უკან
კომენტარი
6 სექტემბერი, 2017 13:55
ლარის კურსთან დაკავშირებით ზედმეტი პანიკის დათესვა მხოლოდ შეცდომაში შეიყვანს მოსახლეობას - არჩილ თალაკვაძე
ლარის კურსთან დაკავშირებით ზედმეტი პანიკის დათესვა და გარკვეული პოლიტიკური შეფასებები, მხოლოდ შეცდომაში შეიყვანს მოსახლეობას, - განუცხადა ჟურნალისტებს ლარის გაუფასურების თაობაზე დასმული კითხვის პასუხად საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ.
მისი თქმით, ლარის კურსი არის მცურავი კურსი და ის დამოკიდებულია საბაზრო ეკონომიკაზე, საბაზრო პროცესებზე, რომელიც ქვეყანასა და მსოფლიოში ვითარდება.
”პირადად მე მჯერა, რომ ლარის კურსი დარჩება სტაბილური, იმ პასუხისმგებლობის ფარგლებში, რაც სავალუტო კურსთან მიმართებაში აქვს აღმასრულებელ ხელისუფლებას და ეროვნულ ბანკს”, - აღნიშნა თალაკვაძემ.
ნინო ექვთიმიშვილი