უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

8 მარტი, 2018 15:15
font-size

კვლავ რჩება ქალთა მიმართ ძალადობის გარკვეულწილად გამართლების ტენდენცია საზოგადოების გარკვეულ ნაწილში - გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მოქალაქეებს ქალთა საერთაშორისო დღეს ულოცავს.

როგორც პრეზიდენტი „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე წერს, მხარს უჭერს ქალთა სავალდებულო კვოტირების იდეას.

,,გილოცავთ 8 მარტს - ქალთა საერთაშორისო დღეს!

ვულოცავ ამ დღეს არამხოლოდ ქალებს, არამედ ყველას, ვისთვისაც ღირებულია ადამიანის ღირსების, თავისუფლების და თანასწორობის იდეა.

ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა სწორედ ამ ღირებულებებს ეფუძნება. ქართული კულტურა და ტრადიცია აღიარებდა და ეყრდნობოდა ამ ღირებულებებს; ისტორიულად ეს იდეები ჩვენთვის მშობლიური და ძვირფასია.

მიუხედავად ამისა, დღეს საქართველოში თანასწორობის და თავისუფლების მიმართულებით არაერთი გამოწვევა გვაქვს, მათ შორის, კვლავ რჩება ქალთა მიმართ ძალადობის და რაც კიდევ უფრო შემაშფოთებელია - ამ ძალადობის გარკვეულწილად გამართლების და მისი მიმღებლობის ტენდენცია საზოგადოების გარკვეულ ნაწილში.

მიუხედავად კონსტიტუციაში დეკლარირებული თანასწორობის იდეისა, ქალები ბევრგან განიცდიან უთანასწორო მდგომარეობას: ოჯახში, სამსახურში, ქუჩაში და სხვ. ამ უთანასწორობას, ჩაგვრას და ძალადობას აქვს სხვადასხვა ფორმები, ზოჯერ აშკარა, ზოგჯერ უფრო ფარული, მაგრამ ის არსებობს ჩვენს საზოგადოებაში და ყველას გვასუსტებს - ქალებსაც და კაცებსაც.

დღეს საქართველოს პარლამენტში იმაზე მეტი ქალია, ვიდრე ოდესმე, რაც კარგია! მაგრამ ეს არ არის საკმარისი. აქედან გამომდინარე, მე კვლავაც მხარს ვუჭერ ქალთა სავალდებულო კვოტირების იდეას, რათა გაიზარდოს ქალთა მონაწილეობა არჩევით ორგანოებში. ამაზე მე, ჯერ კიდევ, 2015 წელს გავაკეთე საჯარო მოწოდება, რომ ყველაზე უფრო დემოკრატიულ პროცესში – როდესაც საზოგადოება ირჩევს თავის წარმომადგენლებს თვითმმართველობისა თუ ცენტრალური წარმომადგენლობით ორგანოში, პარლამენტის დონეზე – ჩვენ შემოგვეღო კვოტირების სისტემა. მაშინ მე მოვუწოდებ ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს, საზოგადოებას, აქტიურად გვემუშავა ამ მიმართულებით.

როდესაც მოსახლეობის ნახევარზე მეტი ქალია, უბრალოდ, უსამართლოა წარმომადგენლობით ორგანოებში ისინი იყვნენ მკვეთრ უმცირესობაში. ამასთან, საქართველოს დემოკრატიულ და სტაბილურ განვითარებას, ჩვენი მოქალაქეების უკეთეს ხვალინდელ დღეს სჭირდება მეტი ქალი პოლიტიკაში, საჯარო ცხოვრებაში, გადაწყვეტილების მიმღებ ადგილებზე! მაგრამ ეს ვერ და არ უნდა იყოს მხოლოდ ქალების გამბედაობის და დაუღალავი შრომის ხარჯზე მიღწეული შედეგი. სახელმწიფომ და საზოგადოებამ ხელი უნდა შეუწყოს მათ ამ საქმეში, არამხოლოდ კვოტირებით, არამედ ისეთი ღონისძიებებით, რაც გულისხმობს ძალადობის წინააღმდეგ ეფექტურ ბრძოლას, რათა ძალადობამ არ შეაჩეროს ქალები საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობისგან;

ადრეული ქორწინების წინააღმდეგ ეფექტური პოლიტიკის გატარებით, რათა ამან არ დააბრკოლოს გოგონები, მიიღონ განათლება და თავად გააკეთონ გაცნობიერებული არჩევანი ცხოვრების გზაზე;

განათლების მიღების და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების ხელშეწყობით, რათა ამ უთანასწორობამ არ შეაფერხოს ქალთა აქტიური მონაწილეობა; სახლში შრომის და მშობლობის ტვირთის თანაბარი განაწილების წახალისებით ქალსა და მამაკაცს შორის; ამ ყველაფრის გარეშე ქალთა საჯარო ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობა ძალიან რთული, თუ არა შეუძლებელია.

ძლიერად ვგულშემატკივრობ საზოგადოების დიდ ნაწილს, ვინც ითხოვს სავალდებულო კვოტირებას და მხარს ვუჭერ იმ პროცესს, რომელიც სავალდებულო კვოტირების კანონმდებლობით შემოღებასთან დაკავშირებით უკვე დაწყებულია საქართველოს პარლამენტში.

იმედს გამოვთქვამ, რომ კანონპროექტი მალე გადაიქცევა კანონად და მას მოჰყვება ასევე ის ზემოაღნიშნული ღონისძიებები სახელმწიფოს თუ საზოგადოების მხრიდან, რომლებიც აუცილებელია იმისთვის, რომ ქალებმა რეალურად შეძლონ აქტიურად ჩაერთონ პოლიტიკასა და საჯარო ცხოვრებაში.
მჯერა, რომ ჩვენ ერთად შევქმნით თანასწორ და სამართლიან საზოგადოებას!“,- აცხადებს გიორგი მარგველაშვილი.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი