პოლიტიკა


კონსტიტუცია უნდა დაემტკიცებინა მთელ პარლამენტს და არა მხოლოდ უმრავლესობას - ჯანი ბუკიკიო
საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ავუხსენი, რომ კონსტიტუცია უნდა დაემტკიცებინა მთელ პარლამენტს და არა მხოლოდ უმრავლესობას, - განაცხადა ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა ჯანი ბუკიკიომ პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ.
როგორც ჯანი ბუკიკიომ აღნიშნა, მას სურს, საქართველოს ახალი კონსტიტუცია იყოს სწორად შედგენილი კანონმდებლობა.
„ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო საუბარი პრემიერ-მინისტრთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან. მათ ამიხსნეს ამ კრიზისის მიზეზები, მე ამას კრიზისად ვაფასებ. საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს ავუხსენი, რომ კონსტიტუცია უნდა დაემტკიცებინა მთელ პარლამენტს და არა მხოლოდ უმრავლესობას. საქართველოს ახალი კონსტიტუცია უნდა იყოს სწორად შედგენილი კანონმდებლობა", - განაცხადა ბუკიკიომ.
მისივე თქმით, იგი აგრძელებს კონსულტაციებს ისევე, როგორც პოლიტიკურ პარტიებთან, ასევე სამოქალაქო სექტორთან.
"მიმაჩნია, რომ ეს კანონმდებლობა უნდა იყოს მისაღები სხვა პარტიებისთვისაც და დამტკიცდეს ფართო კონსენსუსის შედეგად“,- განაცხადა ბუკიკიომ.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:

ნუთუ მართლა არ გვესმის, რა მასშტაბის განაცხადი გაკეთდა გუშინ, რა დონის მხარდაჭერის გამოვლენა იყო - სალომე ზურაბიშვილი
2 მარტი, 2021 , 19:02

ავტორიტარიზმისკენ ვარდნა მაშფოთებს, პრობლემა ივანიშვილის ჩრდილოვანი კონტროლია - ფრენსის ფუკუიამა
2 მარტი, 2021 , 17:43

როგორც კი სტუმარი წასული დაიგულა, ღარიბაშვილმა რჩეული რიტორიკა მიაყოლა - ეკა ბესელია
2 მარტი, 2021 , 17:15
„საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებში არის რიგი საკითხები, რომელსაც სამწუხაროდ, მე მხარს არ დავუჭერ - კახი კახიშვილი
2 მარტი, 2021 , 16:00
რიტორიკა, რომელიც დღეს ჰქონდა პრემიერმინისტრს და მთლიანად უმრავლესობას, არ შეესაბამება ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მოლოდინებს - ხატია დეკანოიძე
2 მარტი, 2021 , 16:00

ზოგიერთ ყალბ ოპოზიციონერს მინდა მოვუწოდო, ფასილიტაციიდან ფალსიფიკაციზე ნუ გადახვალთ, გადმობრძანდით მედიაციაზე - ბექა ოდიშარია
2 მარტი, 2021 , 16:00