06

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ადვოკატის, ლაშა ტყეშელაძის განცხადებით, კანონში პირდაპირ წერია, რომ ის ბრალი, რაც ლევან ხაბეიშვილს წაუყენეს, არის შ

უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - პროკურატურა

23 სექტემბერი, 2025 , 18:29

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს მოქალაქე დამნ

პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია ორი პირი

22 სექტემბერი, 2025 , 12:57

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო

ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტის არალეგალურად წარმოების ბრალდებით დაკავებულ 7 პირს, მათ შორის გიორგი კანდელაკს და გორის საკრებულოს წევრ ბორის გოგიჩაიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

19 სექტემბერი, 2025 , 17:24

ორგანიზებული ჯგუფის მიერ ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტის არალეგალურად წარმოების ბრალდებით დაკავებულ 7 პირს, მათ შორის, ყოფილ მოკრივეს, ბიზნესმენ გიორგი კანდელაკს და გორის საკრებულოს წევრს, 67 წლის ბორის გოგიჩაიშვილს

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ექვსი პირი დააკავა

19 სექტემბერი, 2025 , 13:17

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს  საპატრულო პოლიციის ისანი-სამგორის, ვაკე-საბურთალოსა და ძველი თბილისის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიე