უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

24 მაისი, 2017 14:55
font-size

ლაშა თორდიაზე ვიდეოს გავრცელება, ოთარ ფარცხალაძის „გათეთრებას“ ემსახურება - პავლე კუბლაშვილი

პარლამენტის ყოფილი წევრის, პავლე კუბლაშვილის განცხადებით, ლაშა თორდიასთან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეოს მიზანია, ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის „გათეთრება“ მოხდეს.

დღეს, სოცალური ქსელით გავრცელებულ ვიდეოში, რომელზეც ლაშა თორდია ერთ-ერთ ბარში, სავარაუდოდ, იარაღით ხელში, თანამშრომლებს ემუქრება, პავლე კუბლაშვილიც ფიგურირებს.

როგორც მედიასთან საუბარში ყოფილმა პარლამენტარმა აღნიშნა, იგი მომხდარის შესახებ მხოლოდ გამოძიებასთან ისაუბრებს, თუკი მას მისგან რაიმე ინფორმაციის მიღება დასჭირდება.

„მე საჯაროდ ამ თემაზე არ ვისაუბრებ. თუ გამოძიებას სჭორდება რაიმე ინფორმაცია ჩემგან, მზად ვარ,რომ ნებისმიერ დროს ჩვენება მივცე. რაც შეეხება მიზეზს, თუ ვის უნდა ამ თემაზე დღეს ყურადღების გადატანა ცხადია, რადგან იმაზე რაც მოხდა 6 თვის წინ, იმაზე რაც იცოდნენ 6 თვის წინ და არ საუბრობდნენ, დღეს კი ერთადერთ მიზანს ემსახურება, როგორმე გაათეთრონ ბატონი ფარცხალაძე. მაგრამ ეს არის შეუძლებელი, ვერ გათეთრდება ბატონი ფარცხალაძე. ყველამ იცის, რას წარმოადგენს ის. ძალიან სამწუხაროა, რომ ასეთი მცდელობის გზით მიდიან. მე ვფიქრობ, რომ ეს დაასრულებს ფარცხალაძის, როგორც მოვლენის, არსებობას საქართველოში“,-აღნიშნა კუბლაშვილმა.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

მოვუწოდებთ კომპანია „ფრონტერას“ გაასაჯაროოს საერთაშორისო არბიტრაჟის გადაწყვეტილება - ნათია თურნავა

4 ივნისი, 2020 , 15:35

თქვენ იცით, რომ საერთაშორისო დავა „ფრონტერასთან“ ქართული მხარის სასარგებლოდ დასრულდა და მოდით, ერთად მოვუწოდოთ კომპანია „ფრონტერას“ გაასაჯაროოს ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო სერთაშორისო არბიტრაჟმა,

არავინ არსად არ მიდის, ჩვენ ყველანი ვრჩებით იქ, სადაც ამჟამად გვხედავთ და ვართ - თეა წულუკიანი

4 ივნისი, 2020 , 14:15

ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გიორგი გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას ფეიკნიუსი უწოდა და აღნიშნა, რომ ფეიკნიუსები მის შესახებაც ვრცელდებოდა. „ბოლო დღეების განმ

ბექა ლილუაშვილი 2020 წლის ბიუჯეტზე - სამწუხაროდ, ოპოზიციის გარკვეული წარმომადგენლები ცდილობენ, მცდარი ინფორმაცია მიაწოდონ საზოგადოებას

3 ივნისი, 2020 , 16:35

სამწუხაროდ, ოპოზიციის გარკვეული წარმომადგენლების მხრიდან კვლავ ადგილი აქვს მცდელობას, მცდარი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, ბექა ლილუაშვილი, სოციალურ ქსელში წერს.

თითო საათი 165 აშშ დოლარი ჯდება - თუ ეს ვინმეს ენანება ჩვენი ჯარისკაცებისთვის, მაშინ ეს მათ ნამუსზე იყოს - ირაკლი ღარიბაშვილი

3 ივნისი, 2020 , 13:15

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „ღამის კურიერი“ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯარისკაცების წასახალისებლად თავდაცვის უწყების მიერ ჯერ კიდევ დეკემბერში შეკვეთილ სასაჩუქრე საათებზეც ისაუბრა.

20 წლის განმავლობაში ქართული ჯარი არასოდეს გამოკვებილა ნედლი, გაუყინავი, ახალი ხორცით. მე ეს პრობლემა მოვაგვარე - თავდაცვის მინისტრი

3 ივნისი, 2020 , 12:10

"ძალიან უაზრო, ცილისმწამებლური კამპანია" - ასე უწოდა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა იმ ბრალდებებს, რომლებიც ჯარისკაცების კვებასთან დაკავშირებით ვრცელდებოდა. ირაკლი ღარიბაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში აღნიშნა, რ

ჩვენთან პოლიტიკურმა ძალებმა არ იციან, ფული აკეთონ თუ პოლიტიკა - დავით ჭიჭინაძე

2 ივნისი, 2020 , 16:50

ჩვენთან პოლიტიკურმა ძალებმა არ იციან, ფული აკეთონ თუ პოლიტიკა და აი, ეს არის მთავარი პრობლემა, - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე. ამასთან, დეპუტატი ოპოზიც

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ქრისტე აღსდგა!