უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

16 მაისი, 2024 12:32
font-size

კახა კალაძემ ახალგაზრდებს მიმართა: არ დაუჯეროთ, უცხოეთიდან რას გეტყვიან, მათ თავიანთი ინტერესი აქვთ, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესი

თბილისის მერმა, კახა კალაძემ ახალგაზრდებს, რომლებიც საპროტესტო აქციებში მონაწილეობენ, მიმართა, კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ და არავინ შეძლოს მათი შეცდომაში შეყვანა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, ევროინტეგრაციის გზაზე სწორედ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები.

ამასთან, კალაძემ განაცხადა, რომ ამერიკაში, არც ევროპულ ქვეყნებში პოლიტიკოსებს არ ირჩევენ იმისთვის, რომ გაატაროს უცხო ქვეყნის ინტერესი, არამედ ირჩევენ, რათა, პირველ რიგში, დაიცვას თავისი ქვეყნის ინტერესი.

„როგორ შეიძლება, ჩვენ გვინდოდეს რუსეთი, როგორ შეიძლება, მე მინდოდეს რუსეთი, როდესაც ჩვენი ხელმძღვანელობით კონსტიტუციაში ჩაიწერა ევროინტეგრაციის გზა და ქვეყნის ევროპული მომავალი?! როგორ შეიძლება, მინდოდეს რუსეთი, როდესაც ჩვენი უშუალო მონაწილეობით მოხდა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა?! როგორ შეიძლება, მინდოდეს რუსეთი, როდესაც ჩვენი უშუალო ჩართულობით მოხდა უვიზო მიმოსვლა, ვიზალიბერალიზაცია, როგორ შეიძლება, მინდოდეს რუსეთი, როცა ჩვენი უშუალო ჩართულობით მოხდა შეთანხმება თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებით, როგორ შეიძლება, მე მინდოდეს რუსეთი, როდესაც გამოვიბრძოლეთ და ყველაფერი გავაკეთეთ, რათა ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიეღო?! ამიტომ, მინდა, ვთხოვო ახალგაზრდებს, რომ კიდევ ერთხელ დაფიქრდით, მეგობრებო. მოვისმინე ახალგაზრდების განცხადება, აი, უცხოელებმა თქვეს,უცხოელებმა გააკეთეს განცხადებები. მერწმუნეთ, ადამიანურად და გულწრფელად გეუბნებით, არც ამერიკაში, არც ევროპულ ქვეყნებში პოლიტიკოსებს არ ირჩევენ იმისთვის, რომ ის გაატარებს უცხო ქვეყნის ინტერესს. მას ირჩევენ იმისთვის, რომ, პირველ რიგში, დაიცვას თავისი ქვეყნის ინტერესი, არ ირჩევენ იმისთვის, რომ საგარეო მიმართულებით გაატარებს სხვა ქვეყნის ინტერესს და არა – თავისი ქვეყნის ინტერესს. დაფიქრდით, ადამიანურად, მეგობრულად გთხოვთ ყველას.

ჩვენი არაფერი გვაქვს დასაპირისპირებელი. შეუძლებელია, ჩვენ ვიყოთ მხარეები და ვუპირისპირდებოდეთ ერთმანეთს, რადგან მთავარი სულისკვეთება, რაც არის ევროპული მომავალი, არის საერთო. და თუკი რაიმე წარმატებას მივაღწიეთ ამ გზაზე, ეს მოხდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, ჩვენი უშუალო ჩართულობით და მონაწილეობით. რა თქმა უნდა, ამ ქვეყნის ინტერესს უცხოელი ვერ გაატარებს. ჩვენს ქვეყანას უნდა მივხედოთ ჩვენ. თქვენს საკუთარ ოჯახს ვინ უფრო მოუვლის, თავად თქვენ თუ ვიღაც უცხო ადამიანი? ეს ქვეყანა იგივე ოჯახია და, პირველ რიგში, ჩვენ უნდა მოვუაროთ, ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი სუვერენიტეტი, ჩვენი სახელმწიფოებრიობა, ვერავინ უნდა შეძლოს ჩვენი სახელმწიფოს რყევა, ვერავინ უნდა შეძლოს ყოველ წელს რევოლუციების მოწყობის მცდელობა. ეს არ არის მეგობრობა, პარტნიორობა, როდესაც ერთი ხელით რაღაც კარგ პროექტებს გვიფინანსებენ – და ამაზე მადლობის მეტი რა გვეთქმის, როგორ შეიძლება, ამაზე ადამიანმა თქვას უარი – მეორე ხელით, რომელიც არ ჩანს და დაფარულია, „შავი ფულით“ ხდება რევოლუციების დაფინანსება, ექსტრემისტული ორგანიზაციების დაფინანსება. როდესაც კუთხეში აყენებ და ეკითხები, ეს რატომ დააფინანსე, 2020 წელს რატომ დააფინანსე არჩევნების პარალელური დათვლების გაყალბება, რატომ დააფინანსე რევოლუციური ტრენინგები, როდესაც თუ არ ვცდები, სერბი მოქალაქეები იყვნენ ჩამოსული, როდესაც სათქმელი არ აქვთ, გამოდიან და გვეუბნებიან, იცით, ჩვენ დავაფინანსეთ მძიმე სენით დაავადებული ბავშვების მშობლების ტრენინგი. აი, ზუსტად ეს უხერხულობები რომ იყოს აცილებული თავიდან, ამიტომ არის მნიშვნელოვანი გამჭვირვალობა, ამიტომაა მნიშვნელოვანი უცხოეთიდან შემოსული თანხები, რომლითაც ფინანსდება არასამთავრობო სექტორი, იყოს გამჭვირვალე, საზოგადოებამ იცოდეს, რომელი კონკრეტული პროექტი იქნა ამა თუ იმ ორგანიზაციის მხრიდან დაფინანსებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძის განმარტებით, შეუძლებელია, გამჭვირვალობა ეწინააღმდეგებოდეს ევროპას და ევროპულ მომავალს.

„რაიმე არგუმენტი თუ გაქვთ, თუ არსებობს რაიმე არგუმენტი, გვითხარით, აქ ვართ, მზად ვართ პარტნიორობისთვის, მეგობრობისთვის, ურთიერთობისთვის, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ცალმხრივი, ეს არ არის სწორი დამოკიდებულება. მინდა, კიდევ ერთხელ ვუთხრა ახალგაზრდებს, რომ არ დაუჯეროთ არავის, თქვენ გაქვთ იმის ინტელექტიც, შესაძლებლობაც, რომ თავად წაიკითხოთ აღნიშნული კანონპროექტი, სხვა ქვეყნებში მიღებული კანონპროექტები და გააკეთოთ მარტივი შედარება. არ დაუჯეროთ, უცხოეთიდან რას გეტყვიან, მათ თავიანთი ინტერესი აქვთ, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესი, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა და სუვერენიტეტი. ზუსტად ამისთვის იბრძოლეს ჩვენმა წინაპრებმა, ჩვენმა წინა თაობებმა და ერთხელ მოპოვებულ დამოუკიდებლობას სჭირდება განმტკიცება, ბრძოლა ყოველთვის საჭიროა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. მინდა, წარმატებები ვუსურვო ჩემს ქვეყანას და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი ძალიან მაგრად იქნება. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე ყველაფერი გახდება ნათელი. მე არ ვსაუბრობ რადიკალებზე, ექსტრემისტული და რევოლუციური დაჯგუფებების წარმომადგენლებზე, არამედ იქ არის ახალგაზრდობა, რომელიც არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ მიეკუთვნება, ეს ადამიანები ძალიან მნალე მიხვდებიან, რომ ის, რასაც ვსაუბრობდით, იყო სიმართლე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კეზერაშვილს აქვს მიღებული გარანტიები იმის სანაცვლოდ, რომ უნდა დახარჯოს ფული კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ საქართველოში, რაც არის საკმაოდ შემაშფოთებელი მოვლენა - ირაკლი კობახიძე

26 ივლისი, 2024 , 14:45

კეზერაშვილს აქვს მიღებული გარანტიები იმის სანაცვლოდ, რომ უნდა დახარჯოს ფული კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ საქართველოში, რაც არის შემაშფოთებელი მოვლენა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ

„ქართული ოცნების“ გამარჯვებასთან დაკავშირებით არანაირი „თუ“ არ არსებობს - შალვა პაპუაშვილი

26 ივლისი, 2024 , 14:12

არანაირი „თუ“ „ქართული ოცნების“ გამარჯვებასთან დაკავშირებით არ არსებობს. ერთადერთი კითხვა არის, რამდენად დიდი იქნება ის გამარჯვება, რომელსაც „ქართული ოცნება“ მოიპოვებს, – ამის შე

ჩვენ, დიახაც, ვაპირებთ, რომ ვაჭრობა გავაგრძელოთ რუსეთთან, ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ რუსულ ეკონომიკაზე დამოკიდებული არ იყოს ჩვენი ეკონომიკა - გიორგი ვაშაძე

26 ივლისი, 2024 , 14:04

საქართველო იქნება ევროკავშირის წევრი, საქართველოს ექნება რუსეთთან ვაჭრობა, ოღონდ სამჯერ მეტს გავყიდით ჩვენ და არა  – რუსეთი. ეს არის ჩემი პირდაპირი მიზანი, – - ამის შესახებ პლატფორმა „ერთიანობის&ld

ჩვენ ხომ ეჭვი არ გვეპარება, რომ როგორც კი ოპოზიცია მოვა ხელისუფლებაში, მეორე დღესვე, მათივე სიტყვებია, დააწესებენ სანქციებს, შემოიღებენ სავიზო რეჟიმს, აკრძალავენ პირდაპირ ფრენებს - შალვა პაპუაშვილი

26 ივლისი, 2024 , 13:52

საქართველოს ხელისუფლება თუ ამ თავქარიან შემოთავაზებებს აჰყვებოდა, რომელიც 2022 წლის თებერვალ-მარტში ძალიან უხვად იყო უცხოელი აქტორების მხრიდან, დღეს Fitch-ის რეიტინგში საქართველო იქნებოდა ეკონომიკური კოლაფსის ნეგატიური რ

იყო პირდაპირი ძალისხმევა, რათა საქართველო ჩართულიყო სამხედრო კონფლიქტში, საქართველოში გახსნილიყო მეორე ფრონტი, რაც ჩვენ არ გავაკეთეთ -ირაკლი კობახიძე

26 ივლისი, 2024 , 13:37

იყო პირდაპირი ძალისხმევა, რათა საქართველო ჩართულიყო სამხედრო კონფლიქტში, საქართველოში გახსნილიყო მეორე ფრონტი, რაც ჩვენ არ გავაკეთეთ და ამის გამო კონკრეტული ძალები არიან გაღიზიანებული, თუმცა ჩვენ ბოლომდე უნდა დავდგეთ ჩვე

საქართველო, კორუმპირებული ივანიშვილისგან დაიბრუნე შენი ქვეყანა - ადამ კინზინგერი

26 ივლისი, 2024 , 12:02

აშშ-ის კონგრესის ყოფილი წევრი რესპუბლიკური პარტიიდან, ადამ კინზინგერი საქართველოს მოსახლეობას მოუწოდებს, დაამარცხოს „ქართული ოცნება“ და დაიბრუნოს ქვეყანა კორუმპირებული ბიძინა ივანიშვილისგან "ქართული ოცნების"

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი