უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

17 აპრილი, 2025 09:29
font-size

ლამის ნახევარი თბილისი გადაწვეს, ყველგან დანაშაული, არსად - დამნაშავე, შეიძლება ასეთი რამ მოხდეს? - ირაკლი კობახიძე

საპატიმროში დღეს მყოფი ადამიანების უდიდესი ნაწილი პროპაგანდის მსხვერპლია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ხელისუფლების დამოკიდებულება უნდა იყოს ჰუმანური, თუმცა ეს არ გულისხმობს იმას, რომ კანონი არ უნდა აღსრულდეს.

„იმდენად მასშტაბური პროპაგანდა წარმოებდა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ და ამაში იყვნენ ჩართული, მათ შორის უცხოელები, პირდაპირ ელჩები, კიდევ უფრო მაღალი თანამდებობის პირები და ა.შ. ბუნებრივია, საზოგადოება შედგება ასეთი წევრებისგან, ისეთი წევრებისგან, ვიღაც ასეთ ოჯახში ცხოვრობს, ვიღაც ისეთ ოჯახში, ვიღაც მეტად ექვემდებარება პროპაგანდას, ვიღაც ნაკლებად. საბოლოო ჯამში, ამ ადამიანების უმეტესობა, ამას ვერ ვიტყოდი მაგალითად მზია ამაღლობელზე, რომელიც მსხვერპლი არ არის, კონკრეტულ დაკვეთას ასრულებდა, როდესაც შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს, მისი დავალება იყო პოლიციის დაკნინება, პოლიციის და პოლიციელის ღირსების შეურაცხყოფა, მაგრამ უმეტესობა ამ ადამიანებისა, განსაკუთრებით ახალგაზრდებზე მაქვს საუბარი, არიან მსხვერპლი. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენი დამოკიდებულება უნდა იყოს ზოგადად ჰუმანური. ეს არ გულისხმობს იმას, რომ კანონი არ უნდა აღსრულდეს. კანონის აღსრულება არის აუცილებელი რატომ, ნახეთ რა მოხდა, იყო 2023 წელსაც გარედან დაგეგმილი და წარმართული რევოლუციური პროცესი, უმძიმესი პროცესები, იქაც იყო შტურმი პარლამენტზე, პოლიციელებისთვის მძიმე შეურაცხყოფის მიყენება, მათი ჯანმრთელობის დაზიანება და ა.შ. ლამის ნახევარი ქალაქი გადაწვეს და ერთადერთი ადამიანი იქნა დაპატიმრებული, ცნობილი გრიგორიადისი. ამხელა ამბავი მოხდა, ამდენი დანაშაული იქნა ჩადენილი, თან ჯგუფურად და 1 კაცი იყო დაკავებული, ისიც შეწყალებით გამოვიდა გარეთ. რა თქმა უნდა, ასეთ პროცესს აქვს წამახალისებელი ეფექტი, არა პრევენციული, არამედ პირიქით. შემდეგ იყო გაზაფხულზე, შარშან, 2024 წელს, ანალოგიური პროცესები, ლამის ნახევარი თბილისი გადაწვეს, იქაც დაპატიმრებული იყო 6 ადამიანი, აქედან 1 შეიწყალა. მე ვფიქრობ, რომ მაშინ იყო არასწორი მიდგომა. რაღაც მესიჯები რომ აქვთ, იმის ანალოგია რომ ავიღოთ, რეალური ანალოგია, ყველგან დანაშაული, არსად დამნაშავე. შეიძლება ასეთი რამე მოხდეს? ოპოზიციის მესიჯია, რომ ჩვენ გადავწვით ნახევარი ქალაქი, გახსოვთ რა ხდებოდა, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ერთ-ერთმა პოლიციელმა ერთ თვალში მხედველობა დაკარგა, უამრავი სხვა პოლიციელი დაშავდა, დაზიანდა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ .

საკვანძო სიტყვები:

მიხეილ ყაველაშვილი და მაკა ბოჭორიშვილი, ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნისადმი მიძღვნილი ღონისძიების ფარგლებში, ჯეი დი ვენსსა და მარკო რუბიოს შეხვდნენ

6 თებერვალი, 2026 , 12:09

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტის, კირსტი ქოვენთრის მასპინძლობით გამართულ მიღებას დაესწრნენ. ინფორმაციას საქართველოს პრეზი

ლაშა დარსალიამ და თამარ ტალიაშვილმა დონალდ ტრამპის ინიციატივით გამართულ რელიგიური თავისუფლების სამიტში მიიღეს მონაწილეობა და ეროვნული ლოცვის საუზმეს დაესწრნენ

6 თებერვალი, 2026 , 11:39

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, ვაშინგტონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საერთაშორისო რელიგიური თავისუფლების რიგით მე-6 სამიტში (International Religious Freedom Summit 2026) მიიღო მონაწილეო

ყველამ უნდა სცეს პატივი კონსტიტუციურ წესრიგს, ვინმე ამას თუ არ აკეთებს, უნდა არსებობდეს საკანონმდებლო მექანიზმებიც, რომლებიც, საბოლოო ჯამში, ამას უზრუნველყოფს - ირაკლი კობახიძე

6 თებერვალი, 2026 , 08:29

ყველამ პატივი უნდა სცეს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ წესრიგს. ვინმე ამას თუ არ აკეთებს, უნდა არსებობდეს საკანონმდებლო მექანიზმებიც, რომლებიც, საბოლოო ჯამში, ამას უზრუნველყოფს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინის

„ქართული ოცნება“ მანიპულირებს და ფაქტების დამახინჯებით ცდილობს, გერმანული შემთხვევა საქართველოს კონტექსტს მოარგოს - ვახუშტი მენაბდე

4 თებერვალი, 2026 , 18:45

კონსტიტუციონალისტი, მოძრაობა „სოციალური დემოკრატიისთვის“ წევრი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რა განსხვავებაა გერმანიაში Reichsbürgerbewegung-ში (რაიხის/იმპერიის მოქალაქეთა მოძრაობა) შემავალი ორგანიზაციების

საქართველოს პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები მიიღო

4 თებერვალი, 2026 , 17:26

პარლამენტმა „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები მესამე მოსმენით განიხილა და 85 ხმით 10-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირა. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. მათივე ცნობით, კანონპრ

ფასების შემსწავლელმა საპარლამენტო კომისიამ საორგანიზაციო სხდომა გამართა

4 თებერვალი, 2026 , 16:59

სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელმა დროებითმა კომისიამ საორგანიზაციო სხდომა გამართა. საორგანიზაციო სხდომაზე კომისიის წევრებმა თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილე აირჩი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი