კომენტარი
კომისიის მუშაობის პროცესში ჩვენ დავადგინეთ, რომ გამოძიების მიმდინარეობის ფარგლებში კომუნიკაციის პრობლემა იყო - არჩილ თალაკვაძე
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის თქმით, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა მიერ მომზადებულ დასკვნაში მითითებულია ის ხარვეზები, რაც გამოძიების პროცესში გავლენა იქონია მტკიცებულებათა ხარისხზე.
თალაკვაძემ აღნიშნა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა დასკვნაში წერია, რომ პოლიტიკური ან უწყებრივი ჩარევა მართლმსაჯულების წინააღმდეგ არ მომხდარა.
„ასევე დასკვნაში არის კონკრეტული, მკაცრი რეკომენდაციები, რომელთა შესრულებასაც ჩვენ ვითხოვთ, რათა აღმოიფხვრას გამოძიების შედეგად დადგენილი ხარვეზები. მნიშვნელოვანია, რომ კომისიის მუშაობის პროცესში ჩვენ დავადგინეთ, რომ გამოძიების მიმდინარეობის ფარგლებში კომუნიკაციის პრობლემა იყო, როგორც დაზარალებულ მხარესთან, ისე – საზოგადოებასთან. ჩვენ ამ დასკვნას კომისიის სხდომაზე წარვადგენთ და შემდეგ პლენარულ სხდომას განსახილველად გადაეგზავნება“, -თქვა დეპუტატმა.
ხორავას ქუჩაზე დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შემადგენლობაში არიან „ევროპული საქართველოს“ წევრები, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები და დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი.
საგამოძიებო კომისიის წევრებმა „ევროპული საქართველოდან“ და საპარლამენტო უმრავლესობიდან ერთმანეთისგან დამოუკიდებელი დასკვნები მოამზადეს.
საკვანძო სიტყვები:
პრაქტიკულად, ნაპოვნია თვითმფრინავის ყველა დიდი ნაწილი და ყველა ცხედარი, კოორდინირებული მოქმედებებით სამძებრო სამუშაოებში მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა შევძელით - ირაკლი ჩიქოვანი
13 ნოემბერი, 2025 , 15:26
სიგიჟეა რასაც გიორგი გახარიას ედავებიან და დანაშაულს არ აღიარებს - ბერდია სიჭინავა
13 ნოემბერი, 2025 , 14:56
სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ან სახელმწიფო ქონების გაცვლა მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული პირობებით იქნება შესაძლებელი - ნინო ენუქიძე
12 ნოემბერი, 2025 , 14:52
თურქული თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა 20 ადამიანი, ნაპოვნია 18 დაღუპული, ორის სამძებრო სამუშაოები გრძელდება - გეკა გელაძე
12 ნოემბერი, 2025 , 13:31
ანტიამერიკული „ქართული ოცნების“ რეჟიმი ღალატობს თავის ხალხს მოსკოვის, თეირანისა და პეკინის სასარგებლოდ - ჯო უილსონი
7 ნოემბერი, 2025 , 12:06
ნიკა მელია არ დაეთანხმა ბრალს, არ აპირებს სასამართლო პროცესზე დასწრებას - ადვოკატი
6 ნოემბერი, 2025 , 19:00

