უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

1 ოქტომბერი, 2024 12:07
font-size

ივანიშვილის განცხადება, რომ 12 წლის მანძილზე არაფერი გაფუჭებულა, არის წარმოუდგენელი სითავხედე - ლევან სანიკიძე

ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნის დროს ანაკლიის პორტის, ქალაქ ლაზიკის მშენებლობა შეჩერდა. ვხედავთ, რა მდგომარეობაშია ქართული ქრისტიანობის მთავარი სიმბოლო - გელათი. მის დროს აფეთქდა ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი საყდრისი და რაც მთავარია, ამ კაცის ხელისუფლებაში ყოფნის დროს უარი ეთქვა ჩვენი წინაპრების არჩევანს - ევროპისკენ სვლას. ამიტომ ივანიშვილის განცხადება, რომ 12 წლის მანძილზე არაფერი გაფუჭებულა, არის წარმოუდგენელი სითავხედე, - ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ კამპანიის პრესსპიკერმა, ლევან სანიკიძემ ივანიშვილის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ზუსტად 12 წლის წინ „ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ“ რეგიონში პირველად, ქართველი ხალხის ნების შესაბამისად, ხელისუფლება არჩევნების გზით, მშვიდობიანად გადააბარა „ქართულ ოცნებას“. მაშინ ჩვენს მოსახლეობას ძალიან დიდი იმედი ჰქონდა ივანიშვილის, თუმცა, დღეს ვხედავთ, რომ "ქართული ოცნება“ ქართულ კოშმარად იქცა. დღეს ივანიშვილმა განაცხადა, რომ ამ 12 წლის მანძილზე ვერ ვნახავთ ვერცერთ მის მიერ გაფუჭებულ საქმეს. ეს გაცხადება უბრალოდ წარმოუდგენელ სითავხედედ მიმაჩნია, რადგან ეს არის ადამიანი, რომლის ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი, ქალაქ ლაზიკის მშენებლობა შეჩერდა. ჩვენ ვხედავთ, რა მდგომარეობაში არის ქართული ქრისტიანობის მთავარი სიმბოლო - გელათი, მის დროს აფეთქდა ჩვენი ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი - საყდრისი და რაც მთავარია, ამ კაცის ხელისუფლებაში ყოფნის დროს უარი ეთქვა ჩვენი წინაპრების არჩევანს - ევროპისკენ სვლას. საუბარს აღარ გავაგრძელებ იმაზე, თუ რა მდგომარეობაში არის პოლიტიკური ნიშნით დევნა 12 წლის განმავლობაში, მათ შორის, ჩვენმა პარტიამ ეს საკუთარ თავზე ყველაზე მძიმედ გამოცადა, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა ამის კიდევ ერთი დასტურია. ჩვენ ვნახეთ მარტი-აპრილის მოვლენები, სადაც ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა იყო მხოლოდ იმის გამო, რომ ეს ადამიანები საკუთარ არჩევანს იცავდნენ და ამ ადამიანისგან, რომელიც დღეს ქვეყანას უკიდეგანო იზოლაციაში აქცევს, ჩვენს მეგობრებს მტრებად გვიცხადებს, ხოლო ჩვენს მტრებს - ბატონად. ამ ადამიანისგან მსგავსი ტიპის განცხადებების მოსმენა უბრალოდ შეურაცხმყოფელია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ზუსტად 25 დღეში, 26 ოქტომბერს დავასრულებთ ამ 12 წლიან სამარცხვინო ისტორიას, რასაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნა ჰქვია, ავირჩევთ ევროპულ კეთილდღეობას, ღირსებას და უარს ვიტყვით იმაზე, რომ საქართველოში არცერთი ხელისუფლება არასდროს არ გაბედავს საუბარს აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობაზე, იმ შეურაცხყოფის მიყენებაზე ჩვენი გმირებისა და მათი ოჯახების მიმართ, რაც ივანიშვილის ხელისუფლებამ რამდენიმე დღის წინ გაბედა“, - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

სახალხო დამცველი მოუწოდებს ამომრჩევლებს, დროულად გადაამოწმონ მონაცემები ამომრჩეველთა ერთიან სიაში, რათა არჩევნების დღეს შეძლონ ხმის მიცემის უფლებით სარგებლობა

1 ოქტომბერი, 2024 , 16:33

არჩევნებში მონაწილეობის უფლება საზღვარგარეთ მცხოვრები საარჩევნო უფლების მქონე მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებაა - სახელმწიფოს მხრიდან აუცილებელია მის უზრუნველსაყოფად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, მეორე მხრივ, მნიშვნელ

მოვუწოდებ ანტიკორუფციულ ბიუროს გადახედოს თავის გადაწყვეტილებას „საერთაშორისო გამჭვირვალობის` და სხვა შესაბამისი სუბიექტებისთვის განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე ორგანიზაციის სტატუსის შეფარდების შესახებ - ირაკლი კობახიძე

1 ოქტომბერი, 2024 , 16:21

სახელმწიფო ინტერესებისათვის და პირველ რიგში, საარჩევნო პროცესში გარე მანიპულაციის თავიდან ასარიდებლად მიზანშეწონილად მიმაჩნია, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ განცხადებული საარჩევნო მიზნის მქო

ჩვენ მგონი 100 ტყუილი გვაქვს დათვლილი, რომელიც “ქართულმა ოცნებამ“ ამ 12 წლის განმავლობაში ჩვენს მოქალაქეებს მიჰყიდა - მამუკა ხაზარაძე

1 ოქტომბერი, 2024 , 12:34

100 ქარხანა, უფასო ფული, გრძელვადიანი ინვესტიციები სოფელში, ევროპის და მსოფლიოს დემოკრატიით განცვიფრება- ჩვენ მგონი, 100 ტყუილი გვაქვს დათვლილი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ამ 12 წლის განმავლობაში ჩვენს მ

არჩევნებში ჩვენი გამარჯვების შემდეგ, ყველა გურულს და ყველა ქართველს, ყველას ექნება ევროპული პენსია, ევროპული ხელფასი - პაატა მანჯგალაძე

1 ოქტომბერი, 2024 , 12:20

სიღარიბე, უმუშევრობა და წასული ადამიანები, დაცლილი სოფლები, დაცლილი სკოლები, თხილის მაფია, აი, ეს არის ივანიშვილის 12-წლიანი მმართველობის შედეგი გურიაში, – ამის შესახებ „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“

ირაკლი კობახიძე ჩინეთს სახალხო რესპუბლიკის 75 წლის იუბილეს ულოცავს

1 ოქტომბერი, 2024 , 11:54

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ჩინეთს სახალხო რესპუბლიკის 75 წლის იუბილეს ულოცავს. მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ X-ში ხაზს უსვამს საქართველოსა და ჩინეთის სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელსაც თავისუფალი ვაჭრო

მთავრობამ, საზოგადოებამ, პარტნიორებმა სასამართლოს ნდობა უნდა გამოუცხადონ, როცა საქმე შეეხება „ნაცმოძრაობის“ აკრძალვას - შალვა პაპუაშვილი

1 ოქტომბერი, 2024 , 11:31

ამომრჩეველს დავპირდით, რომ 2024 წლის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, როგორც პოლიტიკური პარტიის აკრძალვის მიზნით, საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართავთ. დემოკრატიულ ქვეყნებში არსე