უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

1 თებერვალი, 2017 17:20
font-size

ხვალ საქართველოსთვის დიდი დღეა - ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე

ხვალ ევროპარლამენტი ვიზის ლიბერალიზაციას მხარს დაუჭერს. ამის შესახებ განცხადება ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დევიდ მაკალისტერმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

„ვფიქრობ, რომ ხვალ ევროპარლამენტი ვიზის ლიბერალიზაციას მხარს დაუჭერს. ხვალ საქართველოსთვის დიდი დღეა. ამისთვის ორივე მხარემ ვიშრომეთ“, - განაცხადა დევიდ მაკალისტერმა.

საქარტველოს პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და ევროკავშირის მჭიდრო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედება ევროკავშირთან დაახლოებისთვის გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ირაკლი კობახიძემ საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესში გაწეული მხარდაჭერისთვის ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტს მადლობა გადაუხადა და დევიდ მაკალისტერს კომიტეტის თავმჯდომარედ არჩევა მიულოცა.

მხარეებმა საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებსა და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის საქმიანობის შესახებ ისაუბრეს.

„შედგა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესა და ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ახალ თავმჯდომარეს შორის. ჩვენ ვისაუბრეთ დემოკრატიულ პროცესებზე, რეფორმებზე საქართველოში. მან მოგვილოცა არჩევნების შედეგები და გამოთქვა ინტერესი იმ რეფორმების მიმართ, რაც საქართველოში ხორციელდება. ვისაუბრეთ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესზე, ზოგადად, დემოკრატიული პროცესების განვითარებაზე საქართველოში. ჩვენ გვაქვს ჩვენი ევროპელი პარტნიორების, შეიძლება ითქვას, ყველა პოლიტიკური ჯგუფიდან, მყარი მხარდაჭერა იმ კურსთან დაკავშირებით, რომელიც ხელისუფლებას აქვს აღებული. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ საგარეო პოლიტიკური კურსის შესახებ საქართველოს პარლამენტის მიერ ახლახან მიღებულ რეზოლუციაზე. ველოდებით ხვალინდელ დღეს. ხვალ გვაქვს პოზიტიური მოლოდინები და ამ მოლოდინს გვიქმნის ის განწყობები, რომელიც არის ევროპარლამენტში. როგორც იცით, ხვალინდელი დღე ასრულებს ევროპარლამენტის მონაწილეობას ამ პროცესში, რასაც ჰქვია საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის უფლების მინიჭება. ასე რომ, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია და ჩვენ, ფაქტობრივად, დარწმუნებულები ვართ, რომ ეს გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეების სასარგებლოდ იქნება მიღებული“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ.

სისტემურად თუ ხდება კონსტიტუციური წესწყობილების ძირის გამოთხრა არაღიარების მიზნით, ეს შეიძლება, მივიჩნიოთ როგორც დანაშაული - ლევან მახაშვილი

6 თებერვალი, 2026 , 12:38

სისტემურად თუ ხდება კონსტიტუციური წესწყობილების ძირის გამოთხრა არაღიარების მიზნით, ეს შეიძლება, მივიჩნიოთ როგორც დანაშაული. ყველაფერი პრობლემის აღიარებით იწყება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტე

მიხეილ ყაველაშვილი და მაკა ბოჭორიშვილი, ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, ჯეი დი ვენსსა და მარკო რუბიოს შეხვდნენ

6 თებერვალი, 2026 , 12:09

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, კირსტი ქოვენთრის მასპინძლობით გამართულ მიღებას დაესწრნენ. ინფორმაციას საქართველოს პრეზი

ლაშა დარსალიამ და თამარ ტალიაშვილმა დონალდ ტრამპის ინიციატივით გამართულ რელიგიური თავისუფლების სამიტში მიიღეს მონაწილეობა და ეროვნული ლოცვის საუზმეს დაესწრნენ

6 თებერვალი, 2026 , 11:39

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების რიგით მე-6 სამიტში (International Religious Freedom Summit 2026) მიიღო მონაწილეო

ყველამ უნდა სცეს პატივი კონსტიტუციურ წესრიგს, ვინმე ამას თუ არ აკეთებს, უნდა არსებობდეს საკანონმდებლო მექანიზმებიც, რომლებიც, საბოლოო ჯამში, ამას უზრუნველყოფს - ირაკლი კობახიძე

6 თებერვალი, 2026 , 08:29

ყველამ პატივი უნდა სცეს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ წესრიგს. ვინმე ამას თუ არ აკეთებს, უნდა არსებობდეს საკანონმდებლო მექანიზმებიც, რომლებიც, საბოლოო ჯამში, ამას უზრუნველყოფს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინის

„ქართული ოცნება“ მანიპულირებს და ფაქტების დამახინჯებით ცდილობს, გერმანული შემთხვევა საქართველოს კონტექსტს მოარგოს - ვახუშტი მენაბდე

4 თებერვალი, 2026 , 18:45

კონსტიტუციონალისტი, მოძრაობა „სოციალური დემოკრატიისთვის“ წევრი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რა განსხვავებაა გერმანიაში Reichsbürgerbewegung-ში (რაიხის/იმპერიის მოქალაქეთა მოძრაობა) შემავალი ორგანიზაციების

საქართველოს პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო

4 თებერვალი, 2026 , 17:26

პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით განიხილა და 85 ხმით 10-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, კანონპრ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი