საზოგადოება
მადლობას ვუხდით საქართველოს კოსოვოსა და მეტოხიას არაღიარებისათვის - მაია გოიკოვიჩი
სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერმა, მაია გოიკოვიჩმა საქართველოს მადლობა გადაუხადა კოსოვოს არაღიარებისთვის. თავის მხრივ მან მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.
„სერბეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც მხარს უჭერს საერთაშორისო სამართალსა და ქვეყნების საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიულ მთლიანობას. საქართველო მხრიდან გამოხატულია ურყევი მხარდაჭერა სერბეთის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მადლობას ვუხდით საქართველოს კოსოვოსა და მეტოხიას არაღიარებისათვის. ჩვენ მადლობას ვუხდით საქართველოს, რომ ის მხარს არ უჭერს კოსოვოს გაწევრიანებას ისეთ საერთაშორისო ორგანიზაციაში, როგორიცაა, მაგალითად „იუნესკო“, - თქვა სერბეთის პარლამენტის თავმჯდომარემ.
გოიკოვიჩი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმდჯომარეს, ირაკლი კობახიძეს შეხვდა, რომლის შემდეგ ერთობლივი ბრიფინგი გაიმართა.