უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

20 თებერვალი, 2025 11:45
font-size

კასპის მერიამ ცნობილი ლოტბარი ბელა კობიაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლა

კასპის მერიამ ქალაქის კოლორიტი, ლოტბარი ბელა კობიაშვილი სამსახურიდან გაათავისუფლა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი შვილიშვილი, თათია ბროლაძე ავრცელებს.

თათია ბროლაძე, რომელიც გახარიას გუნდის წევრია, აღნიშნავს, რომ ბებია, სწორედ, შვილიშვილის პოლიტიკური შეხედულების გამო გაუშვეს სამსახურიდან.

,,ჩემი პოლიტიკური აქტივობა ვალდებულს მხდის, არა მხოლოდ ბებიაჩემის, არამედ ყველა ჩაგრულის, სიმართლისათვის დევნილის უფლებებისთვის ვიბრძოლო! ვის შეაშინებთ და ვის დააშინებთ!

ბრძოლა იქნება ბოლომდე და გპირდებით, რომ ისე დასრულდებით, სამარვხვინო ლაქად დარჩებით კაცობრიობის წინაშე!'' - მიმართავს თათია ბროლაძე კასპის მერს ვახტანგ მაისურაძეს და მის გუნდს.

ბელა კობიაშვილი ბოლო დრომდე სახელოვნებო სკოლების გაერთიანებაში მუშაობდა. წლების განმავლობაში კასპის კულტურის სახლის ხელმძღვანელი იყო, სათავეში ედგა მოსწავლეთა გუნდებს და ორგანიზებას უწევდა კულტურულ ღონისძიებებს.

ბელა კობიაშვილის განთავისუფლების შესახებ კასპის მერიას განმარტება ჯერ არ გაუკეთებია.

ქართლის ამბები

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

4 ოქტომბერი, 2025 , 08:33

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ეკლესია ყოველთვის იყო და იქნება მშვიდობისა და ქრისტიანული ღირებულებების მხარდამჭერი და ემიჯნება "რადიკალურ მოწოდებებსა და ისეთ ქმედებებს, რამაც შეიძლება

საქართველოს ბანკში ევროპულ და ქართულ ბარათებს შორის მომენტალური გადარიცხვა უკვე ხელმისაწვდომია

3 ოქტომბერი, 2025 , 18:27

საქართველოს ბანკი სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებას განაგრძობს, ამ მიზნით, საქართველოს ბანკის მობილბანკის 8.8.0 ვერსიაში სხვა ბანკიდან მომენტალური გადარიცხვის  განახლებული ფუნქციონალი უკვე ხელმისაწვდომია

გალტ & თაგარტის ექსკლუზიური პარტნიორობით, გუდაური ლოჯმა $10 მილიონის სადებიუტო ობლიგაციები გამოუშვა

3 ოქტომბერი, 2025 , 16:18

შპს „გუდაური ლოჯმა“ გალტ & თაგარტის ექსკლუზიური პარტნიორობით 10 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის სადებიუტო ობლიგაციები წარმატებით გამოუშვა. ეს ნაბიჯი კომპანიის ფინანსური განვითარების მნიშვნელოვან ეტაპს წარმო

სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 4.8 პროცენტი შეადგინა - საქსტატი

3 ოქტომბერი, 2025 , 12:53

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.5 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.8 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნ

SOLO-ს და Mastercard-ის მხარდაჭერით, Oscar and the Wolf-ის ღონისძიება გაიმართება

3 ოქტომბერი, 2025 , 12:23

10 ოქტომბერს, 23:00 საათზე, SOLO-ს და Mastercard-ის მხარდაჭერით და Flitz Collective-ის ორგანიზებით, რესპუბლიკა ივენთ ჰოლში მუსიკალური პროექტი Oscar and the Wolf-ი გაიმართება. Oscar and the Wolf ეს არის Max Colombie-ს პრო

სარგებელი თქვენი ბიზნესისთვის - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია დაიწყო

2 ოქტომბერი, 2025 , 16:42

საქართველოს ბანკი მომხმარებელთა წახალისებასა და ციფრული სერვისების განვითარებას განაგრძობს. ამ მიზნით, იწყება ახალი კამპანია, რომლის ფარგლებში ბიზნეს მომხმარებლებს დამატებითი სარგებლის მიღების შესაძლებლობა აქვთ. კამპანიი