უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

6 ივლისი, 2020 14:05
font-size

ხელები შორს ჩვენი საპენსიო დანაზოგებიდან - გიგლა მიქაუტაძე

დღეს "ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა გიგლა მიქაუტაძემ საპენსიო ფონდის ოფისთან ბრიფინგი გამართა. მიქაუტაძემ ფონდის საქმიანობისა და მათი არასწორი გადაწყვეტილებების შესახებ ისაუბრა.

“ლელოს” ლიდერმა საქართველოს მთავრობას მიმართა, რომ საზოგადოების საპენსიო დანაზოგი სახელმწიფომ კორუმპირებულ და ზარალიან კომპანიებში არ ჩადოს.

"მას შემდეგ, რაც საპენსიო სააგენტომ ფონდში აკუმულირებული თანხების მხოლოდ საბანკო ანგარიშებზე განთავსება მოახერხა, მთავრობა უკვე ამ ფულის სახელმწიფო კომპანიებში ინვესტირებაზე ალაპარაკდა. ამ საკითხზე პარლამენტში ღიად ისაუბრა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ. მე მათ მივმართავ, რომ მსგავსი გადაწყვეტილებებისგან თავი შეიკავონ,”- აცხადებს მიქაუტაძე.

"ლელო საქართველოსთვის" ლიდერის განცხადებით სახელმწიფო კომპანიები, რომლებმაც მხოლოდ 2013-2018 წლებში 3 მილიარდი ლარის ოდენობის ზარალი ნახეს, უნდა პრივატიზდეს და გაჯანსაღდეს.

"ჩვენ საპენსიო ფონდის შექმნას იმ მიზეზით დავუჭირეთ მხარი, თუ ინვესტირება ეკონომიკის ჯანსაღ სექტორებში განხორციელდება და ხელი შეეწყობა ეკონომიკურ ზრდას. წელიწადნახევარი გავიდა დაგროვებითი საპენსიო სისტემის შექმნიდან და სააგენტოს მენეჯმენტი ისევ არასრულყოფილია. მას კვლავ არ ჰყავს ხელმძღვანელი და არ გააჩნია საინვესტიციო პოლიტიკა. ფონდში აკუმულირებული 1 000 000 ადამიანის 800 000 000 ლარზე მეტი კვლავ საბანკო ანგარიშებზე დევს." - განაცხადს გიგლა მიქაუტაძემ.

სალომე ზურაბიშვილმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 25 მსჯავრდებული შეიწყალა

3 მაისი, 2024 , 10:42

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა 25 მსჯავრდებული შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „16 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თა

დღეს წითელი პარასკევია

3 მაისი, 2024 , 09:17

დღეს წითელი პარასკევია – ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღე. მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დაკრძალვას იხსენებს. დიდი პარასკევი დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეა. ამ დღეს

„სილქნეტი“ მომხმარებლისთვის უხარისხო ინტერნეტის მიწოდებისთვის დასანქცირდა - კომუნიკაციების კომისია

2 მაისი, 2024 , 18:06

კომუნიკაციების კომისიამ კომპანია „სილქნეტი“ აბონენტისთვის უხარისხო ინტერნეტის მიწოდებისთვის დაასანქცირა, ვინაიდან კომპანიამ ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მოქმედი კანონმდებლობა დაარღვია. როგორც კომუნიკაცი

1-2 მაისს 15 პირის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა, მათ შორის არიან სამართალდამცველები, დაშავებულთა ნაწილმა კლინიკა დატოვა - ჯანდაცვის სამინისტრო

2 მაისი, 2024 , 11:00

1-2 მაისს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ბრიგადებმა სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში 15 პირის ჰოსპიტალიზაცია განახორციელეს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ჰო

2 მაისიდან 6 მაისამდე საქართველოში ამინდი გაუარესდება

1 მაისი, 2024 , 15:18

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2 მაისის დღის მეორე ნახევრიდან 6 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია ამინდის გაუარესება. სინოპტიკოსების პროგნოზით, მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექ

პარლამენტთან დღევანდელი აქცია 17:00 საათზეა დაგეგმილი

1 მაისი, 2024 , 15:07

პარლამენტთან დღეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია კვლავ გაიმართება. აქციის ორგანიზატორების ინფორმაციით, საპროტესტო აქცია 17:00 საათზე, საკანონმდებლო ორგანოს უკანა შ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი