უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

11 დეკემბერი, 2023 16:44
font-size

ხალხი ფიქრობს, რომ ყველა ერთნაირია, ოპოზიციის ნაწილი კი თავისი ქმედებებით, გადაწყვეტილებებით, ქცევით ამ აზრს მხოლოდ განამტკიცებს - ნიკა მელია

ჩვენს ახალ პარტიას ექნება მთავარი ამბიცია - იყოს ხალხის ინტერესის წარმომადგენელი, რომელიც დაანგრევს ივანიშვილ -კეზერაშვილის პოლიტიკურ კორუფციას, შეცვლის თამაშის უწესო წესებს, წესიერებითა და სიმართლით,- ამის შესახებ ნიკა მელია სოციალურ ქსელში წერს.

ის NDI-ს კვლევის შედეგებს ეხმაურება და როგორც აღნიშნავს, ხალხი ფიქრობს, რომ ყველა ერთნაირია, ოპოზიციის ნაწილი კი თავისი ქმედებებით, გადაწყვეტილებებით, ქცევით ამ აზრს მხოლოდ განამტკიცებს.

„ოპოზიციის არცთუ მცირე ნაწილმა მიიღო ივანიშვილის მანკიერი სისტემა, მისი თამაშის წესები; ივანიშვილის წესებით თამაში აწყობს მხოლოდ მას, ოპოზიციის ნაწილი კი ადასტურებს იმას, რაც სურს ივანიშვილს: ხალხი ფიქრობს, რომ ყველა ერთნაირია, ოპოზიციის ნაწილი კი თავისი ქმედებებით, გადაწყვეტილებებით, ქცევით ამ აზრს მხოლოდ განამტკიცებს.

ამომრჩევლის უდიდესმა ნაწილმა დაკარგა პოლიტიკოსების ნდობა, უჭირს ნათლად დაინახოს საკუთარი და ქვეყნის პერსპექტივა, გამოსავალს ხედავს ქვეყნიდან წასვლაში და არა მომავლისთვის ბრძოლაში.

ამომრჩეველს არასწორად მიიჩნევენ გადაუწყვეტელად, მათი გადაწყვეტილება არის ნათელი - მიუღებლობა არსებული პოლიტიკური კლასის უმეტესობის მიმართ.

ვერავის ექნება ამ ქვეყანაში პოლიტიკური მომავალი, ხალხის მხარდაჭერა და ცვლილების შესაძლებლობა, ვინც მიიღებს ივანიშვილ-კეზერაშვილის თამაშის წესებს.

სწორედ ამიტომ, ჩვენს ახალ პარტიას ექნება მთავარი ამბიცია - იყოს ხალხის ინტერესის წარმომადგენელი, რომელიც დაანგრევს ივანიშვილ-კეზერაშვილის პოლიტიკურ კორუფციას, შეცვლის თამაშის უწესო წესებს, წესიერებითა და სიმართლით.

ჩვენი გზა სიმართლის გზაა, სადაც არის სიმართლე, იქ არის ხალხი, სადაც არის სიმართლე იქ არის რწმენა და იქ მოდის გამარჯვება. სადაც სიმართლე და მართალი ხალხის ბრძოლაა, იქ ხდება ცვლილება“,- წერს მელია.

კეზერაშვილს აქვს მიღებული გარანტიები იმის სანაცვლოდ, რომ უნდა დახარჯოს ფული კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ საქართველოში, რაც არის საკმაოდ შემაშფოთებელი მოვლენა - ირაკლი კობახიძე

26 ივლისი, 2024 , 14:45

კეზერაშვილს აქვს მიღებული გარანტიები იმის სანაცვლოდ, რომ უნდა დახარჯოს ფული კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ საქართველოში, რაც არის შემაშფოთებელი მოვლენა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ

„ქართული ოცნების“ გამარჯვებასთან დაკავშირებით არანაირი „თუ“ არ არსებობს - შალვა პაპუაშვილი

26 ივლისი, 2024 , 14:12

არანაირი „თუ“ „ქართული ოცნების“ გამარჯვებასთან დაკავშირებით არ არსებობს. ერთადერთი კითხვა არის, რამდენად დიდი იქნება ის გამარჯვება, რომელსაც „ქართული ოცნება“ მოიპოვებს, – ამის შე

ჩვენ, დიახაც, ვაპირებთ, რომ ვაჭრობა გავაგრძელოთ რუსეთთან, ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ რუსულ ეკონომიკაზე დამოკიდებული არ იყოს ჩვენი ეკონომიკა - გიორგი ვაშაძე

26 ივლისი, 2024 , 14:04

საქართველო იქნება ევროკავშირის წევრი, საქართველოს ექნება რუსეთთან ვაჭრობა, ოღონდ სამჯერ მეტს გავყიდით ჩვენ და არა  – რუსეთი. ეს არის ჩემი პირდაპირი მიზანი, – - ამის შესახებ პლატფორმა „ერთიანობის&ld

ჩვენ ხომ ეჭვი არ გვეპარება, რომ როგორც კი ოპოზიცია მოვა ხელისუფლებაში, მეორე დღესვე, მათივე სიტყვებია, დააწესებენ სანქციებს, შემოიღებენ სავიზო რეჟიმს, აკრძალავენ პირდაპირ ფრენებს - შალვა პაპუაშვილი

26 ივლისი, 2024 , 13:52

საქართველოს ხელისუფლება თუ ამ თავქარიან შემოთავაზებებს აჰყვებოდა, რომელიც 2022 წლის თებერვალ-მარტში ძალიან უხვად იყო უცხოელი აქტორების მხრიდან, დღეს Fitch-ის რეიტინგში საქართველო იქნებოდა ეკონომიკური კოლაფსის ნეგატიური რ

იყო პირდაპირი ძალისხმევა, რათა საქართველო ჩართულიყო სამხედრო კონფლიქტში, საქართველოში გახსნილიყო მეორე ფრონტი, რაც ჩვენ არ გავაკეთეთ -ირაკლი კობახიძე

26 ივლისი, 2024 , 13:37

იყო პირდაპირი ძალისხმევა, რათა საქართველო ჩართულიყო სამხედრო კონფლიქტში, საქართველოში გახსნილიყო მეორე ფრონტი, რაც ჩვენ არ გავაკეთეთ და ამის გამო კონკრეტული ძალები არიან გაღიზიანებული, თუმცა ჩვენ ბოლომდე უნდა დავდგეთ ჩვე

საქართველო, კორუმპირებული ივანიშვილისგან დაიბრუნე შენი ქვეყანა - ადამ კინზინგერი

26 ივლისი, 2024 , 12:02

აშშ-ის კონგრესის ყოფილი წევრი რესპუბლიკური პარტიიდან, ადამ კინზინგერი საქართველოს მოსახლეობას მოუწოდებს, დაამარცხოს „ქართული ოცნება“ და დაიბრუნოს ქვეყანა კორუმპირებული ბიძინა ივანიშვილისგან "ქართული ოცნების"

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი