უკან

საზოგადოება

8 ივლისი, 2025 10:55
font-size

ივნისში წლიურმა ინფლაციამ 4.0% შეადგინა - ეროვნული ბანკი

ეროვნული ბანკის ცნობით, ივნისში წლიურმა ინფლაციამ 4.0% შეადგინა, ხოლო მაისთან შედარებით ფასები თითქმის იმავე დონეზე შენარჩუნდა.

საქართველოს ეროვნული ბანკის განმარტებით, ინფლაციაზე ზრდის მიმართულებით, მეტწილად სურსათის ფასები მოქმედებს, რაც, ერთი მხრივ, პურის გაძვირებას უკავშირდება. მეორე მხრივ, საერთაშორისო ბაზრებზე სასურსათო ნედლეულის ფასები წინა წელთან შედარებით მაღალ დონეზე ნარჩუნდება, რაც ადგილობრივ ბაზარსაც გადმოეცა. ამავდროულად, სურსათის ინფლაციას გარკვეულწილად საბაზო ეფექტიც განაპირობებს, რადგანაც გასულ წელს სურსათი ძირითადად დეფლაციური იყო.

ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკის განმარტებით, ინფლაციაზე შემცირების მიმართულებით საწვავის ფასების წლიური გაიაფება მოქმედებს, რაც საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასების ტენდენციიის ასახვაა.

აღსანიშნავია, რომ ირან-ისრაელის ომმა ნავთობის ფასები მხოლოდ მცირედით და ხანმოკლედ გაზარდა. ბოლო მონაცემებით, ნავთობის ფასი დაუახლოვდა ომამდელ ნიშნულს. საბაზო ინფლაციამ, რომელიც სამომხმარებლო კალათიდან მაღალი მერყეობით გამორჩეულ სურსათის, ენერგომატარებლების და სიგარეტის ფასებს გამორიცხავს, 2.2% შეადგინა.

„ივნისში, გასულ თვესთან შედარებით, სამომხმარებლო კალათაში მეტ-ნაკლებად გამოსარჩევი სურსათის ფასების სეზონური ცვლილებებია, მათ შორის კარტოფილის გაიაფება, 0.2 პროცენტულ პუნქტიანი წვლილით თვის ინფლაციაში. წლიურად, როგორც აღინიშნა, ინფლაციის მატებაზე ყველაზე მეტად სურსათის გაძვირება მოქმედებდა. სურსათი გასულ წლის ივნისთან შედარებით 9.9%-ით გაძვირდა. აქედან, პურის, ზეთის, კარტოფილისა და იმერული ყველის გაძვირებამ ინფლაცია ჯამში 1.6 პროცენტული პუნქტით გაზარდა. სხვა პროდუქტებიდან აღსანიშნავია ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფის 9.4%-იანი ინფლაცია, რამაც მთლიან ინფლაციაში 0.8 პროცენტული პუნქტი წვლილი შეიტანა. საწვავისა და ინტერნეტის გაიაფებამ ინფლაცია შესაბამისად 0.6 პპ და 0.4 პროცენტული პუნქტით შეამცირა“, – აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში.

ამასთან, ცენტრალური ბანკის ცნობით, ადგილობრივად და შერეულად წარმოებული პროდუქტების წლიურმა ინფლაციამ, შესაბამისად 5.2% და 7.2% შეადგინა. ეროვნული ბანკის ცნობით, ადგილობრივი ინფლაციის მატება ყველაზე მეტად პურის გაძვირებას უკავშირდება.

„მომსახურების ინფლაცია, რომელიც ადგილობრივის ძირითადი შემადგენელი ნაწილია, ბოლო თვეებია, სტაბილურია. ივნისში მომსახურების ინფლაცია 2.3%-ს გაუტოლდა. შერეული ინფლაციის მატება ყველაზე მეტად მზესუმზირის ზეთისა და კარტოფილის გაძვირებას უკავშირდება. იმპორტირებულ პროდუქტებში დიდწილად საწვავის წლიური გაიაფების გავლენით 2.0%- იანი დეფლაცია დაფიქსირდა“, – აღნიშნულია პუბლიკაციაში.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

4 ოქტომბერი, 2025 , 08:33

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ეკლესია ყოველთვის იყო და იქნება მშვიდობისა და ქრისტიანული ღირებულებების მხარდამჭერი და ემიჯნება "რადიკალურ მოწოდებებსა და ისეთ ქმედებებს, რამაც შეიძლება

საქართველოს ბანკში ევროპულ და ქართულ ბარათებს შორის მომენტალური გადარიცხვა უკვე ხელმისაწვდომია

3 ოქტომბერი, 2025 , 18:27

საქართველოს ბანკი სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებას განაგრძობს, ამ მიზნით, საქართველოს ბანკის მობილბანკის 8.8.0 ვერსიაში სხვა ბანკიდან მომენტალური გადარიცხვის  განახლებული ფუნქციონალი უკვე ხელმისაწვდომია

გალტ & თაგარტის ექსკლუზიური პარტნიორობით, გუდაური ლოჯმა $10 მილიონის სადებიუტო ობლიგაციები გამოუშვა

3 ოქტომბერი, 2025 , 16:18

შპს „გუდაური ლოჯმა“ გალტ & თაგარტის ექსკლუზიური პარტნიორობით 10 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის სადებიუტო ობლიგაციები წარმატებით გამოუშვა. ეს ნაბიჯი კომპანიის ფინანსური განვითარების მნიშვნელოვან ეტაპს წარმო

სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 4.8 პროცენტი შეადგინა - საქსტატი

3 ოქტომბერი, 2025 , 12:53

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.5 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.8 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნ

SOLO-ს და Mastercard-ის მხარდაჭერით, Oscar and the Wolf-ის ღონისძიება გაიმართება

3 ოქტომბერი, 2025 , 12:23

10 ოქტომბერს, 23:00 საათზე, SOLO-ს და Mastercard-ის მხარდაჭერით და Flitz Collective-ის ორგანიზებით, რესპუბლიკა ივენთ ჰოლში მუსიკალური პროექტი Oscar and the Wolf-ი გაიმართება. Oscar and the Wolf ეს არის Max Colombie-ს პრო

სარგებელი თქვენი ბიზნესისთვის - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია დაიწყო

2 ოქტომბერი, 2025 , 16:42

საქართველოს ბანკი მომხმარებელთა წახალისებასა და ციფრული სერვისების განვითარებას განაგრძობს. ამ მიზნით, იწყება ახალი კამპანია, რომლის ფარგლებში ბიზნეს მომხმარებლებს დამატებითი სარგებლის მიღების შესაძლებლობა აქვთ. კამპანიი