უკან

კომენტარი

7 დეკემბერი, 2018 12:35
font-size

ხორავას ქუჩის საქმეზე არ ჩატარებულა მთელი რიგი აუცილებელი და გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები - ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას შეფასებით, ხორავას ქუჩის საქმეზე არ ჩატარებულა მთელი რიგი აუცილებელი და გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები, შესაბამისად, დანაშაულის ჩამდენი ყველა პირი ამ ეტაპისთვის არ არის პასუხისგებაში მიცემული.

როგორც ნინო ლომჯარიამ წლიური ანგარიშის შეჯამებისას განაცხადა, ხორავას ქუჩის საქმეზე სახალხო დამცველის აპარატმა მოითხოვა გამოძიების დაწყება სავარაუდო სამოხელეო დანაშაულთან დაკავშირებით, თუმცა გამოძიება არ დაწყებულა.

„მინდა, დავიწყო სიცოცხლის უფლებაზე საუბრით, ამ კონტექსტში აღსანიშნავია ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმე და სიცოცხლის უფლების დაცვა სახელმწიფოს ავალდებულებს, რომ სიცოცხლის მოსპობის საქმეებზე აწარმოოს ეფექტური გამოძიება. თუმცა სახალხო დამცველის შეფასებით აღნიშნულ საქმეზე არ ჩატარებულა მთელი რიგი აუცილებელი და გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები, შესაბამისად, დანაშაულის ჩამდენი ყველა პირი ამ ეტაპისათვის არ არის პასუხისგებაში მიცემული. ჩვენ მოვითხოვეთ გამოძიების დაწყება სავარაუდო სამოხელეო დანაშაულთან დაკავშირებით, თუმცა გამოძიება არ დაწყებულა. რაც შეეხება შიდა მოკვლევას, რაც პროკურატურაში მიმდინარეობს, არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, ამ ეტაპისთვის ჩვენთვის ცნობილი არ არის შიდა მოკვლევის მიმდინარეობის შედეგები”, – განაცხადა ლომჯარიამ.

ამასთან, ობდუსმენმა პანკისის სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესაც შეეხო და აღნიშნა, რომ მათ არ აქვთ წვდომა გამოძიების მასალებზე.

„სიცოცხლის უფლების კონტექსტში ასევე აღსანიშნავია თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების საქმე, რასთან დაკავშირებითაც საქართველოს პარლამენტმაც გაიზიარა სახალხო დამცველის რეკომენდაცია და დაავალა პროკურატურას გამოძიების დროულად დასრულება. ამ დროის მდგომარეობით, ჩვენ არ გვაქვს წვდომა გამოძიების მასალებზე, ჩვენი არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, არ ვიცით რა ეტაპზეა გამოძიება და როდის დასრულება”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

ვინც არ უნდა იყოს ხვალ საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი, დარწმუნებული ვარ, მზიას მიენიჭება ბრწყინვალების ორდენი, მადლობა მზია, მაგალითად რომ მოგვევლინეთ - სალომე ზურაბიშვილი

18 ნოემბერი, 2025 , 15:42

„იწყება მზიას სასამართლო … რეჟიმის სადისტური მიდრეკილება იმაშიც გამოიხატება, რომ არჩეულ იქნა მცირე დარბაზი და „ამოღებული სკამები“. ვინც არ უნდა იყოს ხვალ საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი, დ

ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელი სტატუსის აღიარებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა - სალომე სამადაშვილი

17 ნოემბერი, 2025 , 13:58

რუსეთის მორიგი მოთხოვნა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის გაუქმებაზე შესრულებულია. ამ საკითხს რუსები დღის წესრიგში მუდმივად აყენებდნენ, ძალის არგამოყენების ვალდებულების აღებასთან ერთად, – ამის შესახებ „ლელოს

პრაქტიკულად, ნაპოვნია თვითმფრინავის ყველა დიდი ნაწილი და ყველა ცხედარი, კოორდინირებული მოქმედებებით სამძებრო სამუშაოებში მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა შევძელით - ირაკლი ჩიქოვანი

13 ნოემბერი, 2025 , 15:26

პრაქტიკულად, ნაპოვნია თვითმფრინავის ყველა დიდი ნაწილი, ასევე ნაპოვნია ყველა ცხედარი, – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტებს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან,

სიგიჟეა რასაც გიორგი გახარიას ედავებიან და დანაშაულს არ აღიარებს - ბერდია სიჭინავა

13 ნოემბერი, 2025 , 14:56

ჩორჩანის საქმე არის ისტორიული, როდესაც საქართველოს სახელმწიფო საკუთარი ეროვნული ინტერესების, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ მოქმედებს კონკრეტული ადამიანების ხელით და კონკრეტული ინსტრუმენტების გამოყენ

სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ან სახელმწიფო ქონების გაცვლა მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული პირობებით იქნება შესაძლებელი - ნინო ენუქიძე

12 ნოემბერი, 2025 , 14:52

პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო ცვლილებები სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მომზადდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის ნინო ენუქიძის გ

თურქული თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა 20 ადამიანი, ნაპოვნია 18 დაღუპული, ორის სამძებრო სამუშაოები გრძელდება - გეკა გელაძე

12 ნოემბერი, 2025 , 13:31

თურქული თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა 20 ადამიანი. მათგან ნაპოვნია 18 დაღუპული, ორი ადამიანის სამძებრო სამუშაოები გრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გეკა გელაძემ ჟურნალისტებს განუცხად