პოლიტიკა
ხელისუფლება ბიზნესთან თანამშრომლობას უნდა აღიქვამდეს არა პრეროგატივად, არამედ ვალდებულებად - პრეზიდენტი
თავის ყოველწლიურ საპარლამენტო გამოსვლაში საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ უნდა ითანამშრომლოს ბიზნესთან ქვეყანაში მეწარმეობის გასავითარებლად.
„გვერდს ვერ ავუვლით მაღალ ინფლაციურ ფონს, რაც უმძიმესი ტვირთია მოსახლეობისთვის და კერძო სექტორიც ორმაგი წნეხის ქვეშაა. რადგან, ერთი მხრივ, ძვირდება წარმოება და, მეორე მხრივ, იკლებს პროდუქტის რეალიზაცია. ანბანური ჭეშმარიტებაა, რომ ეკონომიკა, მეწარმეობა,სახელმწიფოს ფუნქციონირების საფუძველია. შესაბამისად, მეწარმეებისთვის პირობების შექმნა, ხელისუფლების არა კეთილი ნება, არამედ საღი აზრის გამოვლინებაა. ხელისუფლება ბიზნესთან კონსულტაციებს, თანამშრომლობას, ხელის შეწყობას უნდა აღიქვამდეს, არა როგორც პრეროგატივას, არამედ ვალდებულებას. მეტიც - უნდა აღიქვამდეს თავისივე გადარჩენისა და ფუნქციონირების წინაპირობად და თუ ჩვენ ეს ჭეშმარიტება კარგად გვესმის, მაშინ ეკონომიკური რეფორმების შემუშავება და დანერგვა, ბიზნესთან კონსულტაციების გარეშე არ უნდა ხდებოდეს“, - განმარტა პრეზიდენტმა.
პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში ეროვნული ვალუტის გამყარების ტენდენცია მთავრობისა და ეროვნული ბანკის წარმატებული ერთობლივი მუშაობის შედეგია.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
როგორც პასუხისმგებლიანი საზღვაო ქვეყანა, მზად ვართ ვიმუშაოთ IMO-ს თითოეულ წევრ სახელმწიფოსთან იმ გლობალური საზღვაო სისტემის გასაძლიერებლად, რომელზეც ყველანი ვართ დამოკიდებულნი - მარიამ ქვრივიშვილი
25 ნოემბერი, 2025 , 17:01
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში ვიზიტი გამართა
25 ნოემბერი, 2025 , 16:56
გავაგრძელოთ ქუჩაში ბრძოლა, რადგან გადამწყვეტი მომენტისთვის ვიდგეთ ფეხზე და ვიდგეთ სწორ მხარეს! ბოლომდე! - ელენე ხოშტარია
25 ნოემბერი, 2025 , 16:06
ყველამ კეთილი ინებოს, ბრიუსელმა, სტოკჰოლმა, სხვა დედაქალაქმა და საქართველოს დამოუკიდებლობას პატივი სცენ, რაღაც კრიპტოვალუტებით, ჩემოდნებით ფულის ტრიალს შეეშვან - შალვა პაპუაშვილი
25 ნოემბერი, 2025 , 16:01
ქვეყანაში შემოდის ფული და ხმარდება პოლიტიკას, მედიასაშუალებების დაფინანსებას, რომლებიც ქვეყნის წინააღმდეგ არიან განწყობილნი - კახა კალაძე
25 ნოემბერი, 2025 , 15:47
ბიომეტრიულ პასპორტებთან დაკავშირებით ცვლილებები ხორციელდება
25 ნოემბერი, 2025 , 15:44


