უახლესი ამბები
- 04.10.2025 08:21დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება
- 04.10.2025 08:01დღის კალენდარი - 4 ოქტომბერი
არქივი
კომენტარი


„ლეიბორისტული პარტია“ და „დემოკრატიული მოძრაობა“ გადაცემა „არჩევანის“ დატოვების ფაქტს გამოეხმაურა
„ლეიბორისტული პარტია“ და საარჩევნო ბლოკი „დემოკარტიული მოძრაობა“, მათი წევრების მიერ 2 ოქტომბერს ტელეკომპანია რუსთავი2-ის გადაცემა „არჩევანის“ დატოვების ფაქტს გამოეხმაურა.
როგორც „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის შალვა ნათელაშვილის მიერ სოციალურ ქსელში განთავსებულ განცხადებაშია ნათქვამი, ეთერის დატოვება იყო მხოლოდ ადგილზე ემოციურ ფონზე მიღებული გადაწყვეტილება, რასაც პარტიის სტრატეგიასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
„პირდაპირი ეთერის დატოვება „ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენლთა მიერ, იყო მხოლოდ ადგილზე ემოციურ ფონზე მიღებული გადაწყვეტილება, რასაც პარტიის სტრატეგიასთან არანაირი კავშირი არ აქვს.
ვადასტურებთ უდიდეს პატივისცემას რუსთავი 2-ის შემოქმედებითი ჯგუფისა და იმ ტელეკომპანიის მიმართ, რომლის ივანიშვილისგან გადასარჩენად ჩვენც ბევრი გვიბრძოლია.
იმედს გამოვთქვამთ, რომ ეს გაუგებრობა არავითარ გავლენას არ მოახდენს ჩვენი და ტელეკომპანიის უაღრესად მჭიდრო, მეგობრულ ურთიერთობებზე“,-ნათქვამია ნათელაშვილის განცხადებაში.
„დემოკრატიული მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშიც ნათქვამია, რომ ეს იყო კონკრეტული რესპოდენტების მიერ ადგილზე მიღებული ემოციური გადაწყვეტილება და არანაირად არ ასახავს ჩვენი ბლოკის ოფიციალურ პოზიციას.
„პირველ რიგში გვსურს კიდევ ერთხელ დავადასტუროთ პატივისცემა მედიის მიმართ. მიუხედავად იმისა, თუ რამდენად ემთხვევა ან ეწინააღმდეგება კონკრეტული მედიის ფასეულობები და სარედაქციო პოლიტიკა ჩვენი გუნდის სტრატეგიასა და ხედვებს, მნიშვნელოვანია, რომ ყველა შემთხვევაში პოლიტიკოსების და ჟურნალისტების ურთიერთობები, მ.შ. ოპონირებაც დარჩეს ურთიერთპატივისცემისა და კორექტულობის ჩარჩოებში.
შესაბამისად, ჩვენთვის იყო ძალზე უსიამოვნო ინციდენტი 2 ოქტომბერს რუსთავი 2-ის ეთერში განვითარებული მოვლენები, როდესაც ჩვენი გუნდის წევრების მხრიდან სტუდიის დატოვება ჩაითვალა აღნიშნული ტელევიზიის უპატივცემულობად.
ხაზგასმით გვინდა განვაცხადოთ, რომ ეს იყო კონკრეტული რესპოდენტების მიერ ადგილზე მიღებული ემოციური გადაწყვეტილება და არანაირად არ ასახავს ჩვენი ბლოკის ოფიციალურ პოზიციას. კიდევ ერთხელ გვსურს დავადასტუროთ, ჩვენი პატივისცემა ყველა ჟურნალისტის მიმართ და იმედს გამოვთქვამთ, რომ გუშინდელი გაუგებრობა არ მოახდენს ზეგავლენას ჩვენი და ტელეკომპანია რუსთავი 2-ის შემდგომ თანამშრომლობაზე“,-ნათქვამია საარჩევნო ბლოკის განცხადებაში.
2 ოქტომბერს „ლეიბორისტული პარტიის“, „დემოკრატიული მოძრაობისა“ და „პატრიოტთა ალიანსის“ წევრების მიერ გადაცემა „არჩევანის“ დატოვების მიზეზი გახდა, მათი თქმით, ის რომ მათ საკუთარი პოზიციის დაფიქსირების საშუალება არ მიეცათ.
აღნიშნულს სოციალურ ქსელში ნიკა გვარამია გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სამივე პარტია, მიმდინარე საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, რუსთავი2-ის არც ერთ დებატში არ მიიღებს მონაწილებას.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:

მეგობრულად უნდა ვურჩიოთ ყველას, არ გაბედონ ძალადობა, კანონის დარღვევა, წინააღმდეგ შემთხვევაში კანონი იქნება ძალიან მკაცრი მათ მიმართ - ირაკლი კობახიძე
2 ოქტომბერი, 2025 , 18:46

ვინმეს თუ მოუნდება კანონის დარღვევა, ისინი მიიღებენ სათანადო პასუხს, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან - ირაკლი კობახიძე
2 ოქტომბერი, 2025 , 18:38

ათეულობით ათას სამართალდამცველს შორის ჯერ ერთიც კი ვერ იპოვეს, რომელიც ღალატზე ხელს მოაწერდა - მამუკა მდინარაძე
2 ოქტომბერი, 2025 , 11:28

დღეს ვერავინ გაბედავს, ვერც პარკში, ვერც სკვერში, ვერც სტადიონის ნაცვლად, კორპუსები წამოჭიმოს. აბა გაბედოს ვინმემ - კახა კალაძე
2 ოქტომბერი, 2025 , 10:59
ლევან ხაბეიშვილისა და ზვიად კუპრავას საქმეები პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნის სამართლიანობის კიდევ ერთი დასტურია - შალვა პაპუაშვილი
1 ოქტომბერი, 2025 , 19:17

აბა გაბედონ და კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯი გადადგან, ყველაფერს იგრძნობენ - კახა კალაძე
1 ოქტომბერი, 2025 , 16:21