საზოგადოება
ლევან იოსელიანი №5 ქალთა სპეციალური დაწესებულებაში იმყოფებოდა და მათ შორის, ბრალდებულები: ელისო კილაძე, მზია ამაღლობელი და ანასტასია ზინოვკინა მოინახულა
სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი №5 ქალთა სპეციალური დაწესებულებაში იმყოფებოდა და მათ შორის, ბრალდებულები: ელისო კილაძე, მზია ამაღლობელი და ანასტასია ზინოვკინა მოინახულა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
მათივე ცნობით, სახალხო დამცველმა ქალი პატიმრებისგან მოისმინა ინფორმაცია მათი განთავსების პირობებისა და უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ.
„საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი №5 ქალთა სპეციალური დაწესებულებაში იმყოფებოდა და ქალ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს შეხვდა.
სახალხო დამცველმა ქალი პატიმრებისგან მოისმინა ინფორმაცია მათი განთავსების პირობებისა და უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ; შეხვდა დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და ადგილზე დაათვალიერა ციხის ინფრასტრუქტურა; გაეცნო პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ ფსიქო-სოციალურ, საგანმანათლებლო და სარეაბილიტაციო პროგრამებში მსჯავრდებულთა ჩართულობის საკითხებს; მოინახულა ასევე, დაწესებულებაში არსებული დედათა და ბავშვთა განყოფილება.
სახალხო დამცველი დაწესებულებაში ასევე, შეხვდა იქ განთავსებულ ელისო კილაძეს, მზია ამაღლობელს და ანასტასია ზინოვკინას, გაეცნო მათ საცხოვრებელ პირობებს, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და უფლებების დაცვის კუთხით არსებულ ვითარებას.
საქართველოს სახალხო დამცველი რეგულარულად ახორციელებს პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგს და პატიმართა უფლებებზე ზედამხედველობას”,- ნათქვამია ინფორმაციაში.
საკვანძო სიტყვები:
საბჭოთა მმართველობამ საქართველოს სახელმწიფოს განვითარება შეაფერხა, თუმცა ვერ აღმოფხვრა ხალხის მისწრაფება, იცხოვროს თავისუფალ ქვეყანაში - ევროკავშირის წარმომადგენლობა
25 თებერვალი, 2026 , 17:32
პირველ მარტამდე საქართველოში წვიმა, ქარი, ზღვაზე შტორმი, მაღალმთიან რაიონებში კი თოვაა მოსალოდნელი
25 თებერვალი, 2026 , 17:26
დისტრიბუციის ნაწილში თითქმის ყველგან არის გადახდის გაუარესება ბოლო სამი წლის მონაცემებით, ეს ნიშნავს, რომ ამ ფულს ქსელები მოიხმარენ სხვა მიმართულებით -შოთა ბერეკაშვილი
25 თებერვალი, 2026 , 17:20
ეროვნულმა ბანკმა კაპიტალის კონტრციკლური ბუფერის ციკლური კომპონენტი უცვლელად დატოვა
25 თებერვალი, 2026 , 15:34
საქართველოს ბანკის და კომაროვის STEM ოლიმპიადა: პირველ ტურში მონაწილეობა 63 სკოლის 300-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო
25 თებერვალი, 2026 , 12:56
ლაბორატორიული კვლევის შედეგად, ბენზინის არც ერთ სინჯში დარღვევა არ გამოვლინდა. რაც შეეხება დიზელს, საწვავის ხარისხი კანონმდებლობით დადგენილ ნორმებს არ აკმაყოფილებდა 13 სინჯში - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
25 თებერვალი, 2026 , 11:53




