უახლესი ამბები
- 25.11.2024 12:45პარლამენტის 150 წევრის უფლებამოსილება “ქართული ოცნების“ 88 წევრმა ცნო
- 25.11.2024 12:32გაყალბებული არჩევნებიდან წარმოშობილი პარლამენტი არ უნდა შეიკრიბოს - მიხაელ როთი
- 25.11.2024 12:32გაყალბებული არჩევნებიდან წარმოშობილი პარლამენტი არ უნდა შეიკრიბოს - მიხაელ როთი
- 25.11.2024 12:11XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა მიმდინარეობს
- 25.11.2024 11:32იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები
- 25.11.2024 10:35პრეზიდენტის არჩევის თარიღს პარლამენტი ხვალ ჩანიშნავს - შალვა პაპუაშვილი
- 25.11.2024 10:24ირაკლი კობახიძემ მთავრობის ახალი შემადგენლობა დაასახელა
- 25.11.2024 08:50საქართველოს პარლამენტის სხდომა არაკონსტიტუციურია - პრეზიდენტი
არქივი
სამართალი
მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილისთვის საპროცესო შეთანხმების საკითხი დაზარალებულების პოზიციის დაზუსტების შემდეგ გადაწყდება - პროკურორი
სამშენებლო კომპანია „ცენტრ პოინტის“ საქმის პროკურორის დავით გუმბერიძის განმარტებით, მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმების საკითხი, დაზარალებულებთან საპროცესო შეთანხმებაზე პოზიციის დაზუსტების შემდეგ გადაწყდება.
ამის შესახებ გუმბერიძემ ჟურნალისტებს „ბათუმი მაგნოლიის“ ეპიზოდზე ერთ-ერთი ბრალდებულის გურამ რჩეულიშვილის მიერ დღეს გაკეთებული განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
„გურამ რჩეულიშვილი აცხადებს, რომ მას მიღწეული აქვს შეთანხმება კონკრეტულ ინვესტორთან. ბრალდების მხარე, რა თქმა უნდა, დააზუსტებს დაზარალებულებთან, თუ რა პოზიცია გააჩნიათ საპროცესო შეთანხმებასთან დაკავშირებით და ამის შემდეგ გადაწყდება ბრალდებულების, მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის მიმართ საპროცესო შეთანხმების გაფორმების საკითხი.
ბრალდების მხარის მიერ წაყენებულია პირობა, რომ ყველა დაზარალებულის ინტერესი უნდა დაკმაყოფილდეს და არ უნდა გააჩნდეთ მათ პრეტენზია „ცენტრ პოინტ ჯგუფის“ ხელმძღვანელი პირების მიმართ“,- აღნიშნა საქმის პროკურორმა.
მონიკა დავლიანიძე