არქივი
კომენტარი
კვირიკაშვილის განცხადება იყო ყოვლად უსუსური და ყოვლად სამარცხვინო - ნიკა რურუა
საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას, უსუსურს და სამარცხვინოს უწოდებს ნაციონალური მოძრაობის წევრი, ნიკა რურუა.
მისი შეფასებით, წარმოდგენილი კონსტიტუციური პროექტი ქვეყნისა და ხალხის ინტერესების საწინააღმდეგოა.
„პრემიერ კვირიკაშვილის განცხადება იყო ყოვლად უსუსური და ყოვლად სამარცხვინო. ეს არის ოლიგარქიის დამკვიდრების უნიჭო და უვარგისი მცდელობა, რომლიც საქართველოში არ გავა. იმიტომ, რომ ეს არის ხალხის, ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ მიმართული,“ - ამბობს ნიკა რურუა.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე მმართველი გუნდის მიერ შემუშავებული ახალი კონსტიტუციის ძირითად მიზნებზე ისაუბრა.
გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საკონსიტიტუციო ცვლილებები სახელისუფლებო შტოებს შორის ფუნქციების გადანაწილებას ხელს შეუწყობს.
„ხარვეზების აღმოფხვრა, კონსტიტუციის დაბალანსება და სრულფასოვან საპარკლამენტო მმართველობის მოდელზე გადასვლა იყო ჩვენი გუნდის მხრიდან ცვლილებების ინიცირების მიზანი. ცვლილებებით ბალანსდება და მკაფიოდ ნაწილდება პასუხისმგებლობები ხელისუფლების შტოებს შორის, პარლამენტი იძენს თავის ბუნებრივ როლს და წონას, მარტივდება პარლამენტის მიერ მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცედურები. მთავრობა ხდება უფრო ეფექტური, კიდევ უფრო კონკრეტდება პრეზიდენტის, როგორც ნეიტრალური არბიტრის ფუნქციები,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მთავრობის მეთაურმა ოპოზიცია საკონსიტუციო ცვლილებების წინააღმდეგ არასამთავრობო სექტორის მობილიზების მცდელობის გამო გააკრიტიკა. პრემიერმა აღნიშნა, რომ პოლიტიკური ოპონენტების ეს მცდელობა უსაფუძვლოა და არგუმენტებს მოკლებულია.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ვინც არ უნდა იყოს ხვალ საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი, დარწმუნებული ვარ, მზიას მიენიჭება ბრწყინვალების ორდენი, მადლობა მზია, მაგალითად რომ მოგვევლინეთ - სალომე ზურაბიშვილი
18 ნოემბერი, 2025 , 15:42
ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელი სტატუსის აღიარებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა - სალომე სამადაშვილი
17 ნოემბერი, 2025 , 13:58
პრაქტიკულად, ნაპოვნია თვითმფრინავის ყველა დიდი ნაწილი და ყველა ცხედარი, კოორდინირებული მოქმედებებით სამძებრო სამუშაოებში მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა შევძელით - ირაკლი ჩიქოვანი
13 ნოემბერი, 2025 , 15:26
სიგიჟეა რასაც გიორგი გახარიას ედავებიან და დანაშაულს არ აღიარებს - ბერდია სიჭინავა
13 ნოემბერი, 2025 , 14:56
სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ან სახელმწიფო ქონების გაცვლა მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული პირობებით იქნება შესაძლებელი - ნინო ენუქიძე
12 ნოემბერი, 2025 , 14:52
თურქული თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა 20 ადამიანი, ნაპოვნია 18 დაღუპული, ორის სამძებრო სამუშაოები გრძელდება - გეკა გელაძე
12 ნოემბერი, 2025 , 13:31

