უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

6 მარტი, 2025 12:15
font-size

„კრაბ კოფის“ მეპატრონეებზე თავდამსხმელი დაკავებულია

შსს-ს ინფორმაციით, „კრაბ კოფის“ თანამშრომლებთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე, მამაკაცია დაკავებული. უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

„თბილისში, ერთ-ერთ უბანში, „კრაბ კოფის“ თანამშრომლებს კონფლიქტი მოუვიდათ მაღაზიაში მყოფ პირთან, რაც შემდგომში მაღაზიის გარეთ სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა", - აცხადებს შსს.

„კრაბ კოფის“ ერთ-ერთმა მეპატრონემ, ქრისტი პირველმა გუშინ ინფორმაცია გაავრცელა, რომ კაფეს დამფუძნებლებს, რომლებიც საპროტესტო აქციის მონაწილეებს ცხელი ჩაითა და ყავით უმასპინძლდებოდნენ, თავს დაესხნენ.

„რადიო თავისუფლებასთან” ქრისტი პირველი მომხდარს იხსენებს და ამბობს, რომ 5 მარტს, საღამოს, საპროტესტო აქციაზე წასვლამდე, დიღმის მასივში, სახლთან, ერთ-ერთ სასურსათო მაღაზიაში შევიდნენ, რა დროსაც ერთმა პირმა მათ ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

ქრისტი პირველის თქმით, უცნობმა პირმა მას მუცელში ფეხი ჩაარტყა, რის შემდეგაც თავადაც სცემა იგი:

„მაღაზიაში ვიყავით. ვიღაც ბიჭმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მოგვაყენა მე და მეორე მეპატრონეს. წავედი მისკენ, მეთქი, ვის აყენებ სიტყვიერ შეურაცხყოფას-თქო და მაგაზე, გამოქცეულზე წიხლი ჩამარტყა მუცელში. მე კბილის მოტეხილობა მაქვს, მეორე გოგონას აქვს ცხვირის მოტეხილობა. ოპერაცია სჭირდება”, – თქვა მან.

როგორც ქრისტი პირველი ამბობს, პოლიციამ მათ სარჩელის უკან გატანა „ურჩია”, რადგან კადრებში ჩანს, რომ თავდამსხმელს, საპასუხოდ, ისიც სცემს.

ფოტო: „ტვ პირველი"

საკვანძო სიტყვები:

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

4 ოქტომბერი, 2025 , 08:33

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ეკლესია ყოველთვის იყო და იქნება მშვიდობისა და ქრისტიანული ღირებულებების მხარდამჭერი და ემიჯნება "რადიკალურ მოწოდებებსა და ისეთ ქმედებებს, რამაც შეიძლება

საქართველოს ბანკში ევროპულ და ქართულ ბარათებს შორის მომენტალური გადარიცხვა უკვე ხელმისაწვდომია

3 ოქტომბერი, 2025 , 18:27

საქართველოს ბანკი სამომხმარებლო გამოცდილების გაუმჯობესებას განაგრძობს, ამ მიზნით, საქართველოს ბანკის მობილბანკის 8.8.0 ვერსიაში სხვა ბანკიდან მომენტალური გადარიცხვის  განახლებული ფუნქციონალი უკვე ხელმისაწვდომია

გალტ & თაგარტის ექსკლუზიური პარტნიორობით, გუდაური ლოჯმა $10 მილიონის სადებიუტო ობლიგაციები გამოუშვა

3 ოქტომბერი, 2025 , 16:18

შპს „გუდაური ლოჯმა“ გალტ & თაგარტის ექსკლუზიური პარტნიორობით 10 მილიონი აშშ დოლარის მოცულობის სადებიუტო ობლიგაციები წარმატებით გამოუშვა. ეს ნაბიჯი კომპანიის ფინანსური განვითარების მნიშვნელოვან ეტაპს წარმო

სექტემბერში წლიურმა ინფლაციამ 4.8 პროცენტი შეადგინა - საქსტატი

3 ოქტომბერი, 2025 , 12:53

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.5 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4.8 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნ

SOLO-ს და Mastercard-ის მხარდაჭერით, Oscar and the Wolf-ის ღონისძიება გაიმართება

3 ოქტომბერი, 2025 , 12:23

10 ოქტომბერს, 23:00 საათზე, SOLO-ს და Mastercard-ის მხარდაჭერით და Flitz Collective-ის ორგანიზებით, რესპუბლიკა ივენთ ჰოლში მუსიკალური პროექტი Oscar and the Wolf-ი გაიმართება. Oscar and the Wolf ეს არის Max Colombie-ს პრო

სარგებელი თქვენი ბიზნესისთვის - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია დაიწყო

2 ოქტომბერი, 2025 , 16:42

საქართველოს ბანკი მომხმარებელთა წახალისებასა და ციფრული სერვისების განვითარებას განაგრძობს. ამ მიზნით, იწყება ახალი კამპანია, რომლის ფარგლებში ბიზნეს მომხმარებლებს დამატებითი სარგებლის მიღების შესაძლებლობა აქვთ. კამპანიი