არქივი
კომენტარი
მამა გიორგიმ პირადად დაწერა განცხადება და გადასცა ბრალდებას, რომ მხოლოდ მას შემდეგ გააგრძელებს ჩვენების მიცემას, რაც მისი ოჯახი იქნება დაცული - ადვოკატი
დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკითხვა გაგრძელდება მაშინ, როცა პროკურატურის გონივრული ვადა დადგება და პასუხს გაგვცემენ, აპირებენ თუ არა მამა გიორგის ოჯახისთვის დაცვის უზრუნველყოფას, - განუცხადა ჟურნალისტებს ე.წ.მატროსოვის ციხესთან ,,ციანიდის საქმეში’’ ბრალდებულის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა.
მიხეილ რამიშვილის ინფორმაციით, მამა გიორგიმ პირადად დაწერა განცხადება და გადასცა ბრალდებას, რომ მხოლოდ მას შემდეგ გააგრძელებს ჩვენების მიცემას, რაც მისი ოჯახი იქნება დაცული.
”უკვე რამდენიმე დღეა გაუთქმელობის გაუქმებაზე აქვთ შეტანილი ადვოკატებს განცხადება და პასუხი არ არის. არც დაცვის ღონისძიებების მოთხოვნაზეა პასუხი. როგორც იცით, მეორე დაკითხვის დროს მამა გიორგი ცუდად იყო და განაცხადა, რომ თუ არ განხორციელდება ოჯახის დაცვის ღონისძიება, ჩვენებას არ მისცემს. ამის თაობაზე ოქმშიც დაფიქსირდა. მამა გიორგიმ თავისი ხელით შეადგინა განცხადება, რის შესახებაც პროკურატურამ თქვა, რომ გონივრულ ვადაში მიიღებს გადაწყვეტილებას. მათი გონივრული ვადა გონებიდან გამომდინარე რამდენი ხანი გაგრძელდება, ვერ გეტყვით. ჩვენი პოზიცია უცვლელი რჩება. მამა გიორგი ამ საქმეში არის უდანაშაულო”, - განაცხადა ადვოკატმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ვინც არ უნდა იყოს ხვალ საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი, დარწმუნებული ვარ, მზიას მიენიჭება ბრწყინვალების ორდენი, მადლობა მზია, მაგალითად რომ მოგვევლინეთ - სალომე ზურაბიშვილი
18 ნოემბერი, 2025 , 15:42
ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებელი სტატუსის აღიარებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაიდგა - სალომე სამადაშვილი
17 ნოემბერი, 2025 , 13:58
პრაქტიკულად, ნაპოვნია თვითმფრინავის ყველა დიდი ნაწილი და ყველა ცხედარი, კოორდინირებული მოქმედებებით სამძებრო სამუშაოებში მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევა შევძელით - ირაკლი ჩიქოვანი
13 ნოემბერი, 2025 , 15:26
სიგიჟეა რასაც გიორგი გახარიას ედავებიან და დანაშაულს არ აღიარებს - ბერდია სიჭინავა
13 ნოემბერი, 2025 , 14:56
სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება ან სახელმწიფო ქონების გაცვლა მხოლოდ წინასწარ განსაზღვრული პირობებით იქნება შესაძლებელი - ნინო ენუქიძე
12 ნოემბერი, 2025 , 14:52
თურქული თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა 20 ადამიანი, ნაპოვნია 18 დაღუპული, ორის სამძებრო სამუშაოები გრძელდება - გეკა გელაძე
12 ნოემბერი, 2025 , 13:31

