უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

24 მაისი, 2017 13:30
font-size

კონგოში დატყვევებული ქართველი მფრინავი, შესაძლოა გარდაცვლილი იყოს - საგარეო უწყება

კონგოში, 27 იანვარს, დატყვევებული ქართველი მფრინავი სოსო ოსურაული შესაძლოა, გარდაცვლილი იყოს.

ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ზვიად გონაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

მანამდე კი, გონაძემ ქართველი მფრინავის ძმას შეხვდა და პირადა გააცნო მის ხელთ არსებული ინფორმაცია.

გონაძის განმარტებით, გავრცელებული ინფორმაციით, კონგოში დაპირისპირებულ მხარეებს შორის შეტაკება მოხდა, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. საგარეო უწყების ვარაუდით, შეტაკების დროს გარდაცვლილთა შორის, შესაძლოა სოსო ოსურაულიც იყოს.

„დაპირისპირებულ მხარეებს შორის მოხდა შეტაკება, რომელსაც მოჰყვა მსხვერპლი და სამწუხაროდ, შესაძლოა იოსებ ოსურაულიც იყოს მათ როცხვში. ამ ინფორმაციის მიღებისთანავე ჩვენ ყველა მხარეს კონგოს, გაერო-ს, წითელ ჯვარს ფაქტის დადასტურება ვთხოვეთ. დღეისათვის დასტური არც ერთი მხარისგან არ გვაქვს. ამ პერიოდის განმავლობაში მთავრობის მიერ არაერთი ნაბიჯი გადაიდგა და ჩვენს ხელთ არსებული ყველა რესურსი გამოვიყენეთ. ოსურაულის დასახსნელად საქართველოს ელჩი რეგიონში იმყოფებდა და ყველა მხარესთან კონსულტაციები იმართებდა, მაგრამ სიტუაციას ადგილზე შექმნილი მდგომარეობა ართულებდა, რომელიც ბოლო პერიოდში კიდევ უფრო გართულდა. მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენი მოქალაქის ბედ-იღბლის გარკვევას ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ“,-აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

კონგოში ქართველი მფრინავი სოსო ოსურაული ადგილობრივმა მეამბოხეებმა 27 იანვარს დაატყვევეს.

კონგოს სამხედრო-საჰაერო ძალების ორი შვეულმფრენი მეამბოხეებმა ჩამოაგდეს. ერთ-ერთს ქართველი მფრინავი მართავდა, რომელიც მეამბოხეებმა ტყვედ აიყვანეს.

სოსო ოსურაული თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალებიდან 2015 წელს საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდა და მუშაობა კონგოში, კერძო საავიაციო კომპანიაში დაიწყო.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი