უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

8 დეკემბერი, 2017 14:30
font-size

კალაძის საქმიანობა ამ პოზიციაზე თვითმმართველობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი იქნება - გიორგი ტყემალაძე

თბილისში "საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის " VI ეროვნული ასამბლეა გაიმართა.

ასამბლეაზე ასოციაციის ახალ პრეზიდენტი აირჩიეს. მომდევნო სამი წლის განმავლობაში "NALAG"-ს თბილისის მერი კახა კალაძე უხელმძღვანელებს.

დღესვე საქართველოს ყველა თვითმმართველი ერთეულიდან ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრებიც დაამტკიცეს. ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრებად თბილისიდან დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, საკრებულოს დეპუტატები თამარ ტალიაშვილი და ირაკლი ნადირაძე აირჩიეს.

როგორც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, ეროვნული თვითმმართველობის ასოციაცია ქვეყნის თვითმმართველობებს აერთიანებს, რომელიც ევროსაბჭოს თვითმმართველობის კონგრესის მთავარი პარტნიორია. გიორგი ტყემალაძის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ასოციაციის პრეზიდენტად სწორედ კახა კალაძე აირჩიეს.

"დარწმუნებული ვარ, რომ მისი საქმიანობა ამ პოზიციაზე იქნება წარმატებული, რაც თავის მხრივ იქნება თვითმმართველობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი მიმართულება. მინდა, მივულოცო ბატონ კახას პრეზიდენტად არჩევა და ვუსურვო წარმატება აღნიშნულ საქმიანობაში" - განაცხადა ტყემალაძემ.

"საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის" მიზანი ქვეყანაში ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემის სრულყოფა, დემოკრატიის განვითარება და სახელმწიფო ძალაუფლების დეცენტრალიზაციაა.

პრემიერი ოპოზიციაზე - არჩევნებამდე დარჩენილია 2 კვირა, ამ დროს, ზოგი ამერიკაშია, ზოგი ბრიუსელშია, ზოგი ბერლინშია, როდესაც ორიენტირებული ხარ არა საკუთარ ხალხზე, არამედ ვიღაც ჩინოვნიკებზე ამა თუ იმ დედაქალაქში, ყველა არჩევნებს და ყველანაირ ქუჩას წააგებ

18 სექტემბერი, 2025 , 19:49

არჩევნებამდე დარჩენილია 2 კვირა, ამ დროს, ზოგი ამერიკაშია, ზოგი ბრიუსელშია, ზოგი ბერლინშია, -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ოპოზიციის წარმომადგენლების საზღვარგარეთ ვიზიტებ

ირაკლი კობახიძე ელენე ხოშტარიაზე - თვითდაზიანება არის პოლიტიკაში ისევე, როგორც ციხეში, მიღებული პრაქტიკა, მათ შორის შიმშილობის სახით, სხვადასხვა ფორმით და მათ აირჩიეს კიდევ ერთი ფორმა თვითდაზიანების, ეს არის თვითდაპატიმრება

18 სექტემბერი, 2025 , 19:44

თვითდაზიანება არის პოლიტიკაში ისევე, როგორც ციხეში, მიღებული პრაქტიკა, მათ შორის შიმშილობის სახით, სხვადასხვა ფორმით და მათ აირჩიეს კიდევ ერთი ფორმა თვითდაზიანების, ეს არის თვითდაპატიმრება, - ამის შესახებ საქართველოს პრე

ჯო უილსონი, „ნაცმოძრაობა“ ორივე ერთი ხაზია, ისინი არიან „დიფ სთეითის“ აგენტები, მათი ერთმანეთთან შეხვედრა არის შიდაპარტიული შეხვედრა და ჩვენთვის ეს ვერ იქნება საინტერესო - ირაკლი კობახიძე

18 სექტემბერი, 2025 , 19:30

ჯო უილსონი, „ნაცმოძრაობა“ ორივე ერთი ხაზია, ისინი არიან „დიფ სთეითის“ აგენტები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც მთავრობის მეთაურმ

საუბარია უზარმაზარ თანხებზე და საინტერესოა, ვინ იყო ამ ყველაფერში ჩართული, რა იყო ამის უკან მოტივი, ბოლომდე უნდა ჩაყვეს ყველა სამართალდამცავი უწყება ამ საქმეს - ირაკლი კობახიძე

17 სექტემბერი, 2025 , 19:30

საუბარია უზარმაზარ თანხებზე და საინტერესოა, ვინ იყო ამ ყველაფერში ჩართული, რა იყო ამის უკან მოტივი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ფულის გათ

ჩემთვის ლევან ხაბეიშვილი არის ანიტა, მას შემდეგ რაც უწყისიდან ამოვიკითხე ეს სახელი, გვითხრეს, რომ „ნაცმოძრაობიდან“ გამოჰქონდა ინფორმაცია და ამით გაამართლეს თანხის მიცემა, თუმცა ჩვენთვის ეს ყველაფერი მიუღებელი აღმოჩნდა - ირაკლი კობახიძე

17 სექტემბერი, 2025 , 19:27

ჩემთვის ლევან ხაბეიშვილი არის ანიტა, მას შემდეგ რაც უწყისიდან ამოვიკითხე ეს სახელი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.  როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ის არაოფი

გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ბოკერია და ბარამიძე ბრიტანეთის საელჩოში იმყოფებოდნენ და ალბათ დირექტივებს იღებდნენ თავიანთი პატრონებისგან - კახა კალაძე

17 სექტემბერი, 2025 , 12:35

გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ბოკერია და ბარამიძე ბრიტანეთის საელჩოში იმყოფებოდნენ და ალბათ დირექტივებს იღებდნენ თავიანთი პატრონებისგან, – ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ოპოზიციის წარმომადგენლების, გია ბარ