უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

23 აპრილი, 2024 17:41
font-size

ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, რომლის კულმინაცია იყო „იმედში“ სპეცრაზმით შეჭრა - ირაკლი კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ყველას ახსოვს დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი და მათი ეს დამოკიდებულება გრძელდება.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რადიკალური ოპოზიციის ეს დამოკიდებულება აისახა „რიგითი ნაციონალების“ ქმედებებზეც შეკრებების დროს.

„თქვენ გახსოვთ დღევანდელი რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიისადმი, რა გააკეთეს ჯერ „რუსთავი 2“-თან მიმართებით, როცა კანონიერ მფლობელს წაართვეს ეს ტელევიზია, მანამდე საზოგადოებრივ მაუწყებელში შევიდნენ და „ნაცმოძრაობამ“ მიისაკუთრა საზოგადოებრივი მაუწყებელიც, „იბერიის“ და ა.შ. აღარ მოვყვები და ბოლოს კულმინაცია იყო „იმედში“ პირდაპირ სპეცრაზმით შეჭრა, „იმედის“ დარბევა და „იმედის“ მოროდიორულად მისაკუთრება მისი კანონიერი მფლობელებისგან, ეს იყო მათი დამოკიდებულება დამოუკიდებელი მედიის მიმართ და ეს დამოკიდებულება გრძელდება. ეს ხომ შემთხვევით არ ხდება, ეს არის ზოგადად რადიკალური ოპოზიციის დამოკიდებულება მედიის მიმართ, მედიის თავისუფლების მიმართ. სამწუხაროა, რომ ეს დამოკიდებულება აისახა რიგითი „ნაციონალების“ ქმედებებზეც შეკრებების დროს. ე.წ. გულწრფელი ახალგაზრდების ქმედებებზეც აისახა შეკრებების დროს, როდესაც ეს ე.წ. გულწრფელი ახალგაზრდები და სინამდვილეში დიმა ჩიქოვანის მიერ ათას ლარად დაფინანსებული კონკრეტული ახალგაზრდები თავს ესხმოდნენ „იმედს“ და სხვა ტელევიზიებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა

3 მაისი, 2024 , 11:02

საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, 3-4 მაისს საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენ

რუს ოლიგარქს საპოლიციო ძალა აღარ ჰყოფნის და კრიმინალების გამოყენებით ცდილობს მოკლას ჩვენი ევროპული პერსპექტივა - `გირჩი მეტი თავისუფლება` და `დროა`

3 მაისი, 2024 , 10:57

ოცნების დაქირავებული კრიმინალური, მოძალადე ჯგუფები სახლებისკენ მიმავალ აქციის მონაწილეებს თავს ესხმიან - ასე ეხმაურებიან პარტიები "გირჩი მეტი თავისუფლება" და "დროა" გუშინ, რუსული კანონის გასაპროტესტებლად გამართულ აქ

პრემიერი აშშ-ში მიწვეულ იქნა დათქმით, რომ ვიზიტამდე დროებით შეჩერებულიყო კანონპროექტის განხილვა, დათქმით ვიზიტი არ შეესაბამება პარტნიორობის სულისკვეთებას - საგარეო უწყება

3 მაისი, 2024 , 10:38

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ში მიწვეულ იქნა დათქმით, რომ ვიზიტამდე საქართველოს პარლამენტს დროებით უნდა შეეჩერებინა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა, – ამის შესახებ ს

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა საქართველო დააყენეს საეჭვო ტრაექტორიაზე, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ გზას და ძირს უთხრის აშშ-საქართველოს ურთიერთობას - მეთიუ მილერი

3 მაისი, 2024 , 10:29

ღრმად ვართ შეშფოთებული ვართ კანონმდებლობით, რომელიც ამჟამად მუშავდება საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობი

ღრმა შეშფოთებას გამოვხატავთ საქართველოს მთავრობის ქმედებებზე და ქვეყნის მიმართულებაზე - ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფი

2 მაისი, 2024 , 18:19

ღრმა შეშფოთებას გამოვხატავთ საქართველოს მთავრობის ქმედებებზე და ქვეყნის მიმართულებაზე, რომელიც სულ უფრო და უფრო კრემლის მსგავს პოზიციას იკავებს, - ამის შესახებ განცხადებას ევროპარლამენტის „ევროპული კონსერვატორ

„გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი არსებული სახით მიუღებელია და შექმნის ძალიან სერიოზულ დაბრკოლებებს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე - ხერტ იან კოოპმანი

2 მაისი, 2024 , 17:36

„გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი, რომელიც მეორე მოსმენით მიიღეს, არსებული სახით მიუღებელია და შექმნის ძალიან სერიოზულ დაბრკოლებებს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, – ამის შესახებ სამეზობლოსა და გაფართოე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი