უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

23 იანვარი, 2021 14:49
font-size

ხელისუფლებამ აღარ დაგვიტოვა პროტესტის გარდა სხვა გზა - „ლელო საქართველოსთვის“

პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ სამოქალაქო საზოგადოებას საკუთარი უფლებების დასაცავად პროტესტისკენ მოუწოდებს.

პარტიაში აცხადებენ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებამ, რომლითაც ძალაში დარჩა შეზღუდვების დიდი ნაწილი, ნათლად აჩვენა, რომ ხელისუფლება ადეკვატურად ვერ აფასებს იმ მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობას, რომელშიც ჩვენი თანამოქალაქეები იმყოფებიან.

„ვირუსთან ბრძოლისთვის მათ აირჩიეს უმკაცრესი მეთოდი - გადაადგილების და ეკონომიკური საქმიანობის საყოველთაო შეზღუდვა, რომელიც, წესით, უნდა იყოს უკიდურესი ფორმა და არაპერმანენტული მდგომარეობა. ამის დასტურია ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევაც, რომლის მიხედვითაც შეზღუდვების სიმკაცრით საქართველო 160 ქვეყანას შორის მე-8 ადგილს იკავებს მსოფლიოში.

ამასთან, მთავრობას დღემდე არ წარმოუდგენია არცერთი ანგარიში იმისა, თუ რა გაკეთდა მათი მხრიდან ეპიდემიის მართვის გასაუმჯობესებლად.

შეუძლებელია ასეთ ვითარებაში ცხოვრების გაგრძელება. ხელისუფლებამ უნდა გაატაროს ვირუსთან ბრძოლის უფრო მოქნილი და ინოვაციური ღონისძიებები. დაუყოვნებლივ უნდა აღდგეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა, რათა მძიმე ეკონომიკური ფონის პარალელურად ასობით ათასი ადამიანი არ დარჩეს უთანასწორო მდგომარეობაში, გარიყული სოციალური და ეკონომიკური ცხოვრებიდან, რომელშიც დღეს დიდი ქალაქის მაცხოვრებელთა უმრავლესობა იმყოფება ტრანსპორტზე დაწესებული ყოველგვარ აზრს მოკლებული შეზღუდვის გამო.

ჩვენ უნდა ვისწავლოთ და შევძლოთ ვირუსთან თანაცხოვრება, როგორც ამას ახერხებს მსოფლიოს არაერთი ქვეყანა. ეს არის დღეს ერთადერთი სწორი გზა.

რადგან ხელისუფლებამ აღარ დაგვიტოვა პროტესტის გარდა სხვა გზა, მოვუწოდებთ მთელს სამოქალაქო საზოგადოებას, პოლიტიკური მიკუთვნებულობის მიუხედავად, დავდგეთ ერთად ჩვენი უფლებების დასაცავად და გავერთიანოთ ჩვენი საპროტესტო მუხტი. მხოლოდ ასე შევძლებთ დავიბრუნოთ ის უფლებები, რომლებიც მთავრობამ უკანასკნელნ პერიოდში ჩამოგვართვა, ხშირად უკანონოდაც“,- ნათქვამია პარტიის განცხადებაში.

ვაფრთხილებთ აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს, როცა პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, როგორც აშშ-ის და ევროპის წამყვან ქვეყნებშია მიღებული - თემურ კუპატაძე

8 მაისი, 2024 , 17:55

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თემურ კუპატაძის განცხადებით, როცა პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენ

არა რუსულ კანონს! - 11 მაისს, 16:00 საათზე, თბილისში მშობლების მარში გაიმართება

8 მაისი, 2024 , 14:59

11 მაისს, 16:00 საათზე თბილისში რუსული კანონის გასაპროტესტებლად "მშობლების მარში" გაიმართება. აქციის ორგანიზატორები წერენ, რომ შეიკრიბებიან წერეთლის გამზირზე, "ექსპო ჯორჯიასთან", 19:00 საათზე კი მარშით შეუერთდე

საზოგადოებამ მორალურად უნდა შეაფასოს ადამიანები, რომლებიც ჩართული არიან, მათ შორის ფაშისტური ხასიათის კამპანიებში, როცა ადამიანებზე მიმდინარეობს მორალური ტერორი, ბულინგი - შალვა პაპუაშვილი

8 მაისი, 2024 , 14:53

საზოგადოებამ მორალურად უნდა შეაფასოს ადამიანები, რომლებიც ჩართული არიან, მათ შორის ფაშისტური ხასიათის კამპანიებში, როცა ადამიანებზე მიმდინარეობს მორალური ტერორი, ზეწოლა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის

ლიტერატურულ გამოცემა `არილი,` კულტურის სამინისტროს მიერ დაფინანსების შეწყვეტის გამო, იხურება

8 მაისი, 2024 , 12:14

გამოცემა „არილი,“ კულტურის სამინისტროს მიერ დაფინანსების შეწყვეტის გამო, იხურება. როგორც გამოცემის განცხადებაში წერია, ეს გადაწყვეტილება კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის რეპრესიული პოლიტიკის

სალომე ზურაბიშვილმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 25 მსჯავრდებული შეიწყალა

3 მაისი, 2024 , 10:42

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა 25 მსჯავრდებული შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „16 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თა

დღეს წითელი პარასკევია

3 მაისი, 2024 , 09:17

დღეს წითელი პარასკევია – ვნების კვირეულის ყველაზე მძიმე დღე. მართლმადიდებელი ეკლესია იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დაკრძალვას იხსენებს. დიდი პარასკევი დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეა. ამ დღეს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი