საზოგადოება


იუსტიციის სამინისტროს ჩემთან ჭიდაობა 74.250 ლარი დაუჯდა - ანა სუბელიანი
დანაშაულის პრევენციის ცენტრის გათავისუფლებული თანამშრომელი, სამოქალაქო აქტივისტი ანა სუბელიანი სოციალურ ქსელში წერს, რომ იუსტიციის სამინისტროსთან ხუთწლიანი დავა შეწყვიტა.
” იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრმა მორიგება შემომთავაზა. მქონდა ორი გზა, დავთანხმებულიყავი იმაზე ნაკლების მიღებას, ვიდრე მეკუთვნოდა, მაგრამ დამესრულებინა ჩემი ცხოვრების უდიდესი ეტაპი, ხუთწლიანი ბრძოლა, რომელიც სამგზის მოვიგე, ჩემი სიმართლე დავამტკიცე, სისტემა ვამხილე, ბევრს იმედი გავუჩინე, წულუკიანის იმიჯსაც მნიშვნელოვანი ზიანი მივაყენე… თუ გამეგრძელებინა ბრძოლა სტრასბურგში, კიდევ რამდენიმე წლით, მომეგო საქმე, მიმეღო ვინ იცის, სამმაგი თანხა… მე ჩემი ვთქვი. ახლა სხვა რამეები მაქვს სათქმელ-საკეთებელი. საქმე დავხურე. თუმცა ამ გადაწყვეტილების მიღებამდე ბევრი ვიფიქრე და ჩემი შეუპოვრობა გამოვიგლოვე კიდეც.
იუსტიციის სამინისტროს ჩემთან ჭიდაობა 74.250 ლარი დაუჯდა. აქედან ოცი პროცენტი ბიუჯეტში დავაბრუნე. მომივიდა მესიჯი 59.400 ლარის ჩარიცხვის შესახებ. ამ თანხის დაახლოებით მეხუთედი მცირედ სამართლიანობებს, მადლიერებას თუ მხარდაჭერას მოვახმარე. დანარჩენით გავისტუმრე ვალები, შევიძინე მიწა ნაფეტვრებში და თანხის ნაწილი ცოტა რო წაუჭკვიანურებს, ისე დავაბანდე, რომ რაღაც დრო უმუშევრობის, იაფი მოგზაურობის და სულიერი სიმშვიდის მოპოვების ფუფუნება მქონდეს. დავიმსახურე.
აქვე – სრული მხარდაჭერა ჩემგან თამაზს, ზუსტად ვიცი, ბოლომდე იბრძოლებს, გაიმარჯვებს და ეს მაინც ჩვენი, ორივეს გამარჯვება იქნება! “, – დაწერა სუბელიანმა.
შეგახსენებთ, რომ 2014 წელს ანა სუბელიანი და თამაზ ახობაძე იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრიდან გაათავისუფლეს. ახობაძემ და სუბელიანმა მიიჩნიეს, რომ ეს ყველაფერი მათ სოციალურ ქსელში გაკეთებულ პოსტებს უკავშირდებოდა, სადაც დანაშაულის პრევენციის ცენტრის, დავით მაისურაძის, გათავისუფლება გააპროტესტეს.
ამის შემდეგ, სუბელიანმა და ახობაძემ სააპელაციო და უზენაეს სასამართლოში სამინისტროს დავა მოუგეს. იუსტიციის სამინისტროს დაევალა აენაზღაურებინა 4-წლიანი იძულებითი განაცდური.
აღსანიშნავია, რომ ახობაძე ამ დრომდე არ აღუდგენიათ სამსახურში.
საკვანძო სიტყვები:

საუკეთესო საბანკო მომსახურება მცირე და საშუალო ბიზნესისთვის – საქართველოს ბანკმა Global Finance-ის ჯილდო მიიღო
26 სექტემბერი, 2025 , 17:52

საქართველოს ბანკი, DANGEO Energy-სთან პარტნიორობით, რეგიონულ ფილიალებს მზის ენერგიით მოამარაგებს
26 სექტემბერი, 2025 , 17:45
მაქვს ინფორმაცია, რომ გიორგი ბაჩიაშვილზე იგეგმება თავდასხმა - გიორგი ჩიკვაიძე
26 სექტემბერი, 2025 , 12:47

გალტ & თაგარტი თრეიდინგის ჩემპიონატს იწყებს – საპრიზო ფონდია $20,000
26 სექტემბერი, 2025 , 12:38

საქართველოს ბანკის ორგანიზებით, თელავში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-13 ნაკადი გადამზადდება
26 სექტემბერი, 2025 , 11:29

საქართველოს ბანკი, სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, 18 დაცული ტერიტორიის მხარდამჭერია
25 სექტემბერი, 2025 , 18:49