უახლესი ამბები
- 22.10.2025 11:39დიდი ოდენობით თანხის მითვისების ფაქტზე საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი დააკავეს
- 22.10.2025 11:15ზურაბ ჯაფარიძე გახარიას პარტიაზე: ისღა დაგვრჩენია, თვალყური ვადევნოთ როგორ დაასაფლავებს ამ ხალხს რუსული რეჟიმი
- 22.10.2025 11:06შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით აჭარაში თურქეთის მოქალაქე დააკავა
- 22.10.2025 10:4022 ოქტომბერი ხის დარგვის საერთაშორისო დღეა
- 22.10.2025 08:00დღის კალენდარი - 22 ოქტომბერი
არქივი
პოლიტიკა


ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გადავარჩინოთ საქართველო მოსკოვისგან, რომ დავუბრუნოთ საქართველო საქართველოს მოსახლეობას – ალექსეი გონჩარენკო
საქართველო მხარს არ უჭერს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ტრიბუნალის შექმნას. არის შეკითხვა, ვისთვის მუშაობს საქართველოს მთავრობა, ვინ არიან მათი ბატონები? ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრება არ არის საქართველოს მოსახლეობის ხმა, ეს არის კრემლის ჩურჩული, – ამის შესახებ უკრაინელმა დეპუტატმა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრმა, ალექსეი გონჩარენკომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე განაცხადა.
გონჩარენკოს თქმით, მათ „ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ გადაარჩინონ საქართველო მოსკოვისგან და დაუბრუნონ საქართველო საქართველოს მოსახლეობას“.
„წევრი ქვეყნებიდან ექვსმა ქვეყანამ მხარი არ დაუჭირა ტრიბუნალის შექმნას რუსეთის წინააღმდეგ და ერთ-ერთი ქვეყანა საქართველოა. საქართველო თვითონ არის რუსეთის აგრესიის მსხვერპლი. საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი ოკუპირებულია რუსეთის მიერ, თითქმის იმდენივე, რამდენიც უკრაინაში. საქართველო უფრო ადრე იყო მოსკოვის რეჟიმის აგრესიის მსხვერპლი, ვიდრე ჩვენ. ამის შემდეგ საქართველო მხარს არ უჭერს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ტრიბუნალს. შეკითხვა არის, ვისთვის მუშაობს საქართველოს მთავრობა, ვინ არიან მათი ბატონები?
როდესაც ისინი აპატიმრებენ ოპოზიციის ლიდერებს, ეს არ არის საქართველოს მოსახლეობის ხმა, ეს არის კრემლის ჩურჩული. საქართველოს მოსახლეობა იმსახურებს ლიდერებს, ვინც დგას მათ მხარდამხარ, არა პუტინთან. სწორედ ეს ხდება ახლა. აქ არის ჩვენი, ყველას ბრალეულობაც. 2008 წელს იყო დრო, როდესაც უკრაინა და საქართველო ნატო-ს კართან იდგნენ. ნატო-მ თქვა, დიახ, მიგიღებთ, მაგრამ არ ვიცით, როდის. ბევრმა ვერ გაიგო, რა ხდებოდა, პუტინმა ნათლად გაიგო და 2008 წლიდან მან დაიწყო ომი საქართველოს და შემდეგ უკრაინის წინააღმდეგ. ის ანადგურებს ამ ქვეყნებს, ცდილობს, ყველა დაგვხოცოს, ცდილობს ამ ქვეყნების ოკუპაციას. ახლა ის საქართველოს ჰიბრიდულად იკავებს, რადგან ახლა ძალიან დაკავებულია უკრაინაში. ეს არ არის ტანკები, მაგრამ არიან მარიონეტები, ესენი არიან რუსეთის აგენტები, ვინც ახორციელებენ თავდასხმას საქართველოზე. ეს არ არის ბიძინა ივანიშვილი, ეს არის ლუკაშვილი, რადგან ის საქართველოსგან ბელარუსს აკეთებს. ეს ბელარუსს ჰგავს, რომელმაც დაკარგა დემოკრატია, შემდეგ სახელმწიფოებრიობა და ახლა ოკუპირებული სახელმწიფოა. სწორედ ასე ხდება ახლა საქართველოში. რამდენიმე თვის წინ ჩვენ შევხვდით გიორგი ვაშაძეს, სხვა ლიდერებს, რომლებიც ახლა ციხეში არიან. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გადავარჩინოთ საქართველო მოსკოვისგან, რომ დავუბრუნოთ საქართველო საქართველოს მოსახლეობას“, – განაცხადა ალექსეი გონჩარენკომ.
საკვანძო სიტყვები:
„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი 2025“ გაიხსნა
22 ოქტომბერი, 2025 , 10:55
ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:38
კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სარჩელი, შესაბამისად, გამოქვეყნდება სიაც, გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც კომპლექსურად მსჯელობს ყველა თემასთან დაკავშირებით - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:29

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:20
ევროკავშირის საელჩოში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ისინი პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ეს უნდა შეიცვალოს - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:17

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, ვერც ვერაფერს დააკლებს - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:12