უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

17 ნოემბერი, 2017 16:45
font-size

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შესაძლო დისკრიმინაციული მოქმედების გამო სახალხო დამცველმა სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარუდგინა

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეობის კანდიდატის შესაძლო დისკრიმინაციასთან დაკავშირებით სახალხო დამცველმა მეგობრის მოსაზრება წარუდგინა.

მოსარჩელის თქმით, ის არ დანიშნეს მისი განსხვავებული მოსაზრებების და გაერთიანებისადმი კუთვნილების გამო.

„2017 წლის 13 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელთან დაკავშირებით, რომლითაც მოსარჩელე მიუთითებდა, რომ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, მოსამართლის თანამდებობაზე არ დაინიშნა მისი განსხვავებული მოსაზრებების და გაერთიანებისადმი კუთვნილების გამო.

საქართველოს მართლმსაჯულებისთვის ამ საკითხის მნიშვნელობის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა მიიღო სასამართლოს მეგობრის წარდგენის გადაწყვეტილება. აღნიშნული დოკუმენტით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსა და საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ დადგენილი სტანდარტების საფუძველზე, სახალხო დამცველმა წარმოადგინა გაერთიანების წევრობისა და განსხვავებული შეხედულებებისა და მოსაზრებების გამოხატვის ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტის გამოვლენის ტესტი, ასევე ყურადღება გაამახვილა დისკრიმინაციასთან დაკავშირებულ საქმეებში მხარეებს შორის მტკიცების ტვირთის გადანაწილების საკითხზე.

მოსარჩელის ინტერესებს ააიპ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)“ და ააიპ „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ წარმოადგენს“, - წერია განცხადებაში.

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი