უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

5 ოქტომბერი, 2017 14:25
font-size

ოზურგეთის ბიუჯეტისთვის კოტე შარაშენიძე ხელმეორედ იბრძვის

„ქართული ოცნებიდან“ გარიცხული კოტე შარაშენიძე ოზურგეთის პირველი პირობისთვის კვლავ იბრძვის. მას ერთხელ ნამდვილად გაუმართლა, როდესაც საჭირო დროს საჭრო ადგილას მოხვდა. 2012 წელს ის „ქართული ოცნების“ ოზურგეთის ორგანიზაციის დამფუძნებელი გახდა და არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის გუნდის გამარჯვების შემდეგ, 2012 წელსვე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის სავარძელს 2 წლით დაეუფლა.

ოცნება აუხდა შარაშენიძეს. აუხდა იმიტომ, რომ მისი ფაქსიმილე ადგილობრივი ბიუჯეტის ჩეხვის ბასრ იარაღად იქცა. ჭრიდა და კერავდა ისე, როგორც მოისურვებდა და ეს ფინანსური მანიპულაციები, დაუსაბუთებელი, ყოველგვარი ფორმალური დოკუმენტაციის გარეშე გაწეული ხარჯები საბოლოოდ სახელმწიფო აუდიტის ყურადღების ქვეშ მოხვდა.

ამ უწყების დასკვნაში, გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, სისხლის სამართლის დანაშაული იკვეთება.

ბიუჯეტის ფულით კოტე შარაშენიძემ 145 000 ლარიანი გრეიდერი იყიდა, რომელიც შპს „ტექნოსერვისს“ გადაულოცა და მანამდე საბაზრო ღირებულებით მიღებულ მომსახურებაზე ბიუჯეტიდან უფრო ძვირად აძლევდა შეკვეთებს ბიუჯეტითვე ნაყიდ გრეიდერს. ეს ფაქტი მნიშვნელოვან ადგილს იკავებს სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში.

ასობით ათასი ლარის ზედმეტად გადახდილი ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის საჭირო მასალებში. მაგალითად: 30 ლარიანი ღორღი შარაშენიძეს 48 ლარად შეუძენია – ჯამურმა ულუფამ გამგებლის ჯიბეში 35 000 ლარი შეადგინა. მადა ჭამაში მოდის და – ამის შემდეგ 3 ლარიანი ქვიშა–ხრეშოვანი ნაზავი, თითო კუბური მეტრი, 27,37 ლარად იყიდა. აქ ჯიბის ფულიც გაიზარდა – 55 000 ლარი. შემდეგ მოჰყვა ამას 12 ლარიანი ასფალტის 16 ლარად დაგება; 1000 ლარიანი ბიტუმის 1500 ლარად შეძენა; 15 ლარიანი მეტალოკრამიტის 21 ლარად ყიდვა, 15 ლარიანი შიფერის – 20 ლარად... მხოლოდ ამ ჩამონათვალში ბიუჯეტმა ასობით ათასი ლარი იზარალა. თუმცა, მედალს ორი მხარე აქვს და, ზარალიც მეორე მხრიდან ხეირს ნიშნავს, ოღონდ გამგებლისთვის, და არა გადასახადების გადამხდელებისთვის.

ასეთ უპასუხიმგებლო და, შეიძლება ითქვას, დანაშაულებრივ გადაწყვეტილებებს გაფეოდალებული გამგებელი სხვადასხვა მეთოდით იღებდა და გაჰქონდა კიდეც. მაგალითად, „სახელმწიფო შესყიდვების გეგმაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განკარგულების დამტკიცების თაობაზე 2013 წლის 12 სექტემბრის სხდომაზე ისაუბრეს, რომელიც კოტე შარაშენიძიმ მხრიდან საკრებულოს დეპუტატებისადმი შეურაცხმყოფელი განცხადებების ფონზე დაიხურა. საკრებულოს წევრები ცდილობდნენ გაერკვიათ, რის საფუძველზე იხარჯებოდა სტიქიით მიყენებული ზარალის ასანაზღაურებლად გამოყოფილი თანხა. აქ მოულოდნელად გაცხადრა შარაშენიძე: „რა გინდა შენ, რას იჩხრიკები, საგადასახადოს ყოფილი კორუმპირებული უფროსი და ინსპექტორი ხარ, ინტრიგანი ხარ, ვიღაცა! ვის დაკარგვიხარ, შენ?! მიჩვეული ხარ დარეკვას და დაჭერას, კორუმპირებული ხარ, რა გინდა შენ?!“. გაბრაზებული შარაშენიძის დანახვისას დეპუტატმა კვერღელიძემ უცებ შეარბილა ტონი და დაწყნარდიო – ურჩია გამგებელს.

„დავწყნარდე კი არა, დაახვიე აქედან! კორუმპირებული ხარ, საგადასახადოს ყოფილი ინსპექტორი, რასაც აკეთებდი, ყველამ იცის!“, – არ ცხრებოდა შარაშენიძე.

სხდომა ჩაიშალა – ფული კი იქით წავიდა, საითაც შარაშენიძემ მიმართა.

ზოგადად, პოლიტიკურ ძაბრში შარაშენიძე საკმაოდ უცნაურად გაძვრა. 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდში, როგორც ცნობილი გახდა, ის არ იყო თავიდან ჩამოყალიბებული, რომელიც პარტიიდან იყრიდა კენჭს. თითქოს ქლართული ოცნების შტაბს ხელმძღვანელობდა, მაგრამ ამ დროს ფარულად ხვდებოდა ნაცმოძრაობას და მასთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს. ბოლოს გუმანმა არ უმტყუნა და ოცნებაში საფუძვლიანად გამაგრდა ისე, რომ ოზურგეთის გამგებლის თანამდებობაც გაინაღდა. მისი პოლიტიკური ორჭოფობა „ქართულ ოცნებაში“ კარგად შენიშნეს და შარაშენიძის გაგამგებლების შემდეგ ადგილობრივმა აქტივისტებმა საპროტესტო აქციაც მოაწყვეს მისი გადადგომის მოთხოვნით. ამის შემდეგ კოტე შარაშენიძე სახლში მიეჭრა „ოცნების“ აქტივისტს ნესტორ რამიშვილს და იარაღის კონდახი ჩაარტყა თავში. შემდეგ ეს არ აკმარა და ესროლა კიდეც. ამ ამბავზე სისხლის სამართლის პასუხიმგებლობამდე საქმე არ მისულა. რამიშვილშმა არ გაასაჩივრაო, ამბობენ.

ერთი კი ფაქტია – 2013 წლის 17 იანვარს „გურია ნიუსი“ წერდა, რომ ამ ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე 117–ე მუხლით აღიძრა. აქვე მოყვანილი აქვთ პროკურატურის კომენტარი, სადაც აცხადებენ, რომ გამგებლის თანამდებობიდან გადავისუფლების საკითხი იმ შემთხვევაში დადგება, თუ მისი ბრალეულობა დადგინდება. იგივე „გურია ნიუსის“ მიერ 27 იანვარს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე მალევე დაიხურა

შარაშენიძეს არც მედია დაუტოვებია „უყურადღებოდ“ – „გურიის მოამბის“ რედაქტორს ლადო მენაბდეს რედაქციის შენობის წართმევით დაემუქრა. ის რედაქტორს პირადადაც შეხვდა ამ საკითხზე სასაუბროდ, როდესაც მყარი გარანტია მისცა იმის, რომ ღია ცის ქვეშ დარჩებოდა.

არც „გურია ნიუსის“ ჟურნალისტი და რედაქცია გამორჩა შარაშენიძეს. გამოცემის ჟურნალისტს ჟანა მეგრელიშვილს მაშინდელმა გამგებელმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, უშვერი სიტყვებით აგინა. გამგებელი ჟურნალისტის კითხვებმა გააღიზიანა, რომლებიც სოფლის პროექტების დაფინანსებას ეხებოდა. ამ ჩანაწერს ინტერნეტ სივრცეშიც ნახავთ: https://www.youtube.com/watch?v=uz45n9L8eDk.

ამ უსაქციელობის გამო გამგებელმა მოგვიანებით ბოდიში კი მოიხადა, მაგრამ მისი დამოკიდებულება მედიის, და შესაბამისად, საზოგადოების მიმართ ამ ბოდიშით არ შეცვლილა.

ამ ყველაფრის და კიდევ ბევრი რამის შემდეგ დრო გავიდა – დღეს შარაშენიძე ისევ საარჩევნო მარათონშია. მისი უახლესი პოლიტიკური ისტორიიდან კარგად ჩანს, რომ „ქართული ოცნების“ ისტებლიშმენტის იმედი არ უნდა ჰქონდეს. ასეთ შემთხვევაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ნაცმოძრაობის ამომრჩევლის რაოდენობა საეჭვო უნდა იყოს მისი იმედებისთვის. ასე რომ, პოლიტიკური „ღამურა“ უახლოესი გარემოცვიდან, ან ძველ ნადავლგაყოფილი პარტნიორებიდან უნდა ელოდოს ხმებს, რაც ძალიან ცოტა უნდა იყოს ოზურგეთელების უმრავლესობის ინდერესების დასაძლევად.

საკვანძო სიტყვები:

მოვუწოდებ სამართალდამცავებს, გამოავლინონ მაქსიმალური მოთმინება, მესმის, რომ მარტივი არ არის ძალადობისა და შეურაცხყოფის რეაგირების გარეშე დატოვება - ირაკლი კობახიძე

1 მაისი, 2024 , 18:15

საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო და აქ უფლება მშვიდობიან შეკრებასა და გამოხატვაზე განუხრელად არის დაცული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრე

მჯერა ქართველი ხალხის, ის საქართველოს ევროპულ გზას დაიცავს - ევროპარლამენტარი

1 მაისი, 2024 , 16:15

ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე სოციალურ ქსელში წერს, რომ ბიძინა ივანიშვილმა თავისი ნამდვილი სახე აჩვენა და საქართველოს ევროპული მიმართულებისადმი მისი წინააღმდეგობა გამოააშკარავა. იუკნევიჩიანე აქციის დარბევის ვიდ

ძალადობა უნდა შეწყდეს - საქართველოში გერმანიის ელჩი

1 მაისი, 2024 , 15:39

საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი გამოეხმაურა 30 აპრილს - 1 მაისს თბილისში "აგენტების კანონის" საწინააღმდეგო პროტესტის მონაწილეების დარბევას. "ძალადობა უნდა შეწყდეს. ეს არასდროს არის გამოსავალი. გერ

ხელისუფლება შევიდა უმძიმეს და არასაჭირო პროცესში და ვფიქრობ, მას მოუწევს დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა - გიორგი კვირიკაშვილი

1 მაისი, 2024 , 15:27

ხელისუფლება შევიდა უმძიმეს და არასაჭირო პროცესში და ვფიქრობ, მას მოუწევს დიდი პოლიტიკური ფასის გადახდა, - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ქვეყანაში ბოლო დროს გან

ამ ურთულესი გამოწვევებისას ქართველ ხალხს ჩვენი ევროპელი პარტნიორებისა და მეგობრების მხარდაჭერა სჭირდება - პრეზიდენტი

1 მაისი, 2024 , 14:46

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირის სამეზობლო და გაფართოების საკითხებზე მოლაპარაკებების საკითხებში გენერალურ დირექტორთან გერტ იან კოპმანთან ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობა განიხილა და ა

„სამწუხარო რეალობაა, რომ ასე გამეტებით სცემეს ადამიანებს“ - ლევან ხაბეიშვილი პარლამენტში გიორგი ვაშაძემ ეტლით მიიყვანა

1 მაისი, 2024 , 12:31

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი პარლამენტში „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ეტლით მიიყვანა. „სამწუხარო რეალობაა, რომ დღეს ასეთ ფიზიკურ მდგომარეობაში ძალ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი