პოლიტიკა


კახა კახიშვილი სტრასბურგში ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს შეხვდება
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი, სამინისტროს დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით, საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში გაემგზავრა.
ვიზიტის ფარგლებში, კახა კახიშვილი ხვალ ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან ტორბიონ იაგლანდთან, წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის საწინააღმდეგო ევროპული კომიტეტის (CPT) გენერალურ მდივანთან იერუნ სხოკენბრუკთან. გარდა ამისა, მინისტრი ევროპის საბჭოს დანაშაულის წინააღმდეგ მოქმედებისა და საზოგადოების ინფორმირებულობის დირექტორატის ხელმძღვანელს ჟან კლისენს და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს ნილს მუიჟნიეკს შეხვდება. კახა კახიშვილი ევროსაბჭოს გენერალურ მდივანსა და წარმომადგენლებს საქართველოს სასჯელაღსრულების სფეროში გატარებულ რეფორმებზე მიაწვდის ინფორმაციას და სამომავლო გეგმებს გააცნობს.
სტრასბურგში ვიზიტის მიზანია ევროსაბჭოს ინსტიტუტებთან ურთიერთობების განვითარება და საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში თანამშრომლობის გაღრმავება. ევროპული სტანდარტების შესაბამისი პენიტენციური სისტემის ჩამოყალიბება საქართველოს სასჯელაღსრულების სფეროს რეფორმის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა. შესაბამისად, რეფორმების განხორციელებისა და სიახლეების დანერგვის პროცესში, სამინისტრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს პარტნიორი ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების გამოცდილებისა და რეკომენდაცების გაზიარებას.
საკვანძო სიტყვები:
მამუკა ხაზარაძემ და გიორგი გახარიამ შეხვედრა გამართეს
26 სექტემბერი, 2025 , 18:57

„გერმანიამ უნდა აიღოს ინიციატივა, რომ საქართველო გადარჩეს როგორც სახელმწიფო“ - თინა ბოკუჩავამ და ლევან სანიკიძემ ბუნდესტაგში შეხვედრები გამართეს
26 სექტემბერი, 2025 , 12:27
პირველად ისტორიაში, სიღარიბის მაჩვენებელმა 9.4% შეადგინა, გამოწვევები რჩება, მაგრამ არსებული ტემპებით შეგვიძლია, ვისაუბროთ საშუალოვადიან პერსპექტივაში მთლიანად აღმოფხვრაზე - ირაკლი კობახიძე
26 სექტემბერი, 2025 , 12:17

ლარის კურსის სტაბილურობის კუთხით იყო უარყოფითი პროგნოზები, თუმცა იანვრის შემდეგ ლარის კურსი 15 თეთრით არის გამყარებული დოლართან მიმართებით - ირაკლი კობახიძე
26 სექტემბერი, 2025 , 12:14
აშშ-ის პრეზიდენტს განვუცხადე, რომ დროა, ჩვენი ურთიერთობა ახალი ფურცლიდან დაიწყოს, რაზეც მიპასუხა, რომ მიხედავს ამ საკითხს და დამიკავშირდება - მიხეილ ყაველაშვილი
26 სექტემბერი, 2025 , 12:11
ვაფრთხილებ ყველას, 4 ოქტომბერს ძალადობის ერთი ფაქტიც თუ იქნება, პასუხისმგებლობა გაზიარებული ექნება ევროკავშირის იმ ინსტიტუტების წარმომადგენლებს, რომლებიც ასე იხუტებენ გულში ამ მოძალადეებს - შალვა პაპუაშვილი
25 სექტემბერი, 2025 , 15:27