უახლესი ამბები
- 22.09.2025 14:18დაპირება 200 ათას დოლარს ჯილდოს სახით გადაცემასთან დაკავშირებით გდდ-ს თანამშრომლების მიმართ, ძალაშია - თათია ნიკოლაშვილი
- 22.09.2025 13:42შეკრებამ არ უნდა მიიღოს კანონსაწინააღმდეგო ხასიათი - წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლება ამაში ჩაერევა - თენგიზ შარმანაშვილი
- 22.09.2025 13:15ჟინი ყველა ამოცანას ამოხსნის - დარეგისტრირდი საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM სკოლაში
- 22.09.2025 13:08ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან ერთჯერადი გამოყენების პლასტიკის მოხმარების რეგულირების საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა
- 22.09.2025 12:57პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია ორი პირი
- 22.09.2025 12:43ისტორიული ძეგლების განახლება არის დედაქალაქის მერიის პროგრამის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი, ეროვნული სასახლის რეაბილიტაციაც ამ პროგრამის გაგრძელებაა - ირაკლი კობახიძე
- 22.09.2025 12:29საქართველოს ბანკმა Global Finance-ისგან ყველაზე ინოვაციური ციფრული ბანკის ჯილდო მიიღო
- 22.09.2025 09:00დღის კალენდარი _ 22 სექტემბერი
არქივი
კომენტარი


კატეგორიულად მიუღებელია სიცრუის პროპაგანდა, რომელსაც ჩვენი ოპონენტები აწარმოებენ - კახა კალაძე
დედაქალაქის მერი კახა კალაძე რუსთაველის გამზირზე აქციის ჩატარების საკითხს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თბილისის მერიას ზაზა სარალიძისთვის კარვის დადგმა არ აუკრძალავს.
როგორც კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერიამ კანონის ფარგლებში იმოქმედა და შემდგომში ყველა დოკუმენტი გაასაჯაროვა, რათა საზოგადოება სწორად ინფორმირებული ყოფილიყო.
„მინდა კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო, უკანასკნელ დღეებში თბილისის მუნიციპალიტეტის, მისი თანამშრომლებისა და პირადად ჩემს წინააღმდეგ წარმოებულ სრულიად უტიფარ, ცილისმწამებლურ პროპაგანდას, თითქოს თბილისის მერიამ, ზაზა სარალიძეს რუსთაველის გამზირზე პროტესტის გამოხატვის უფლება შეუზღუდა. ვიმეორებ, რომ ეს ძალიან დიდი ტყუილია. ამასთან დაკავშირებით, რამდენიმე დღის წინ ყველა მიმოწერა გავასაჯაროვეთ. პირველი - ნოემბრის დასაწყისში, ზაზა სარალიძემ მოგვმართა წერილით, რომ ჰქონდა სურვილი, აქციები 31 დეკემბრამდე გაეგრძელებინა.
მუნიციპალიტეტის მხრიდან წერილს შესაბამისი რეაგირება მოჰყვა. ჩვენი კანონიერი ვალდებულება იყო, რომ პასუხი სამი დღის განმავლობაში გაგვეცა. რადგანაც, დედაქალაქის მერიას 15 დეკემბრიდან თვის ბოლომდე საახალწლო ღონისძიებები აქვს დაგეგმილი, ამის გამო, ვალდებული ვიყავით, პასუხი გაგვეცა, რაც წერილობით ასახული იყო და მოსახლეობას ესეც გავაცანით“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, სიცრუის პროპაგანდას ოპონენტები და გარკვეული მედიასაშუალებები მიზანმიმართულად აწარმოებენ.
„ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ ჩემთვის ნამდვილად წარმოუდგენელია, რომელი ოპონენტის გონებაში მომწიფდა ეს აზრი, რომ შეურაცხმყოფელი ტოლობის ნიშანი დაესვა საახალწლო ნაძვის ხესა და შვილმკვდარი მამის პროტესტს შორის და შემდეგ ეს ყველაფერი მერიისთვის გადმოებრალებინა. არ ვიცი სად იზრდებიან ეს ადამიანები, ან ოჯახი არ ჰყავთ, ან დედა, ან მამა?! რამდენიმე დღის წინ, პირდაპირ ეთერში საუბრობდნენ, რომ ნაძვის ხის დადგმის გამო, ზაზა სარალიძეს კარვების გაშლისა და პროტესტის გამოხატვის უფლებას არ აძლევენ. ეს კიდევ ერთი ნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ მუშაობს „ნაციონალური მოძრაობის“ კუთვნილი, პარტიული ტელევიზია. კონკრეტულად ამ ტელევიზიის ხელმძღვანელი საუბრობდა პირდაპირ ეთერში, რომ თითქოს, ჩვენ ვიყავით ამ ყველაფრის თავი და ბოლო. ეს კატეგორულად მიუღებელია, თუმცა პროპაგანდა, რომელსაც ისინი აწარმოებენ და მთელი მათი სარედაქციო პოლიტიკა დაფუძნებულია სიცრუეზე, შუღლზე. ეს მათი არჩევანია. ჩვენ არ გადავუხვევთ ჩვენ მიერ არჩეული გზიდან, რომელიც ადამიანის ღირსებაზე, საკუთარი ხალხის პატივისცემასა და ქვეყნის განვითარებაზე არის ორიენტირებული“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.
კახა კალაძის თქმით, დედაქალაქის მერია ცრუ ინფორმაციის გავრცელებაზე შესაბამის რეაგირებას ყოველთვის მოახდენს.
„პირადად ჩემთვის, როგორც ერთი ადამიანისთვის და მთლიანად ჩვენი გუნდისთვის, ადამიანის ღირსება, მისი უფლებები, გამოხატვის თავისუფლება, არის უმთავრესი ფასეულობა, რომლის დაცვის გარანტიც, ქართულ საზოგადოებასთან ერთად, ყოველთვის ვიქნებით. არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ მოსახლეობა შეცდომაში შეიყვანონ და ცრუ ინფორმაცია მიაწოდონ. ჩვენ ყოველთვის მოვახდენთ ამაზე რეაგირებას და მოსახლეობას ყოველთვის სრულყოფილ ინფორმაციას მივაწოდებთ“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.
საკვანძო სიტყვები:
პრემიერი ოპოზიციაზე - არჩევნებამდე დარჩენილია 2 კვირა, ამ დროს, ზოგი ამერიკაშია, ზოგი ბრიუსელშია, ზოგი ბერლინშია, როდესაც ორიენტირებული ხარ არა საკუთარ ხალხზე, არამედ ვიღაც ჩინოვნიკებზე ამა თუ იმ დედაქალაქში, ყველა არჩევნებს და ყველანაირ ქუჩას წააგებ
18 სექტემბერი, 2025 , 19:49
ირაკლი კობახიძე ელენე ხოშტარიაზე - თვითდაზიანება არის პოლიტიკაში ისევე, როგორც ციხეში, მიღებული პრაქტიკა, მათ შორის შიმშილობის სახით, სხვადასხვა ფორმით და მათ აირჩიეს კიდევ ერთი ფორმა თვითდაზიანების, ეს არის თვითდაპატიმრება
18 სექტემბერი, 2025 , 19:44

ჯო უილსონი, „ნაცმოძრაობა“ ორივე ერთი ხაზია, ისინი არიან „დიფ სთეითის“ აგენტები, მათი ერთმანეთთან შეხვედრა არის შიდაპარტიული შეხვედრა და ჩვენთვის ეს ვერ იქნება საინტერესო - ირაკლი კობახიძე
18 სექტემბერი, 2025 , 19:30
საუბარია უზარმაზარ თანხებზე და საინტერესოა, ვინ იყო ამ ყველაფერში ჩართული, რა იყო ამის უკან მოტივი, ბოლომდე უნდა ჩაყვეს ყველა სამართალდამცავი უწყება ამ საქმეს - ირაკლი კობახიძე
17 სექტემბერი, 2025 , 19:30

ჩემთვის ლევან ხაბეიშვილი არის ანიტა, მას შემდეგ რაც უწყისიდან ამოვიკითხე ეს სახელი, გვითხრეს, რომ „ნაცმოძრაობიდან“ გამოჰქონდა ინფორმაცია და ამით გაამართლეს თანხის მიცემა, თუმცა ჩვენთვის ეს ყველაფერი მიუღებელი აღმოჩნდა - ირაკლი კობახიძე
17 სექტემბერი, 2025 , 19:27
გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ ბოკერია და ბარამიძე ბრიტანეთის საელჩოში იმყოფებოდნენ და ალბათ დირექტივებს იღებდნენ თავიანთი პატრონებისგან - კახა კალაძე
17 სექტემბერი, 2025 , 12:35