უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

17 ივლისი, 2018 16:40
font-size

ჟამი სიმართლისა - ვის უჭერს მხარს მსოფლიო, მშვიდობიან მოსახლეობას თუ ტერორს

ბოლო დღეებში ღაზას სექტორიდან ისრაელზე განხორციელებული სამხედრო იერიშების ფონზე, კიდევ უფრო გააქტიურდა ანტიისრაელური საინფორმაციო კამპანია, თითქოსდა ისრაელი უხეში ძალის გამოყენებით ებრძვის პალესტინის „მშვიდობიან“ მოსახლეობას, და რომ ისრაელში არაბები იტანჯებიან და მძვინვარებს აპარტეიდი. სინამდვილეში, ვითარება რადიკალურად განსხვავებულია და ისრაელს თითქმის ყოველდღიურად რაკეტების სახით უბრუნდება ის ჰუმანიტარული თუ ეკონომიკური მხარდაჭერა, რომელსაც მისგან პალესტინა, კერძოდ კი ღაზას სექტორი აგერ უკვე ათწლეულებია იღებს.

ისრაელის პარლამენტის (ქნესეთის) სამშვიდობო კომისიის მიწვეული წევრი, „ისრაელის სახლის“ დამფუძნებელი იციკ მოშე აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია მსოფლიომ იცოდეს სიმართლე ისრაელის სამშვიდობო პოლიტიკისა და იმ რეალობის შესახებ, რომელშიც ისრაელსა და რეგიონს ღაზას სექტორში ბაზირებული ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასი“ ამყოფებს.

იციკ მოშეს თქმით, არაბები არსად თავს ისე უკეთესად არ გრძნობენ, როგორც ისრაელში. ქვეყანაში ცხოვრობს 1,5 მლნ არაბი, რომელიც ყოველწლიურად ისრაელის ბიუჯეტიდან იღებს 5-დან 8 მილიარდამდე დოლარის სოციალურ დახმარებას. ეს თითქმის 2-ჯერ მეტი თანხაა, ვიდრე საქართველოს მთლიანი ბიუჯეტი. ისრაელელ არაბებს, როგორც სხვა თანამოქალაქეებს, აქვთ არჩევნებში მონაწილეობის უფლება, ქვეყნის პარლამენტში ჰყავთ წარმომადგენლები. ამასთან, ისრაელელი არაბების უმრავლესობა უარს ამბობს გადასახადების გადახდაზე, ნაწილი კი მხარს უჭერს „ჰამასს“. საშუალო არაბული ოჯახი ხარჯავს უფრო მეტს ელექტროენერგიაზე, წყალზე, კვებაზე, ჩაცმულობაზე და სიგარეტზე, ვიდრე ისრაელელი. ისრაელი არის, აგრეთვე, ყველაზე მიმზიდველი ადგილი რეგიონის არაბი ლტოლვილებისთვის. ისინი უარს ამბობენ სხვა არაბულ ქვეყნებში თავშესაფარზე და სურთ ისრაელში შემოსვლა. ისრაელი კი ერთადერთი ადგილია, საიდანაც არაბები არ გარბიან.

ისრაელის სამშვიდობო პოლიტიკის ნაწილია ღაზას სექტორის დახმარება. იმის მიუხედავად, რომ ამ არაბული ანკლავიდან ისრაელი ყოველდღე იბომბება, ღაზას ელექტროენერგიას, წყალსა და მედიკამენტებს აწვდის ისრაელი. პარადოქსია, მაგრამ ფაქტია, ღაზას სექტორიდან არაბებმა ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობას დაუშინეს 10 000-ზე მეტი რაკეტა, გადაწვეს სასოფლო-სამეურნეო სავარგულები, ისრაელი თავს იკავებს საპასუხო იერიშისგან იმის გამო, რომ არაბი ბავშვები არ დაზარალდნენ.

იციკ მოშე აღნიშნავს, რომ ღაზას სექტორის მოსახლეობა მძიმე პრობლემებშია ჩაფლული და ეს ისევ და ისევ იქაური მმართველი ტერორისტული დაჯგუფების წყალობით. ამ პრობლემების გადაჭრა შესაძლებელია მხოლოდ მშვიდობიან გარემოში, ისრაელის დახმარებით. ისრაელი იყო და რჩება ერთადერთ ადგილად, სადაც თვით ღაზას სექტორის არაბები იღებდნენ ღირსეულ სამუშაოს, სამედიცინო მომსახურებას და სხვ. მასობრივი ტერორის დაწყებამდე კი, ისრაელში ღაზას სექტორიდან 200,000-ზე მეტი არაბი იყო დასაქმებული.

„ისრაელის სახლის“ დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ ღაზას სექტორში ვითარება მოგვარდება იმ შემთხვევაში, თუ არ ეყოლებათ ტერორისტული მთავრობა, თავიანთი პრობლემების მიზეზებს მოძებნიან თავიანთ თავში და ხელს არ გაიშვერენ ისრაელისკენ; მსოფლიოდან და ისრაელიდან მიღებულ დახმარებასა და მხარდაჭერას გამოიყენებენ განვითარებისკენ.

ღაზას სექტორიდან ტერორზე ისრაელის რეაქციასთან დაკავშირებით, იციკ მოშე აცხადებს, რომ ერთმანეთს ნამდვილად ხელს არ უშლის ტერორზე მკაცრი პასუხი და საერთაშორისო საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდება, ჰასბარას კამპანია. ეს ისრაელს წარმოაჩენს, როგორც, ერთი მხრივ, სათანადო სიმაღლეზე მყოფ სახელმწიფოს, და მეორე მხრივ, ხაზს უსვამს მის კანონიერ უფლებას საკუთარ მიწაზე.

ვის უჭერს მხარს მსოფლიო, მშვიდობიან მოსახლეობას თუ ტერორს? - კითხულობს „ისრაელის სახლის“ დამფუძნებელი და იხსენებს მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას 6 მილიონი ებრაელის მკვლელობას. „მოკლეს 6 მილიონი მეცნიერი, მსოფლიოს მოუსპეს ნაღები საზოგადოება, დიდი კულტურული მემკვიდრეობით. სამაგიეროდ მიიღეს 20 მილიონი მუსლიმანი. არ ვარ მუსლიმების წინააღმდეგი, მაგრამ სასურველი იყო ევროპას და აშშ-ს მათ ბედზე მათივე ქვეყნებში, არაბულ სამყაროში ეზრუნათ. ახლაც იმავე შეცდომას იმეორებენ, როდესაც გარკვეული ძალები მხარს არ უჭერენ ისრაელს ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. ამ გზით მათ თავიანთ ქვეყნებში შესაძლოა „ჰამასიც“ კი მიიღონ“, - აცხადებს იციკ მოშე.

პირობას გაძლევთ, რომ მე თვითონ აქტიურად მივადევნებ თავლყურს - თამარ ჩუგოშვილი „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე

22 სექტემბერი, 2018 , 17:15

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა პირობა დადო, რომ „ომეგა ჯგუფისა“ და ტელეკომპანია „იბერიას“ საქმეს უფრო დეტალურად გაეცნობა. „ცალსახად უნდა დაიკითხონ, ცალსახად, გ

ხუთივე ფირზე დაიწყოს გამოძიება - გრიგოლ ვაშაძე „ომეგას“ საქმეზე

22 სექტემბერი, 2018 , 16:35

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ მოითხოვა თბილისის პროკურატურისგან, რომ „ომეგა ჯგუფისა“ და „იბერია ტვ“-ის საქმეზე გამოქვეყნებულ ხუთივე ჩ

7% ვის მიჰქონდა, ვინ იყვნენ ეს ბიჭები? - გიორგი ფანცულაია “ომეგა ჯგუფის” საქმეზე

22 სექტემბერი, 2018 , 15:55

„ომეგა ჯგუფისა“ და ტელეკომპანია „იბერიას“ ადვოკატის გიორგი ფანცულაიას განცხადებით, ინფორმაციას თბილისის პროკურატურის მიერ მიმდინარე გამოძიებაზე „ომეგა ჯგუფის“ მხარე მიიღებს მას შემდეგ,

გაერო-ს ტრიბუნას გამოვიყენებთ საქართველოს პრობლემატიკის და ქვეყნის განვითარების ხედვების წარმოსაჩენად - დავით ზალკალიანი

22 სექტემბერი, 2018 , 14:30

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, გაერო-ს გენერალური ასაბლეის 73-ე სესიაზე საქართველოს მთავრობის მეთაურის გამოსვლაში ყურადღება გამახვილდება საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პრობლემატი

სურთ გადაიტანონ პარლამენტი, რაც თბილისში საცობების და ხალხის გაღიზიანების მეტს არაფერს გამოიწვევს - გრიგოლ ვაშაძე

22 სექტემბერი, 2018 , 13:40

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ მხარდამჭერებთან ერთად პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადატანა გააპროტესტა. „დღეს, გაერთიანებულ ოპოზიციას აქვს პატივი, იდ

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ევროპის საბჭოს დელეგაციას შეხვდა

22 სექტემბერი, 2018 , 13:40

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია ევროპის საბჭოს წამებისა და არაადამიანური, ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა, თუ დასჯის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის დელეგაციას შეხვდა, რომელმაც საქართველოში თავისუფლების შეზღუდ

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`