პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე 85 არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართვას საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობად აფასებს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, 85 არასამთავრობო ორგანიზაციის მიმართვა, რომელშიც ისინი მანდატების განაწილების წესის შეცვლასა და საარჩევნო ბარიერის 3%-მდე დაწევას ითხოვენ, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა.
მდინარაძის თქმით, ამავე ლოგიკით მაჟორიტარული სისტემაც არღვევს თანასწორობის პრინციპს, მიუხედავად იმისა, რომ მთელ მსოფლიოშია ლეგიტიმური.
როგორც NGO-ებმა პარლამენტისადმი ერთობლივ მიმართვაში დაწერეს, გადაუნაწილებელი მანდატების მხოლოდ პირველ ადგილზე მყოფი პარტიისთვის გადაცემა, 5%-იანი საარჩევნო ბარიერი და საარჩევნო ბლოკების გაუქმება პროპორციული სისტემის პირობებში კი ვერ უზრუნევლყოფს პარლამენტში პოლიტიკური პარტიების პროპორციულ წარმომადგენლობასა და მდგრადი მრავალპარტიული სისტემის დამკვიდრებას. მათი აზრით, ირღვევა სამართლიანი არჩევნების თანასწორობის პრინციპი.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ეუთო/ოდირი შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებული რიგი რეგულაციების განმეორებით დარღვევის კრიმინალიზების კანონზე დასკვნას აქვეყნებს
14 ნოემბერი, 2025 , 17:19
20 ივნისის აქციაზე პირდაპირ პასუხისმგებელი ადამიანი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც გასცემდა მითითებებსა და ბრძანებებს - კახა კალაძე
14 ნოემბერი, 2025 , 14:47
დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია - გრიგოლ გეგელია
14 ნოემბერი, 2025 , 14:42
პეტერ ფიშერის საქმიანობა დიპლომატიას სცდება, ის ჩვეულებრივი „აკაცუკია“ - კახა კალაძე
14 ნოემბერი, 2025 , 14:37
ჩვენი ბრძოლის წარმატების შანსი იქნება ზუსტად იმდენი, რამდენ ძალისხმევასაც ჩავდებთ მასში - 28 ნოემბერს, 19:00 საათზე. ბოლომდე! - ელენე ხოშტარია
14 ნოემბერი, 2025 , 14:27
ევროინტეგრაციაზე უარი ჩვენ არ გვითქვამს, თუ მართლა სურს ბრიუსელს, საქართველო ევროკავშირში იხილოს, გზა უნდა გამონახოს, რომ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან დაიწყოს საუბარი - მაკა ბოჭორიშვილი
14 ნოემბერი, 2025 , 12:49

