უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

5 დეკემბერი, 2017 12:30
font-size

ლარის კურსი მნიშვნელოვნად არის გადაჯაჭვული სასამართლოს სწორ გადაწყვეტილებებზე - გიორგი ჭირაქაძე

ჩვენ რომ ლარის კურსზე ვსაუბრობთ, ლარის კურსიც მნიშვნელოვნად არის გადაჯაჭვული სასამართლოს სწორ გადაწყვეტილებებზე, სისწრაფეზე, - განაცხადა "საქართველოს ბიზნესასოციაციის" პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში", სადაც "საქართველოს ბიზნესასოციაციის" წევრები იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანსა და წევრებს ხვდებიან.

მისი თქმით, სასამართლოს ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის, რომ ქვეყნის ეკონომიკა წინ წავიდეს, რადგან ინვესტორები სერიოზულად უყურებენ თუ როგორ წყდება დავები ქვეყანაში.

"დღეს ჩვენ იმედი გაგვიჩნდა, რომ შესაძლებელია ის პრობლემები, რაც მრავალი წლის განმავლობაში არსებობს, გავუზიაროთ საბჭოს მდივანს. ავუხსნათ, როგორ ვხედავთ ამ პრობლემებს, რატომ ვხედავთ ამ პრობლემებს და შევძლოთ სწორი მექანიზმი ვიპოვოთ, რომ ეს კომუნიკაცია არსებობდეს. როგორც კი რეალური და სისტემური პრობლემები დგება, ჩვენ ამის შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ. მოხარული ვართ, რომ ჩვენ ვხედავთ წინგადადგმულ ნაბიჯებს, რომელიც სისტემაში არის რეფორმებთან დაკავშირებით. ასეთი სახის კომუნიკაცია და თანამშრომლობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ბიზნესში მრავალი პრობლემაა დაგროვილი, რომელიც ეხება კომერციულ დავებს, ეხება ისეთ დავებს, რომლებიც წლების განმავლობაში არის გაჭიანურებული", - განაცხადა ჭირაქაძემ.

მისი თქმით, გაჭიანურება ძალიან დიდი პრობლემაა ბიზნესისთვის.

"ჩვენ ძალიან ხშირად გვესმის, რომ მოსამართლეებს ძალიან ბევრი საქმე აქვთ, მაგრამ ეს პირდაპირ აისახება ქვეყნის ეკინომიკის ზრდაზე. ჩვენ რომ ლარის კურსზე ვსაუბრობთ, ლარის კურსიც მნიშვნელოვნად არის გადაჯაჭვული სასამართლოს სწორ გადაწყვეტილებებზე, სისწრაფეზე. ბევრი იკითხავს თუ რატომ? იმიტომ, რომ საერთაშორისო ინვესტორი თუ არ არის დარწმუნებული, რომ საქართველოში სამართალს იპოვის, ის გააჭიანურებს ან დაფიქრდება ინვესტიცების ჩადებაზე ქვეყანაში. ჩვენ თუ გვინდა, რომ ლარი მყარი იყოს, მნიშვნელოვანია რომ სასამართლო სისტემა იყოს რეფორმირებული. ჩვენ ბიზნესასოციაციამ მაქსიმალურად გვინდა ვითანამშრომლოთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან, ავუხსნათ ის პრობლემები, რაც ჩვენ გვაქვს. ჩვენ ვხედავთ უკვე, რომ საბჭოს სურვილი აქვს, რომ ეს რეფორმები გატარდეს", - განაცხადა ჭირაქაძემ.

ნინო ექვთიმიშვილი

ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია

23 აპრილი, 2024 , 15:47

საცოდავ ხალხზე ბულინგი არ შეიძლება. ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია, რომლებიც ექვემდებარებიან „ქოცების“ ისეთ ზეწოლას, რომ პუტინის კანონის მხარდასაჭერად ჩამოჰყავთ, &ndash

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას - შალვა პაპუაშვილი

22 აპრილი, 2024 , 15:06

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „საე

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - ნიკა მელია

22 აპრილი, 2024 , 14:21

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - წერს "ახალის" თანადამფუძნებელი ნიკა მელია "ოცნების" დაანონსებულ რუსული კანონის კონტრაქციაზე.  "29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დე

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის - გურამ მაჭარაშვილი

22 აპრილი, 2024 , 12:00

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა კავთისხევში, ოპოზიციის ნაწილის მიერ გამართულ შეხ

მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი

19 აპრილი, 2024 , 16:23

საგამოძიებო სამსახურთან, გამოკითხვაზე მისულმა “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა: „მოვედით სპეციალური საგამოძიებო სამსახურში. ვიცი, რომ იქნება აბსოლუტურად წყალ-წყალა პროცედურა. ამათი გამ

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული - ლევან ხაბეიშვილი სუს-ზე

19 აპრილი, 2024 , 15:34

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული, შესაბამისად, თუ ვინმე სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულს ჩადის, ეს არის რუსული ხელისუფლება, რომელიც არღვევს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი