უკან

პოლიტიკა

13 მარტი, 2019 10:10
font-size

მამუკა ბახტაძე სამუშაო ვიზიტით იაპონიას ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დღეს სამუშაო ვიზიტით იაპონიას ეწვევა.

მთავრობის მეთაური 15 მარტს ოფიციალურად გახსნის ქართული ღვინის კულტურისა და ისტორიისადმი მიძღვნილ გამოფენას – „საქართველო – ღვინის სამშობლო“, რომელსაც საგამოფენო ცენტრი ტერადა ვეარჰაუსში (Terrada Warehouse) მასპინძლობს.

საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, ექსპოზიცია, რომელიც უნიკალურ არქეოლოგიურ ექსპონატებსა და თანამედროვე ტექნოლოგიებს აერთიანებს, ქართული ღვინის კულტურის უნიკალურობის წარმოჩენას ისახავს მიზნად.

გამოფენა საქართველოს მთავრობის ინიციატივით, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ასოციაცია „ქართული ღვინის“ ორგანიზებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, „საქპატენტის“ და ეროვნული მუზეუმის მხარდაჭერით, მსოფლიოში უმსხვილესი კომპანია „სონისა” და კომპანია „ტოპანის” პარტნიორობით იმართება და დამთვალიერებელს 7 მაისამდე უმასპინძლებს.

გარდა ამისა, 15 მარტს ტოკიოში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართება, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე იაპონიის საგარეო ვაჭრობის ორგანიზაციის (JETRO) პრეზიდენტ იასუშუ აკაჰოშისთან ერთად გახსნის.

ვიზიტის ფარგლებში მთავრობის მეთაური გამართავს მაღალი დონის შეხვედრებს, მათ შორის იაპონიის პრემიერ-მინისტრის მოადგილესთან, ფინანსთა მინისტრ ტარო ასოუსა და საგარეო საქმეთა მინისტრ ტარო კონოსთან. დაგეგმილია მოლაპარაკებები იაპონიის საგარეო ვაჭრობის ორგანიზაციისა (JETRO) და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს პრეზიდენტებთან.

საქართველოს სამთავრობო დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი იმყოფებიან.

მამუკა ბახტაძის ვიზიტი იაპონიაში 15 მარტს დასრულდება.

საკვანძო სიტყვები:

რაც არ უნდა ილაპარაკონ ოლიგარქის მონებმა, მათი ენა გაუგებარია მსოფლიოსა და ცივილიზებული დასავლეთისთვის - მიხეილ სააკაშვილი

17 დეკემბერი, 2024 , 13:15

რაც არ უნდა ილაპარაკონ ოლიგარქის მონებმა, მათი ენა გაუგებარია მსოფლიოსა და ცივილიზებული დასავლეთისთვის. რაც არ უნდა ქუჩაში გამოსული ადამიანების ენა ყველასთვის გასაგებია, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა

იმედი გვაქვს, 20 იანვრიდან კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსების მხრიდან შანტაჟი და ხელისუფლებაში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დაბრუნების მცდელობა დასრულდება - ირაკლი კობახიძე

17 დეკემბერი, 2024 , 11:51

ჩვენ იმედი გვაქვს, რომ 20 იანვრიდან საბოლოოდ დასრულდება შანტაჟის ეს პრაქტიკა, კონკრეტული ევროპელი პოლიტიკოსების და ჩინოვნიკების მხრიდან და დასრულდება ხელისუფლებაში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დაბრუნების მცდელობ

ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება უნდა შეფასდეს, როგორც ერთმნიშვნელოვნად ანტიქართული ნაბიჯი, რომელიც ძირს უთხრის ევროპული სტრუქტურების სანდოობას - ირაკლი კობახიძე

17 დეკემბერი, 2024 , 11:43

ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება უნდა შეფასდეს, როგორც ერთმნიშვნელოვნად ანტიქართული ნაბიჯი, რომელიც ძირს უთხრის ევროპული სტრუქტურების სანდოობას ქართული საზოგადოების აღქმაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინ

საქართველოში ყველაფერი არის კარგად, პარლამენტი და მთავრობა მუშაობს, პრეზიდენტი დაიწყებს მუშაობას 29 დეკემბრიდან - ირაკლი კობახიძე

17 დეკემბერი, 2024 , 11:36

საქართველოში ყველაფერი არის კარგად, კონკრეტული ევროპული ქვეყნებისგან განსხვავებით, ჩამოყალიბებულია მყარი უმრავლესობა, პარლამენტი მუშაობს, მთავრობა მუშაობს, პრეზიდენტი დაიწყებს მუშაობას 29 დეკემბრიდან, – ამის შესახე

გვაქვს სხვა სანქციები, რომელთა ამოქმედებას უახლოეს კვირებში ვამზადებთ - მეთიუ მილერი

17 დეკემბერი, 2024 , 09:00

დამატებითი სანქციების პაკეტს ვამზადებთ, რომელსაც უახლოეს კვირებში გამოვაქვეყნებთ, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ბრიფინგზე განაცხადა. „ჩვენ შეშფოთებულები ვართ ქ

მე ვარ თქვენთან, თქვენ ხართ ჩემს გულში - სალომე ზურაბიშვილი

14 დეკემბერი, 2024 , 20:02

მე ვარ თქვენთან, თქვენ ხართ ჩემს გულში, - ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებს. "გადაიდო ამ საღამოს ნაძვის ხის ანთება. ბარბარობაზე ჩვენ