უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

1 მარტი, 2017 18:00
font-size

ხვალ ისტორიერულ მიჯნაზე ვდგავართ, სასამართლომ რუსთავი2-თან დაკავშირებით დასკვნა უნდა გამოიტანოს - ჯარჯი აქიმიძე

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ერთი -ერთი დამფუძნებლის, ჯარჯი აქიმიძის განცხადებით, ხვალ არის ისტორიული დღე, რადგან სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს თუ ვის ხელში გადავა ტელეკომპანია რუსთავი 2.

ამასთან, როგორც აქიმიძემ, ტელარხის კიდევ ერთ დამფუძნებელთან დავით დვალთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რუსთავი2-ის დამფუძნებლები არხისთვის ბრძოლას არ შეწყვეტენ.

პრესკონფერენციის დაწყებისას აქიმიძემ რუსთავი2-ის სამკერდე ნიშანი ამოიღო და აღნიშნა, რომ მასზე დატანილია სიტყვები „რუსთავი2 ჩემია“.

„იდეაში ვფიქრობდით გაგვეკეთებინა თუ არა ეს სამკერდე ნიშანი და ბოლოს ჩავთვალეთ, რომ არასწორი იქნებოდა ამ ეტაპზე. მე, რა თქმა უნდა, ამ სამკერდე ნიშანს არ გავიკეთებ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამ სამკერდე ნიშნის გაკეთების დრო მოვა და ჩვენ ან მოგვიწევს, ან არ მოგვიწევს“,-განაცხადა აქიმიძემ.

მან გაიხსენა ის სლოგანები, რომლითაც მაუწყებლობდა ტელეკომპანია თავისი არსებობის განმავლობაში.

„1994 წელი, ჩვენ იმის ფუფუნება არ გვქონდა, რომ ასეთი სამკერდე ნიშანი დაგვემზადებინა ათასი, ორი ათასი ცალი და ასე შემდეგ და დაგვერიგებინა მოსახლეობაში. მაგრამ ჩვენ გვქონდა მთავარი, გვქონდა სლოგანი რითიც დავიწყეთ მაუწყებლობა - „ჩვენი ტელევიზია-თქვენი ტელევიზიაა“, და წლების განმავლობაში რუსთავი2 მაუწყებლობას ამ სლოგანით იწყებდა.

1994 წლიდან - 2004 წლამდე რუსთავი2 ორჯერ გააჩერეს, ეს არ ყოფილა, როგორც დღეს იძახიან ზეწოლა, ეს იყო გაჩერება პირდაპირი მნიშვნელობით. პირველი გაჩერება, 40 დღის განმავლობაში გრძელდებოდა, მეორე გაჩერება, 9 თვის განმავლობაში. მერე, რუსთავი2-ს სლოგანი შეეცვალა და ის გახდა „გამარჯვებული ხალხის ტელევიზია“ და ტელევიზია მაშინდელი გამარჯვებული პარტიის ხელში აღმოჩნდა. ერთი თვის შემდეგ კი ზეწოლის, თვალთვალის თუ სხვა შედეგად ჩვენ საკონტროლო პაკეტი დავთმეთ - 60%, მათ მადლობა გადაგვიხადეს და შედეგად რუსთავი2 ნაციონალური მოძრაობის ტელევიზია გახდა. 2012 წლის მთავრობის შეცვლის შემდეგ,მას შემდეგ რაც ნაციონალური მოძრაობა გადავიდა ოპოზიციაში, რუსთავი2 გახდა სრულიად ოპოზიციური ტელევიზია, თუმცა მას პარტიული ტელევიზიის ფუნქცია არ დაუკარგავს და ის დღესაც თავისუფალი მედია არ არის, ეს ერთი პარტიული ჯგუფის ტელევიზიაა“,-განმარტა ჯარჯი აქიმიძემ.

მისი თქმით, სამართლიანობა მხოლოდ იმ შემთხვევაში აღდგება, თუ ტელეკომპანია დაუბრუნდება იმ ადამიანებს, რომლებმაც მის შექმნაში ოფლი დაღვარეს.

„ხვალ ჩვენ ისტორიულ მიჯნაზე ვდგავართ. სასამართლომ დასკვნა უნდა გამოიტანოს, რამდენი ხანი გაგრძელდება ამ დასკვნის გამოტანა უცნობია, ერთ დღეს, ორ დღეს, კაციშვილმა არ იცის. მაგრამ, ფაქტია, რომ ეს უნდა იყოს ოსტორიული გადაწყვეტილება და ჩვენი აზრით და დარწმუნებულები ვართ, რომ ეს იქნება პირველი ნაბიჯი იმისათვის, რომ სამართლიანობა აღდგეს. გვინდა, კატეგიურლად და პრინციპულად ვთქვათ, რომ სამართლიანობა აღდგება ერთადერთ შემთხვევაში - როდესაც ეს ტელევიზია დაუბრუნდება იმ დამფუძნებლებს, რომლებმაც ამდენი წლების განმავლობაში საკუთარი შრომის, ოფლის, ნერვების ფასად იმ კოლექტივთან ერთად, რომლის ბირთვიც რუსთავი2 -ში დღესაც მუშაობს, შექმნეს ეს ტელევიზია. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ბრძოლას მანამ სანამ რუსთავი2 არ დაუბრუნდება თავის ძველ დამფუძნებლებს“,-აღნიშნა აქიმიძემ.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს, დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

26 სექტემბერი, 2025 , 12:32

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა,

კანონში პირდაპირ წერია, რომ ის ბრალი, რაც ლევან ხაბეიშვილს წაუყენეს, არის შეთითხნილი და პოლიტიკურად მოტივირებული - ადვოკატი

24 სექტემბერი, 2025 , 13:06

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის ადვოკატის, ლაშა ტყეშელაძის განცხადებით, კანონში პირდაპირ წერია, რომ ის ბრალი, რაც ლევან ხაბეიშვილს წაუყენეს, არის შ

უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა - პროკურატურა

23 სექტემბერი, 2025 , 18:29

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანების და ტერორისტულ საქმიანობაში დახმარების ფაქტზე, საქართველოს მოქალაქე დამნ

პოლიციამ აჭარაში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია ორი პირი

22 სექტემბერი, 2025 , 12:57

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო

ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტის არალეგალურად წარმოების ბრალდებით დაკავებულ 7 პირს, მათ შორის გიორგი კანდელაკს და გორის საკრებულოს წევრ ბორის გოგიჩაიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

19 სექტემბერი, 2025 , 17:24

ორგანიზებული ჯგუფის მიერ ალკოჰოლისა და უაქციზო სიგარეტის არალეგალურად წარმოების ბრალდებით დაკავებულ 7 პირს, მათ შორის, ყოფილ მოკრივეს, ბიზნესმენ გიორგი კანდელაკს და გორის საკრებულოს წევრს, 67 წლის ბორის გოგიჩაიშვილს

პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ექვსი პირი დააკავა

19 სექტემბერი, 2025 , 13:17

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს  საპატრულო პოლიციის ისანი-სამგორის, ვაკე-საბურთალოსა და ძველი თბილისის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიე