უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

11 ოქტომბერი, 2018 17:00
font-size

კრწანისში ერთ-ერთ სკვერს თბილისთან დაძმობილებული ქალაქების სახელი მიენიჭა

კრწანისის ქუჩაზე, ერთ-ერთ სკვერს თბილისთან დაძმობილებული ქალაქების სახელი მიენიჭა. სკვერში დღეს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე და საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე თინათინ ნიბლოშვილი, ასევე დიპლომატიური კორპუსის და გამგეობების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. სკვერში თემატური აბრაც განთავსდა, სადაც თბილისთან დაძმობილებული ქალაქების სახელები და თბილისიდან კონკრეტულ ქალაქამდე მანძილებია ასახული.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, მეგობრობისა და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მხრივ, თბილისთან დაძმობილებული ქალაქების საპატივცემულოდ სკვერის გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია. გიორგი ტყემალაძემ იმედი გამოთქვა, რომ მომავალში თბილისს კიდევ არაერთი დაძმობილებული ქალაქი ეყოლება.

საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარის, თინათინ ნიბლოშვილის თქმით კი, თბილისში დღეს პირველად გაიხსნა აბრა, სადაც წარმოდგენილია იმ ქალაქების დასახელებები, რომლებიც თბილისთან დაძმობილებული არიან. მისივე თქმით, გაჩნდა იდეა, რომ სკვერი თემატურად, ქალაქების სიმბოლიკით მოეწყოს.

როგორც მოგეხსენებათ, თბილისს 20 დაძმობილებული ქალაქი ჰყავს. დაძმობილებულ ქალაქთა ქსელი საკმაოდ მრავალფეროვანია და ნებისმიერ სფეროში გამოცდილების და საუკეთესო პრაქტიკის მოპოვების შესაძლებლობას იძლევა. დაძმობილების ხელშეკრულებით ქალაქები თანხმდებიან, რომ ითანამშრომლებენ, ერთმანეთს გამოცდილებას გაუზიარებენ, გაცვლიან დელეგაციებს და ზოგ შემთხვევაში, საერთაშორისო ასპარეზზე მხარს დაუჭერენ ერთმანეთს.

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი