უახლესი ამბები
- 04.10.2025 08:21დღეს, 4 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება
- 04.10.2025 08:01დღის კალენდარი - 4 ოქტომბერი
არქივი
კომენტარი


მალხაზ მაჩალიკაშვილის თვალთვალს ადგილი არ ჰქონია - გრიგოლ ლილუაშვილი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, გრიგოლ ლილუაშვილმა უარყო ინფორმაცია მალხაზ მაჩალიკაშვილის ფარული თვალთვალის შესახებ.
„თუკი პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს დაწყებული აქვს შესწავლა, უნდა დაელოდოთ შესწავლის შედეგებს.
თუკი ოპერატოულ-სამძებრო ან კონტრდაზვერვითი ან საგამოძიებო მოქმედებებიდან გამომდინარე არ არის სანქცირებული ანუ განჩინების საფუძველზე, რა თქმა უნდა, უკანონო იქნება ნებისმიერი მიყურადება და თვალთვალი. ასეთ რამეს ადგილი არ ჰქონია. დაველოდოთ, რას შეისწავლის ინსპექტორი“, – განაცხადა ლილუაშვილმა.
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკავშირებული აქციების პერიოდში მალხაზ მაჩალიკაშვილსა და მისი ოჯახის წევრებს, სავარაუდოდ, სუს-ის თანამშრომლები უთვალთვალებდნენ. მალხაზ მაჩალიკაშვილის პერსონალური მონაცემების დამუშავების კანონიერების შესწავლის მოთხოვნით ორგანიზაციამ საქართველოს პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორს მიმართა.
საკვანძო სიტყვები:

მეგობრულად უნდა ვურჩიოთ ყველას, არ გაბედონ ძალადობა, კანონის დარღვევა, წინააღმდეგ შემთხვევაში კანონი იქნება ძალიან მკაცრი მათ მიმართ - ირაკლი კობახიძე
2 ოქტომბერი, 2025 , 18:46

ვინმეს თუ მოუნდება კანონის დარღვევა, ისინი მიიღებენ სათანადო პასუხს, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან - ირაკლი კობახიძე
2 ოქტომბერი, 2025 , 18:38

ათეულობით ათას სამართალდამცველს შორის ჯერ ერთიც კი ვერ იპოვეს, რომელიც ღალატზე ხელს მოაწერდა - მამუკა მდინარაძე
2 ოქტომბერი, 2025 , 11:28

დღეს ვერავინ გაბედავს, ვერც პარკში, ვერც სკვერში, ვერც სტადიონის ნაცვლად, კორპუსები წამოჭიმოს. აბა გაბედოს ვინმემ - კახა კალაძე
2 ოქტომბერი, 2025 , 10:59
ლევან ხაბეიშვილისა და ზვიად კუპრავას საქმეები პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დასკვნის სამართლიანობის კიდევ ერთი დასტურია - შალვა პაპუაშვილი
1 ოქტომბერი, 2025 , 19:17

აბა გაბედონ და კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯი გადადგან, ყველაფერს იგრძნობენ - კახა კალაძე
1 ოქტომბერი, 2025 , 16:21