კომენტარი
კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირების დასანქცირება შანტაჟის ერთ-ერთი ელემენტია - კახა კალაძე
უსამართლოდ ექცევიან საქართველოს. დღესაც გრძელდება მუდმივი შანტაჟი, ცილისწამება და მბრძანებლური ტონი. ესაც იმ შანტაჟის ნაწილია, – ასე გამოეხმაურა დედაქალაქის მერი დიდი ბრიტანეთის მიერ მოსამართლეების, ლევან მურუსიძისა და მიხეილ ჩინჩალაძისთვის სანქციების დაწესების საკითხს.
როგორც კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, ბრიტანული მხარის განცხადება, რომ „სერიოზული ეჭვი არსებობს იმისა, რომ ისინი კორუფციაში არიან ან იყვნენ ჩართულნი“, არის სიყალბე და იმ შანტაჟის ნაწილი, რასაც საქართველოს წინააღმდეგ ბოლო პერიოდში იყენებენ.
„ეს ყველაფერი უბრალოდ სიტყვების ბრახა-ბრუხია. რა გონივრული ეჭვი?! სიყალბეა. ეს არის იმ ხაზის გაგრძელება, რასაც ჩვენ ვხედავთ ბოლო წლებისა და თვეების განმავლობაში, რაც ჩვენთან მიმართებით ხდება. იცით, თუ როგორ უსამართლოდ ექცევიან საქართველოს. დღესაც გრძელდება მუდმივი შანტაჟი, ცილისწამება და მბრძანებლური ტონი. შანტაჟის ერთ-ერთი ელემენტია, რომ კონკრეტული მაღალი თანამდებობის პირები დაასანქცირონ. სურვილი აქვთ, რომ როგორმე ქვეყანა ხელში ჩაიგდონ და გამოიყენონ თავისი ინტერესების გასატარებლად. ჩვენ სწორედ ამას ვებრძვით და ამისთვის ძალიან ბევრი რამის მოთმენა მოგვიწია. ძალიან რთული იყო, მარტივი პროცესი არ ყოფილა, მაგრამ როცა საქმე სამშობლოს, მოსახლეობას და ჩვენი ქვეყნის ინტერესებს ეხება, რა თქმა უნდა, ყოველთვის დავდგებით იქ, სადაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება. ეს ყველაფერი დაფუძნებულია სიყალბეზე, ტყუილზე. რეალობა რადიკალურად განსხვავებულია, ვიდრე მათი განცხადებებია. სამწუხაროა, თუმცა, მოლოდინი გვაქვს, რომ ყველაფერი რადიკალურად შეიცვლება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
საკვანძო სიტყვები:
ირაკლი ღარიბაშვილს დიდი ხანია, ვიცნობ, ჩვენი თანამებრძოლი იყო, ძალიან მწყდება გული - კახა კალაძე
24 ოქტომბერი, 2025 , 13:38
მოსასმენად მძიმეა, როდესაც საკითხი ეხება თანაგუნდელს, თანამებრძოლს, მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირს, მაგრამ რეალობა არის ეს, კანონის წინაშე ყველა თანაბარი ვართ - დიმიტრი ხუნდაძე
24 ოქტომბერი, 2025 , 13:21
გვინდოდა ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან მოლაპარაკება, თუმცა, ხელში შეგვრჩა აკაცუკი - ირაკლი კობახიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 12:18
როდესაც რუსთაველის გამზირზე, სრული მობილიზაციის პირობებშიც კი ვერ გამოგყავს 300 კაციც კი, ეს ნიშნავს, რომ ეს პროტესტი არ არის - ირაკლი კობახიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 11:33
ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილზე: მე არ მინდა არავითარი კომენტარი გავაკეთო ამ თემასთან დაკავშირებით, ადამიანურად ძალიან დასანანია, ის რაც ხდება
23 ოქტომბერი, 2025 , 11:23
გახარიას პარტიაც რეალურად არის რადიკალური ოპოზიციის ნაწილი, იწვალეს ერთი წელი და საბოლოო ჯამში მაინც მოუწიათ არჩევნების და შესაბამისად პარლამენტის აღიარება - ირაკლი კობახიძე
23 ოქტომბერი, 2025 , 11:15

