არქივი
კომენტარი
კვირიკაშვილის მიმართვა შესაძლოა, აღმოჩნდეს გარდამტეხი და უნდა აღმოჩნდეს გარდამტეხი - ირმა ინაშვილი
საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ,,პატრიოტთა ალიანსის“ წევრი, ირმა ინაშვილი პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის მიერ რუსეთის ხელისუფლებისადმი გაგზავნილ მიმართვას ეხმიანება.
,,არსებულ ვითარებაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიმართვა რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებისადმი არის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური ნაბიჯი და განაცხადი, სრულიად კონკრეტული გზავნილებით. ყველა, ვინც ამ მიმართვის გამო, თავს ესხმის კვირიკაშვილს, არის ჩვენი ქვეყნის მტერი! ეს ხალხი რეალურად არც არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხითა და ბედითაა დაინტერესებული, არც ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებითაა დაინტერესებული და არც სოხუმთან და ცხინვალთან ურთიერთობის დარეგულირება აინტერესებთ. სწორედ ასეთმა აზროვნებამ მოიტანა სოხუმისა და ცხინვალის ტრაგედიები, სწორედ ასეთმა ხალხმა ჩააბარა კოდორი და ახალგორი.
ამიტომ ყველა საღადმოაზროვნე მოქალაქე, იქნება ის პოლიტიკური პარტიის ლიდერი, თუ უბრალოდ ინჟინერი ან ექიმი უნდა ხვდებოდეს, რომ კვირიკაშვილის მიმართვა( ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვის ჭრილში) შესაძლოა აღმოჩნდეს გარდამტეხი და უნდა აღმოჩნდეს გარდამტეხი,“ - წერს ინაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.
საკვანძო სიტყვები:
ვინც არ უნდა იყოს ხვალ საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი, დარწმუნებული ვარ, მზიას მიენიჭება ბრწყინვალების ორდენი, მადლობა მზია, მაგალითად რომ მოგვევლინეთ - სალომე ზურაბიშვილი
18 ნოემბერი, 2025 , 15:42
ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელი სტატუსის აღიარებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა - სალომე სამადაშვილი
17 ნოემბერი, 2025 , 13:58
პრაქტიკულად, ნაპოვნია თვითმფრინავის ყველა დიდი ნაწილი და ყველა ცხედარი, კოორდინირებული მოქმედებებით სამძებრო სამუშაოებში მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა შევძელით - ირაკლი ჩიქოვანი
13 ნოემბერი, 2025 , 15:26
სიგიჟეა რასაც გიორგი გახარიას ედავებიან და დანაშაულს არ აღიარებს - ბერდია სიჭინავა
13 ნოემბერი, 2025 , 14:56
სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ან სახელმწიფო ქონების გაცვლა მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული პირობებით იქნება შესაძლებელი - ნინო ენუქიძე
12 ნოემბერი, 2025 , 14:52
თურქული თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა 20 ადამიანი, ნაპოვნია 18 დაღუპული, ორის სამძებრო სამუშაოები გრძელდება - გეკა გელაძე
12 ნოემბერი, 2025 , 13:31

